საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85197

1873

ტიპი: მფლობელობა

1873 წელს წილკანში მღვდლად გამწესებულ ზაქარია დედაბრიშვილს ორი საკუთარი ოთახი ჰქონდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წელს წილკანში მღვდლად გამწესებულმა ზაქარია დედაბრიშვილმა შვილებიც თან წაიყვანა.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წელს ზაქარია დედაბრიშვილი სოფელ წილკანში გაამწესეს მღვდლად.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წელს შიო არაგვისპირელის მამას ფინანსური პრობლემების გამო შვილების სათანადოდ აღზრდა უჭირდა.

1867

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1867-1873 წლებში, ექვს წლამდე შიო არაგვისპირელი სოფელ ქაისხევში იზრდებოდა.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წელს ზაქარია დედაბრიშვილი იყო მღვდელი.

1867

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1867 წელს დაიბადა შიო არაგვისპირელი დუშეთის მაზრის სოფელ ქაისხევში.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს შიო არაგვისპირელმა ავტობიოგრაფია კოტე მაყაშვილის თხოვნით დაწერა.

1868

ტიპი: სახელი

1868 წელს თედო სახოკიას დედას, ელისაბედს, მოფერებით ელისას ეძახდნენ.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წელს თედო სახოკიას აღმრზდელად სოფელ ბიადან მოიყვანეს ირინა ლატარია.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს შიო იოსავა იყო მღვდელი ხეთაში.

1876

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1876 წელს თედო სახოკიას ჰყავდა ბებიის ძმა, შიო იოსავა.

1873

ტიპი: განათლება

1873 წელს, ხუთი წლის ასაკში თედო სახოკიას მამამ, ტიმოთემ სწავლა დააწყებინა.

1868

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1868-1871 წლებში, სამ წლამდე თედო სახოკია ძიძასთან, ირინა ლატარიასთან იზრდებოდა.

1868

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1868 წელს თედო სახოკიას ჰყავდა ძიძა, ირინა ლატარია.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომს გამოქცეულმა თედო სახოკიას ოჯახმა თედოს ბიძასთან, ექვთიმე კუკავასთან შეაფარა თავი.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს თედო სახოკიას ოჯახი რუსეთ-ოსმალეთის ომს სოხუმიდან სამეგრელოში გამოექცა.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წელს ალექსანდრე (ალექსი) ოქროპირიძე იყო აფხაზეთის ეპისკოპოსი.

1868

ტიპი: მფლობელობა

1868 წელს ხეთაში თედო სახოკიას ბიძის, ექვთიმე კუკავას სახლი ტყეში იდგა.

1868

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1868 წელს თედო სახოკიას ჰყავდა ბიძა, ექვთიმე კუკავა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის მარტში კავკასიის ფრონტის სარდალმა სერგო ორჯონიკიძემ კიაზიმ ყარაბექირს ყარსში მყოფი მოკავშირე ოფიცრის მეშვეობით შეატყობინა, რომ ბათუმს თურქებს არ დაუთმობდნენ, რომ ეს საკითხი მოსკოვის კონფერენციაზე განიხილებოდა.