რეგისტრირებული ფაქტები92159
სორტირება თარიღი კლებადობით
1974
ტიპი: თანამდებობა
1874-1915 წლებში დავით გრიგოლის ძე გველესიანი საწაბლის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1973
ტიპი: ღონისძიება
1973 წლის 12 ოქტომბერს მიხეილ კვალიაშვილი პოზნანში, სამხედრო შტაბში, დაიბარეს და პოდპოლკოვნიკის პატენტი გადასცეს.
1973
ტიპი: ღონისძიება
1973 წლის 18 აგვისტოს პოლონეთში ჩასულმა გიორგი ლეონიძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ურჩია, ქვემოთ ჩამოთვლილი ნაწარმოებებიდან – დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“, ალექსანდრე ყაზბეგის „ელეონორა“, ნიკო ლომოურის „ქაჯანა“, ვასილ ბარნოვის „ისნის ცისკარი“, ნიკო ლორთქიფანიძის „მრისხანე ბატონი“, დავით კლდიაშვილის „მიქელა“, ლეო ქიაჩელის „მთის კაცი“ და ა. შ. – რამდენიმე ეთარგმნა.
1973
ტიპი: ღონისძიება
1973 წლის 16 აპრილს გივი ჟორდანიამ ქრისტინე შარაშიძეს წერილით სთხოვა შეხვედრა და ქართული განძის საფრანგეთში გატანისა და უკან მობრუნების შესახებ ცნობების მიწოდება.
1973
ტიპი: ავტორობა
1973 წლის 28 მარტს ბახვის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ, ვ. კვაჭაძემ, ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ სოფლის მუზეუმისთვის გამოყოფილი იყო შენობა (სამი ოთახით) და დაწყებული იყო მისი მოსაწესრიგებელი სამუშაოები. მასალებისა და ექსპონატების შეგროვება შალვა ტარასის ძე თავართქილაძეს ჰქონდა მინდობილი.
1973
ტიპი: ღონისძიება
1973 წლის თებერვალში მიხეილ კვალიაშვილმა პოზნანში მიიღო იეჟი ზაგურსკის „ვეფხისტყაოსნის“ ნაწყვეტის თარგმანი და დევიდ ლენგის „ძველი საქართველო“ და კარლ მარქსის სახელობის სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის გამგეს, ალექსანდრე კავკასიძეს, გამოუგზავნა.
1973
ტიპი: თანამდებობა
1973 წელს ალექსანდრე კავკასიძე კარლ მარქსის სახელობის სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის გამგე იყო.
1973
ტიპი: ღონისძიება
1973 წელს მიხეილ კვალიაშვილი მცხეთის ეპისკოპოსს შეხვდა და კირიონ კათოლიკოსის პროექტის „პერსონალური კავშირი რომთან“ შესახებ ესაუბრა.
1973
ტიპი: ღონისძიება
1973 წელს გივი კარბელაშვილი საქართველოს სსრ ჟურნალისტთა კავშირის პრემიის ლაურეატი გახდა.

