რეგისტრირებული ფაქტები90463
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 38-ე სხდომას დაესწრნენ: დავით კარიჭაშვილი, ივანე გომართელი, ივანე რატიშვილი და საზოგადოების სხვა წევრები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 დეკემბერს არჩილ ჯორჯაძეს ვლადიკავკაზის სკოლის სამზრუნველოს წევრებთან ერთად სკოლის მმართველობის წესების შეფასება და ახალი სასწავლო მეთოდების შედგენა დაევალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავში სამკითხველო ოთახის გამოყოფაზე უარი განაცხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ხარჯების დასაფარად 339 მანეთი და 74 კაპიკი გასცა. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს: ივანე რატიშვილმა, ალექსანდრე სარაჯიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა, კონსტანტინე ჯაფარიძემ და სხვ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ხარჯების დასაფარად 339 მანეთი და 74 კაპიკი გასცა. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს: ივანე გომართელმა, ნიკოლოზ ელიავამ, გიორგი ლასხიშვილმა და სხვა წევრებმა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ვასილ აბელის ძე კალატოზოვს ბრეთში 37 დესეტინა და 1200 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი მიწა ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ლუკა ჯავრიშვილს ერთაწმინდაში 14 დესეტინა და 1335 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი და საძოვარები ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ლუკა ჯავრიშვილის ერთაწმინდაში მდებარე 14 დესეტინასა და 1335 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათესსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მარიამ ზაალის ასულ ნათიშვილს საშაბუროში 56 დესეტინა და 120 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი და სასახლე ადგილები ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ალექსანდრე ეგნატეს ძე პოლტორაცკის ოქროყანაში 148 დესეტინა და 900 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, საძოვარი და საბოსტნე ადგილები, ბაღები და შენობები ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს თომა გრიგოლის ძე ჯომარჯიძეს ოქროყანაში ერთსართულიანი ქვითკირის სახლი ჰქონდა სარდაფით, სამზარეულოთი, თავლით, ეზოთი, წყაროს წყლითა და ერთი დესეტინა მიწით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა თომა გრიგოლის ძე ჯომარჯიძის ოქროყანაში მდებარე ერთსართულიან ქვითკირის სახლს სარდაფით, სამზარეულოთი, თავლით, ეზოთი, წყაროს წყლითა და ერთი დესეტინა მიწით.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გრიგოლ შარაძე ბახვის სკოლის ზედამხედველი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 3 ნოემბერს ქალაქის საბჭოში სტეფანე ჭრელაშვილი საბჭოს მდივნად ხელმეორედ აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ საბაღოსნო გამოფენაზე ვანო ონიკაშვილი მეფუტკრეობისთვის ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ საბაღოსნო გამოფენაზე ვანო ონიკაშვილი ხილის მოყვანისთვის ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ საბაღოსნო გამოფენაზე ელენე ჭილაშვილმა კონსერვებისა და მურაბებისთვის ქების ფურცელი მიიღო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ საბაღოსნო გამოფენაზე იაკობიშვილმა მეფუტკრეობისთვის ქების ფურცელი მიიღო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ საბაღოსნო გამოფენაზე მარიამ გოგოლაშვილმა აბრეშუმის ნაქსოვისთვის ქების ფურცელი მიიღო.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიიდან ირკვევა, რომ ვლადიკავკაზი – ერთ დროს ლამაზი, მწვანეში ჩაფლული ქალაქი, თერგის ოლქის ცენტრი, ახლა სევდიან სანახაობას წარმოადგენდა. ჭურვებისგან დანგრეული შენობები, ხანძრებისგან ნახშირად ქცეული კედლები მეტყველებდა იმ დრამაზე, რაც 12 დღის განმავლობაში ქალაქში გათამაშდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. ჭიაბრიშვილის აზრით, მომავალი თაობებისთვის, ვინც რუსეთის რევოლუციის ისტორიას გაეცნობოდა, იმ ქალაქებს შორის, რომელიც ამ რევულუციის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, პირველ ადგილზე სწორედ ვლადიკავკაზი იქნებოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიის თანახმად, ქალაქის კოალიციური მთავრობა საკმაოდ უსუსური იყო, ხოლო სიმშვიდესა და წესრიგს ამ მხარეში განაპირობებდა ის შიში, რასაც თერგის ოლქში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ხალხი ერთმანეთის მიმართ განიცდიდა.

