რეგისტრირებული ფაქტები87769
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატას არისტო მაქსიმეს ძე ჭუმბაძის საქმე უნდა განეხილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ოდესის უნივერსიტეტში პროფესორ სვიმონ კონსტანტინეს ძე გოგიტიძის ლექციას 8 სტუდენტი დაესწრო. სტუდენტებმა ერთდღიანი გაფიცვით პროტესტი გამოუხადეს პროფესორების შეცვლის სისტემას.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ყაჩაღი ჭელია 4-5 წელი იმალებოდა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის გამგეობის კრებაზე 1910-11 წლების შემოსავალ-გასავლის განსახილველად სარევიზიო კომისიის წევრებად გრიგოლ ივანეს ძე გველესიანი, ზაქარია კონსტანტინეს ძე მაჭავარიანი და ტიხონ ალექსის ძე ასათიანი აირჩიეს.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 22 ოქტომბერს მატრონე კუჭუხიძისა, რომელსაც ქურდობა ედებოდა ბრალად, სენაკის საპატიმროდან ქუთაისში ჩამოიყვანეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 ოქტომბერს ქართულ თეატრში ნინო ჩხეიძის მონაწილეობით სამმოქმედებიანი დრამა „დედაკაცი და დედა“ უნდა წარმოედგინათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 ოქტომბერს თეატრ „რადიუმში“ იასონ გაბილაიას უნდა წაეკითხა ლექცია „დანია, როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციების სამეფო“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 ოქტომბერს თეატრ „რადიუმში“ ალექსანდრე ჯანელიძეს ეროვნული შემოქმედებისა და ეროვნული ბრძოლის შესახებ ორი კვირის წინ დაწყებული ლექციის კითხვა უნდა დაესრულებინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვარლამ ლევანის ძე გელოვანი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 ოქტომბერს ქუთაისის ქართულ თეატრში სამმოქმედებიანი დრამა „ქალი და დედა“ უნდა დაედგათ. წარმოდგენაში ნინო ჩხეიძე და ცაცა ამირეჯიბი მონაწილეობდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სიღნაღში დეპუტატების ამომრჩევლად ექიმი ოგანოვი დაასახელეს.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, საგუბერნიო სატუსაღოში გამოძიებაში მყოფი ტუსაღი ქაჯაია გარდაიცვალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კატორღამისჯილი სერგო ახვლედიანი ქუთაისის სატუსაღოდან ირკუტსკის გუბერნიაში უნდა გაეგზავნათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 ოქტომბერს სოფ. ლეღვეთში დაჭრილი შალვა ჩიქვინიძე ყვირილის სამაზრო სატუსაღოდან ჩამოიყვანეს და საგუბერნიო სატუსაღოში მოათავსეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ სთხოვა აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავას, როგორც ზუგდიდის განყოფილების გამგეობის არჩეულ თავმჯდომარეს, ჩაეტარებინა შრომის გამანაწილებელი სხდომა, რითაც საფუძველი ჩაეყრებოდა განყოფილების ამოქმედებას.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავას შეატყობინა, რომ ზუგდიდის განყოფილების დამფუძნებელ კრებაზე მის თანაშემწედ აირჩიეს: ანდრია პეტრეს ძე პატარაია, ეკატერინე მალხაზის ასული კედია, ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ბერიძე და სოკრატე ივანეს ძე კეშილავა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 ოქტომბერს თბილისის ახალ კლუბში კონსტანტინე გიორგის ძე ფოცხვერაშვილს კონცერტი უნდა გაემართა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 ოქტომბერს ქართულ თეატრში ალექსანდრე იმედაშვილის ნათარგმნი ორმოქმედებიანი პიესა „დრამა ტელეფონთან“ უნდა წარმოედგინათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 ოქტომბერს ქართულ თეატრში მ. ქორელის ნათარგმნი „აღსარება“ და „სიმართლე“ უნდა წარმოედგინათ.

