საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81196

1872

ტიპი: გარდაცვალება

1872 წლის 24 ივნისს ბადენ-ბადენში ემიგრაციაში გარდაიცვალა ქართული ლიტერატურის მოამაგე, ცენზორი ივანე ლაზარეს ძე ყაითმაზოვი.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის კორესპონდენცია „შვეიცარია ციურიხიდამ“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 8 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ განათლების ევროპული გამოცდილების შესახებ გამოქვეყნდა დასაწყისი გ. ძიგოევის წერილისა „შვეიცარია, ჟენევიდამ“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 19 მაისს გაზეთ „დროებაში“ დ. ზურაბისშვილის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ჩქოტუას წერილი „ზოგიერთი აზრები ჩვენს მდგომარეობაზე“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 15 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ანა მუსხელაშვილის კორესპონდენცია „ახალციხე, 5 სეკდემბერს“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 15 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ განათლების ევროპული გამოცდილების შესახებ გამოქვეყნდა გაგრძელება გ. ძიგოევის წერილისა „შვეიცარია, ჟენევიდამ“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 28 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ზურაბისშვილის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ჩქოტუას ისტორიული ნარკვევი „ბასტილიის აღება 1789 წელსა და ამისი დღესასწაულობა წელს“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბერს მილოვის სახლში უნდა გამართულიყო საიათნოვას პატივსაცემი საღამო, რომელზეც მიწვეული იყვნენ თუმანიანი, ბაშინჯაღიანი, იოსებ გრიშაშვილი, ლისციანი და კაპანაკიანი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 ივლისს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილისა და ნუცა ჩხეიძის მონაწილეობით ქართულ კლუბში საქველმოქმედო მიზნით გამართულ სეირნობაზე ქართველი მსახიობებს უნდა წარმოედგინათ ჰარტმანის დრამა „შეშლილია“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში” უმაღლესი ხარისხის თუთუნისა და სიგარების მაღაზიის შესახებ რაჟდენ ბედიანიძის განცხადება „ახლად გახსნილი თამბაქოს მაღაზია და ფაბრიკა რაჟდენ ბედიანიძისა” გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში” სერგეი მესხის წერილი „კიდევ ქუთაისის ბანკის თაობაზე და თავადს ნიკოლოზ აბაშიძეს” გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში” სერგეი მესხის ფელეტონი „რაზედ ვლაპარაკობთ?” გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ფელეტონი „შავ-შავი ამბები“ და ლექსი „სავლე“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ქეთო ზარაფიშვილის კორესპონდენცია „ქართლიდამ, ოქტომბრის 4-ს“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ნიკოლოზ აბაშიძის წერილი „პასუხი ქუთაისის ბანკის მდგომარეობის ანბავზედ“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „ფოთი-თბილისის რკინის გზა“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში” დიმიტრი ჯანაშვილის კორესპონდენცია “სოფ. ნუკრიანიდამ, სექტემბრის 21-ს” გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში” სერგეი მესხის წერილი „ახალი მიმართულება ჩვენი ახალ-თაობისა” გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 3 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსი-ფელეტონი „სამართალი კატა და ძაღლი“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 3 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „უცხო-ქვეყნელები კავკასიაში“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 3 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ ქეთევან ზარაფიშვილის კორესპონდენცია „გორი, 24-ს ოქტომბერს“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 3 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ დ. ზურაბისშვილის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მესამე ნაწილი დავით ჩქოტუას წერილისა „პეტერბურღიდამ ჟენევამდე“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 10 ნოემბერს გაზეთ „დროებაში” სერგეი მესხის წერილი „სასოფლო პურის მაღაზიები” გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 10 ნოემბერს გაზეთ „დროებაში” მგზავრის ფსევდონიმით სოფრომ მგალობლიშვილის კორესპონდენცია „სიღნაღიდამ, ნოემბრის 2-ს” გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 24 ნოემბერს გაზეთ „დროებაში” სერგეი მესხის წერილი „თფილისის გუბერნიის აზნაურობის საზოგადო ბანკი“ გამოქვეყნდა.