საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87761

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 14 იანვარს ავალიშვილი თელავის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებლის ფანჯრიდან გადმოვარდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 22 იანვარს ქუთაისის დრამატულ დასში წარმოადგინეს ნიკოლოზ ზაალის ძე ბადრიძის მიერ ფრანგულიდან გადმოთარგმნილი პიესა „უკანონო შობილი“.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 23 იანვარს ქუთაისში მარიამ სიმონის ასულ ღოღობერიძეს 603 მანეთის ღირებულების ვერცხლისა და ოქროს ნივთები მოჰპარეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ქუთაისში იაგორ ბატურინი ფერშლად მუშაობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ქვემო სურების კერძო სკოლის წიგნსაცავს გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანმა 17 ქართული წიგნი შესწირა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ნ. კ. მაკარაშვილი სოფელ კონდოლის სანერგის გამგე იყო.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნინო ალექსანდრეს ასულ ერისთავისას ნიკოლოზის ქუჩაზე ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო აპირებდა იოსებ დავითის ძე გაბაევის თბილისში, ოლგას ქუჩაზე, მდებარე ქვითკირის ორსართულიანი სახლის, ორსართულიანი ფლიგელის, სარდაფითა და მიწის ნაკვეთის საჯაროდ გაყიდვას.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მიხეილ გაჩეჩილაძე სურათებიან ფოსტის ქაღალდს ბათუმში შეღავათიან ფასად ყიდდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, დაბა ყვირილაში ილია მაღლაკელიძე სურათებიან ფოსტის ქაღალდს შეღავათიან ფასად ყიდდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, გიორგი სხირტლაძის მიერ მოწყობილ ბანკის საზაფხულო ბაღში ხშირად იმართებოდა თავშესაქცევი და კულტურული ღონისძიებები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ალექსანდრე ნათაძის წიგნი „ბავშვების მოკეთე“ ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბაში იბეჭდებოდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გიორგი გიორგის ძე რუსიევ-ყორჩიბაშევს თელავში ქვითკირის ერთსართულიანი სახლი და მიწის ნაკვეთი ჰქონდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ფ. ა. ივანოვის ადგილზე თბილისის უმთავრესი სააგენტოს გამგებლად ალექსანდრე სერგიევი დაინიშნა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ბესარიონ გაბრიელის ძე თავდგირიძეს გორში ქვითკირის ორი ერთსართულიანი სახლი, ფურნე, ბაღი და მიწის ნაკვეთი ჰქონდა.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, სასახლის ქუჩაზე ილია დემეტრაშვილმა საპარიკმახერო გახსნა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში გადასახადის გადაუხდელობის გამო თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი აპირებდა ნიკოლოზ პეტრეს ძე ტაბლიაშვილის თბილისში მდებარე ქვითკირის ორსართულიანი სახლის, ორსართულიანი ფლიგელისა და მიწის ნაკვეთის საჯაროდ გაყიდვას.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 10 ნოემბერს სახლში მიმავალ გაბრიელ დარჩიას ვიღაცამ ზურგში ხანჯალი ჩაარტყა და დაჭრა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნიკოლოზ პეტრეს ძე ტაბლიაშვილი თბილისში ქვითკირის ორსართულიან სახლს ფლობდა ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილსა და ლევან გიორგის ძე ჯანდიერს თელავში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდათ ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს იოსებ დავითის ძე გაბაევს თბილისში, ოლგას ქუჩაზე, ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში გადასახადის გადაუხდელობის გამო თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი ალექსანდრე ივანეს ძე ნაზაროვის თბილისში, ვორონცოვის ქუჩაზე, მდებარე ქვითკირის ორსართულიანი სახლის ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთიანად საჯაროდ გაყიდვას აპირებდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს თებრონია გიორგის ასულ ანდრონიკოვს სიღნაღში ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ანა პროკლეს ასული იოსელიანი ნავთლუღში ქვითკირის ორსართულიან სახლს ფლობდა ფლიგელით, ბაღჩითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 12 ნოემბერს ქუთაისის საბჭომ ალექსი გაბაშვილისა და იაკობ ჩიმაკაძის სამსახურიდან წასვლის საკითხი განიხილა. ვადის ამოწურვის გამო ერთ-ერთ მათგანს საბჭო უნდა დაეტოვებინა. საბჭომ ამ საკითხის განხილვა მომავლისთვის გადადო.