რეგისტრირებული ფაქტები90453
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის 18 აპრილის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გენერალი გიორგი სპირიდონის ძე ხიმშიაშვილი კავკასიის პირველი კორპუსის არტილერიის უფროსად დაინიშნა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია საქართველოს რკინიგზის შესახებ. სტატიაში დიდი ადგილი ჰქონდა დათმობილი რკინიგზის საექიმო-სანიტარული ნაწილის კომისრის, ნინუას მიერ სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშნულ პირებთა, კერძოდ, გიორგაძის, წილოსანისა და ბუკშას, დახასიათებას.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გიორგაძე ფელდშერად მსახურობდა ბაქოს მონაკვეთზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნავთის სადგურის „Багрушев“ თანამშრომლებს საჩივარი დაუწერიათ გიორგაძეზე, იმის გამო, რომ იგი არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მერვე საექიმო ნაწილის საბჭოს წარუდგენია წერილობითი განცხადება გიორგაძის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მერვე საექიმო ნაწილის ექიმს დაუდევს დასკვნა, სადაც იგი გიორგაძეს, როგორც უსარგებლო მუშაკს ახასიათებდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ 1917 წელს სადგურზე „Елизаветпол“ გიორგაძეს მიუთვისებია ბილეთების შესაძენად გამოყოფილი თანხა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის აპრილში სადგურის „Елизаветпол“ აღმასრულებელმა კომიტეტმა გიორგაძეს მექრთამეობაში დასდო ბრალი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ რკინიგზის საექიმო-სანიტარული ნაწილის კომისარ ნინუას უახლოეს თანაშემწედ და საექიმო-სანიტარული სამსახურის ფაქტიურ მმართველად დაუნიშნავს გიორგაძე, რომელიც არაერთგზის იყო მხილებული სხვადასხვა დანაშაულში და სამსახურებრივ გულგრილობაში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ წილოსანი რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში მუშაობდა მომსახურე პერსონალად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თ. ს. კაცი იყო დირიჟორი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტარიცკი განჯის გიმნაზიის დირექტორი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალფონს ჯეიმს დე როტშილდი გეგმავდა კავკასიის ვენახები შეესყიდა და ადგილობრივი ღვინო საზღვარგარეთ გასაყიდად გაეტანა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალფონს ჯეიმს დე როტშილდს ესპანეთის ვენახები ჰქონდა შესყიდული და ღვინოს თითქმის ყველა ქვეყანაში ყიდდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 ნოემბერს ქართულ თეატრში მარიამ მიხეილის ასულის საფაროვა-აბაშიძის ბენეფისზე წარმოადგინეს სამმოქმედებიანი კომედია „დავიდარაბა“ და ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ბარაქალა მასწავლებელო“.

