საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87761

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს მიხეილ წერეთლის წერილი, რომ ესაჭიროებოდა წიგნები ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში ქართული განყოფილების დასაარსებლად. გამგეობამ მიხეილ წერეთლის თხოვნა დააკმაყოფილა და გაუგზავნა შესაბამისი წიგნები.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოდგენილი საკითხიდან ვიგებთ, რომ გიორგი დეკანოზიშვილის მეუღლე იყო ჰანრიეტა ფრენუა-დეკანოზიშვილისა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ქალთა წრემ გამგეობას შესთავაზა საფრანგეთიდან გამოეწერათ პტი-შვო, რომლის ფასი სულ 30 მანეთი იქნებოდა, აქედან თუმანს ქალთა ჭრა-კერვის სკოლა გადაიხდიდა. მათ ასევე წარმოადგინეს ცნობა, რომ გიორგი დეკანოზიშვილის ქვრივი ჰანრიეტა მოდიოდა საფრანგეთიდან და შეეძლო პტი-შვოს უვნებლად ჩამოტანა. გამგეობამ პტი-შვოს შესაძენად 2 თუმანი გადადო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად ილიას ძეგლისთვის მოაჯირის გასაკეთებლად აღრიცხული იყო 730 მანეთი, რომელიც პეტრე მამრაძეს უნდა გადასცემოდა ნაწილ-ნაწილ, იმ პირობით, რომ ბოლოს გამგეობას წარმოუდგენდა დანახარჯის სრულ ანგარიშს. გამგეობის ანგარიშით, პეტრე მამრაძეს უკვე მიღებული ჰქონდა 500 მანეთი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პეტრე მამრაძემ გამგეობას სთხოვა 100 მანეთი, რომელიც ილიას ძეგლის მოაჯირის გასაკეთებლად სჭირდებოდა. გამგეობამ თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ივნისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 27-ე სხდომას ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შალვა მიქელაძე, სერგი გორგაძე, ალექსანდრე ყიფშიძე და ფილიპე მგელაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძის მოხსენება საგურამოს სკოლის რევიზიის შესახებ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის მოხსენება სოხუმის სკოლის რევიზიის შესახებ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილის მოხსენება წინარეხის სკოლის დათვალიერების შესახებ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი თავმჯდომარეობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას ესწრებოდნენ საისტორიო საზოგადოების საბჭოს წევრები: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, მოსე გიორგის ძე ჯანაშვილი, იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე და დეკანოზი კორნელი სამსონის ძე კეკელიძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას ესწრებოდნენ საზოგადოების წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე, შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, გრიგოლ რცხილაძე, შიო არაგვისპირელი, ფილიპე გოგიჩაიშვილი და ლუარსაბ ბოცვაძე; სხდომაზე განიხილეს სოფელ კახის მოსახლეობის სოფელში ერთკლასიანი სკოლის გახსნის თაობაზე. მოსახლეობა შენობას თვითონ ააგებდა, სკოლის ნივთებისათვის 600 მანეთს შეაგროვებდა და ყოველწლიურად სკოლას 300 მანეთსა და შეშას გადასცემდა. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 ივნისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადო კრების დანიშვნის თარიღზე იმსჯელეს, რადგან 3 ივნისს დანიშნული კრება არ გაიმართა. წარმოადგინეს ცნობა, რომ ქართული თეატრი კრების ჩასატარებლად ორშაბათსა და ოთხშაბათს იყო თავისუფალი, მხოლოდ განათების ფასის გადახდა იქნებოდა სავალდებულო. გამგეობამ კრება 1912 წლის 11 ივნისის დანიშნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეექვსე სხდომა ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, გრიგოლ რცხილაძე, შიო დედაბრიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი და ლუარსაბ ბოცვაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ შიო არაგვისპირელი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, გრიგოლ რცხილაძე და ლუარსაბ ბოცვაძე; სხდომაზე გამგეობას იაკობ გოგებაშვილის ნების ამსრულებელმა გოგებაშვილის დაკრძალვისთვის საჭირო თანხა სთხოვა. გამგეობამ შიო დედაბრიშვილს, ფილიპე გოგიჩაიშვილსა და სოფრომ მგალობლიშვილს გარდაცვლილის ანდერძის დამტკიცებამდე 1 500 მანეთი სესხად მისცა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მდივანმა, იაზონ ბაქრაძემ მთავარ გამგეობას შეატყობინა ბაღდათის სახალხო წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობის სურვილი ფილიალის საზოგადოების დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ. ქუთაისის განყოფილებამ გამგეობას ამ საკითხთან დაკავშირებით თანხმობა სთხოვა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 25-ე სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, სერგი გორგაძე და შიო დედაბრიშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით. გამგეობამ დაადგინა, რომ იაკობ გოგებაშვილის დაკრძალვისთვის შეეკვეთათ გვირგვინი, კანცელარიაში დაეკიდათ გარდაცვლილის სურათი, ერთი კვირის განმავლობაში გაზეთებში დაებეჭდათ სამგლოვიარო განცხადება და ასევე განსვენებულის პანაშვიდებსა და დაკრძალვას დასწრებოდა გამგეობა მთელი შემადგენლობით.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ივნის-ივლისში შეიქმნა ილიას ძეგლის რესტავრაციის პროექტის შემდგენელთა ქვეკომისია, რომლის წევრები იყვნენ: პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატდოცენტი ივანე ჯავახიშვილი, არქიტექტორი ანატოლი კალგინი, მხატვარი ჰენრიკ ჰრინევსკი და არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი. ქვეკომისიის მიზანი იყო მთაწმინდაზე ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის გადასაკეთებლად სრული პროექტის შედგენა ავტორ იაკობ ნიკოლაძესა და მშენებელ პეტრე მამრაძესთან ერთად. ამ საკითხს არაერთი სხდომა მიეძღვნა, რომელთა თავხმჯდომარე იყო საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე მდივანი.

1912

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრმა იაკობ გოგებაშვილმა (გარდაიცვალა 1912 წლის 1 ივნისს) ნოტარიუსის მიერ 1912 წლის 22 ნოემბერს დამტკიცებული ორი ანდერძი დატოვა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

თბილისის ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის სამეტრიკო წიგნის ჩანაწერი N 8 იუწყება, რომ 1912 წლის პირველ ივნისს სამოცდათორმეტი წლის ასაკში წვრილი ნაწლავის სიმსივნით გარდაიცვალა მღვდლის შვილი იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი.

1912

ტიპი: სტატუსი

ილია ჭავჭავაძის ძეგლის რკინის მოაჯირზე მომუშავე ხელოსანთა და მათ თანაშემწეთა დღიური ანაზღაურება, ანგარიშსწორების უწყისების მიხედვით, შემდეგნაირი იყო: ს. ტოროსოვი – 1 მან., ივ. მეგრელიშვილი – 1 მან., სპ. მინდიაშვილი – 1 მან.,30 კაპ., გ. სადაგაშვილი – 1 მან.,60 კაპ., გ. კოკაშვილი – 50 კაპ., ო. მირზოევი – 70 კაპ., შ. ქეშელაშვილი – 25 კაპ., კოშკაძე – 1 მან.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს იაკობ გოგებაშვილის მიერ დატოვებული ანდერძის თანახმად და განსვენებულის ნების აღმსრულებელთა თანხმობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიიღო: 1. მისი ყველა ლიტერატურული ნაწარმოების (როგორც ქართულის ისე რუსულის) გამოცემის უფლება (ლიტერატურული საკუთრება დარჩებოდა განსვენებულს), 2. უძრავი ქონება – ერთი ნაკვეთი მიწა ვერაზე, (ზომით – 264 საჟენი), 3. ფული პროცენტიანი ქაღალდებით 6600 მანეთი და ნაღდად – 15 726 მანეთი და 84 კაპიკი, 4. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაზე დარჩენილი წიგნების ფული 4505 მანეთი და 48 კაპიკი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის ივნისში, ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა, ფარსადან გიორგის ძე მიქელაძემ წერილი მისწერა რუსეთის იმპერიის ფინანსთა მინისტრს ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიისთვის მიხეილის სათავადაზნაურო ბანკიდან ყოველწლიური დაფინანსების გამოყოფის თაობაზე.