რეგისტრირებული ფაქტები90463
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 სექტემბერს თბილისის სამოსამართლო პალატას ბაქოში უნდა განეხილა სტაროსელსკის მოკვლის საქმე. მკვლელობაში ბრალდებულ ბაკიხანოვს გამოჩენილი რუსი ნაფიცი ვექილი, ფ. ნ. პლევაკო იცავდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 ნოემბრის „ცნობის ფურცელში” მადლობა გადაუხადეს პიპი აბაშიძეს ნიგოითის წიგნსაცავისთვის ქართული წიგნებისა და ჟურნალების გაგაზავნისთვის.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 31 ოქტომბერს გ. ი. გძელიშვილმა განიხილა სპანდარ სპანდარიანის საქმე, რომელსაც თავისი რედაქციისთვის სადგომი ჰქონდა დაქირავებული და ხუთი თვის განმავლობაში არ იხდიდა დაკისრებულ ქირას. მოსამართლის განაჩენის მიხედვით, სპანდარიანს უნდა დაეცალა სადგომი და გადაეხადა წინა ხუთი თვის ქირა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ნიკოლოზ მონაძე ფოთის სახაზინოში ბუღალტერის თანაშემწედ დაინიშნა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ქავთაძე ერევნის გუბერნიის საბეგრო ინსპექტორის თანაშემწედ დაინიშნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 ნოემბერს დაიხურა კავკასიის საბაღოსნო გამოფენა. გამოფენას იაკობ სერგის ძე მედვედევი, კირილე პეტრეს ძე იანოვსკი, ფ. ი. შიმანოვსკი და ვიქტორ ნიკოლოზის ძე გეევსკი ესწრებოდნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 ნოემბერს კავკასიის საბაღოსნო გამოფენაზე ისაია ფურცელაძე გაუმჯობესებული ჯიშის ხილის მოყვანისთვის ვერცხლის მედლით დააჯილდოვეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 ნოემბერს კავკასიის საბაღოსნო გამოფენაზე ვასილ ადამია სოხუმის ოლქის სასწავლებელში ბაღის გაშენებისთვის და მებაღეობის სწავლებისთვის ვერცხლის მედლით დააჯილდოვეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 ნოემბერს კავკასიის საბაღოსნო გამოფენაზე ნატალია პლატონის ასული ქიქოძე მეაბრეშუმეობის გავრცელებისთვის ვერცხლის მედლით დააჯილდოვეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 26 ოქტომბერს ქართულ თეატრში „გაძარცული ფოსტა” იდგმებოდა. ამ წარმოდგენაში მაკო მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე იღებდა მონაწილეობას.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 ნოემბერს კავკასიის საბაღოსნო გამოფენაზე ბაღი „სინოპისის” მესაკუთრე ალექსანდრე მიხეილის ძე რომანოვ საპატიო დიპლომით დააჯილდოვეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 ნოემბერს კავკასიის საბაღოსნო გამოფენაზე ბაღი „სინოპისის” მმართველ კარლ ბრენერს ოქროს მედალი გადასცეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 ნოემბერს კავკასიის საბაღოსნო გამოფენაზე გრიგოლ შარაძე ბახვის სკოლაში სკების გაშენებისთვის, აგრეთვე მოსწავლეებისთვის მეფუტკრეობისა და მეაბრეშუმობის სწავლებისთვის ვერცხლის მედლით დააჯილდოვეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 ნოემბერს კავკასიის საბაღოსნო გამოფენაზე ნინო ჭავჭანიძეს აბრეშუმის ნაქსოვისთვის ვერცხლის მედალი გადასცეს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ეკატერინე გრიგოლის ასულ არღუთინსკი-დოლგორუკოვს შამთასა და ვანეთში 608 დესეტინა და 1680 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, საძოვარი, სათიბი და საკარმიდამო ადგილები ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს გიორგი იორამის ძე თარხან-მოურავს თერეგვანის თემში, ზემო ხანდაკსა და ახალციხეში 953 დესეტინა და 1325 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი და საძოვარი მიწები ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს იასე ქაიხოსროს ძე სალაღოვს კუმისში 25 დესეტინა და 1620 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი მიწა ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იასე ქაიხოსროს ძე სალაღოვის კუმისში მდებარე 25 დესეტინასა და 1620 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს მიწას.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნერსე თაიროვსა და კოსტა ძაგანიას აკოფ ჯეირანოვის ცემა ედებოდათ ბრალად.
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1889 წლის 27 მარტს პოდპოლკოვნიკმა თეოდორ თეოდორის ძე ლიპინსკიმ თავი მოიკლა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 26 მარტს ქართულმა დრამატულმა დასმა აკაკი წერეთლის 3-მოქმედებიანი კომედია „კინტო“ წარმოადგინა.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 26 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ბასიევს მელიტონ თომას ძე ფომინ-ცაგარლის სახლის გაქურდვა ედებოდა ბრალად.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს დავით იორამის ძე თარხან-მოურავს ახალქალაქსა და ერთაწმინდაში 525 დესეტინა და 870 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი მიწა, საძოვარი ადგილები და ტყე ჰქონდა.

