საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89807

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქუთაისის ქალების საეპარქიო სასწავლებლის ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელმა ზგურსკიმ თავი დაანება მასწავლებლობას და მის მაგივრად დროებით დაინიშნა ივ. ილ. ჯაფარიძე.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, მალაქია ასანიძე იყო უპარტიო.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, მალაქია ასანიძე იყო გლეხი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მალაქია ასანიძე მოგვიანებით საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 25 სექტემბერს თბილისში ჩამოვიდა სახელმწიფო ბანკის მმართველი პლესკე და დაბინავდა სასტუმრო „ორიანტში“.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით მალაქია ასანიძე დააპატიმრა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი, სასკოლო სექციის გამგემ ბესარიონ ლომთათიძემ განცხადა, რომ მის თანაშემწედ აირჩიეს ვარლამ ბურჯანაძე.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884-1889 წლებში თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფელში ვასილ კოპტონაშვილის მასწავლებლობის პერიოდში გაზეთის „ივერიის“ მუდმივი თანამშრომლები იყვნენ: ილია ხონელი (ბახტაძე), არტემ ახნაზაროვი, გრიგოლ ვოლსკი.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მას საოცნებოდ დარჩენია დარიალის ხეობისა და აჭარა-გურიის მთების ნახვა.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წელს იაკობ ფანცხავას მშობლიურ სოფელ ხომულში დღეობად მიჩნეული იყო ამაღლების დღესასწაული.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სამხედრო კომისარმა დავით ვაჩეიშვილმა მოითხოვა 20 000 მანეთი უკრაინიდან ჯარის ნაწილების გადმოსაყვანად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ ისაუბრა უცხო სახელმწიფოებიდან ქართველი ტყვეების სამშობლოში დაბრუნებაზე. აღნიშნული საკითხის სისრულეში მოყვანა დაევალა საგარეო სექციას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავა დაინიშნა ვექილად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილსა და პავლე საყვარელიძეს დაევალათ მობილიზაციის შესახებ მოწოდების შედგენა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ევგენი გეგეჭკორი და წაიკითხა ოსმალეთის მთავარსარდლისგან გამოგზავნილი დეპეშა ზავის დადებასთან დაკავშირებით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სამაჰმადიანო საქართველოს სკოლების საერთო გამგედ დამტკიცდა არსენ წითლიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დადგინდა, რომ მაჰმადიანი ქართველების ყრილობაზე წარმომადგენლებად გაიგზავნებოდნენ აკაკი ჩხენკელი, მიხეილ მაჩაბელი და სამსონ ფირცხალავა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 21 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიას წინადადებით, კომიტეტმა იმსჯელა ომისა და ზავის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სამაჰმადიანო საქართველოს საქმეთა სექციის გამგის თანაშემწეებად დაამტკიცეს ივანე გომართელი და მემედ აბაშიძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კომიტეტის საქმეთა მმართველს პავლე საყვარელიძეს დაევალა ეროვნული საბჭოს წიგნსაცავის პროექტის შედგენა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კიტა აბაშიძის ხსოვნას.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, პავლე საყვარელიძე, გრიგოლ ვეშაპელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე ზაქარიაძე და კრების მდივანი დავით ნახუცრიშვილი, სექციების გამგეებს დაევალათ გამგის თანაშემწეების არჩევა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს ეროვნული საბჭოს მდივნად მოეწვიათ ილია ზურაბიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სხდომას ესწრებოდნენ კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, პავლე საყვარელიძე, გრიგოლ ვეშაპელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე ზაქარიაძე და კრების მდივანი, დავით ნახუცრიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც აკაკი ჩხენკელი თავმჯდომარეობდა, საქმეთა მმართველმა პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ საქმის წარმოებაში აუცილებელია „კომისიის“ ნაცვლად სიტყვა „სექციის“ გამოყენება.