რეგისტრირებული ფაქტები82204
სორტირება თარიღი კლებადობით
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ლევანტე გიორგის ძე თავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გახდა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ალექსანდრე დავითის ძე თათარაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გახდა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგმა ვ. კახიძემ გაუგზავნა საზოგადოების თელავის განყოფილების 1909 წლის წევრთა სია. 1909 წელს განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: გიორგი ივანეს ძე ხიზანაშვილი, მღვდელი მიხეილ ესტატეს ძე ელიზბარაშვილი, ბაგრატ იოსების ძე ჩიკვაიძე, მიხეილ საბას ძე ცისკარაშვილი, ივანე დიმიტრის ძე კალატოზიშვილი და კონსტანტინე მიხეილის ძე ტარტარაშვილი.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას ამავე საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვ. კახიძემ გაუგზავნა 1909 წლის წევრთა სია. 1909 წელს განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ნიკოლოზ გიორგის ძე აბელიშვილი, თამარა ალექსანდრეს ასული ყაზახაშვილი, მიხეილ დავითის ძე ცისკარაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, დეკანოზი მიხეილ იოსების ძე ხელაშვილი და იოსებ გიორგის ძე ხუციშვილი.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი, ანასტასია რაფიელის ასული კახიძისა, თამარა ალექსანდრეს ასული აბაშიძისა, ლაზარე ვასილის ძე მურთაზაშვილი, მღვდელი იოანე ზარიძე, ანა იაგორის ასული ჩოლოყაშვილისა და ევგენია სოლომონის ასული ჯორჯაძისა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი, გაბრიელ მიხეილის ძე ბენაშვილი, ეკატერინე ალექსანდრეს ასული ერისთავისა, ელისაბედ გიორგის ასული ქართველიშვილისა, გიორგი სოლომონის ძე მაყაშვილი, თამარ ესტატეს ასული ჩიკვაიძე, ნიკიფორე იესეს ძე მამინაიშვილი, მარიამ ესტატეს ასული პაატაშვილისა და გიგო სოლომონის ძე ყარალაშვილი.
1909
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1909 წლის წევრთა სია.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ვასილ ბესარიონის ძე კახიძე, იაგორ კირილეს ძე დათუნაიშვილი, მიხეილ ალექსანდრეს ძე სოლოვიოვი, ილია მაკარის ძე აბხაიძე (აფხაიძე), ნიკოლოზ ექვთიმეს ძე ნიკოლაშვილი, ელენე მიხეილის ასული შიუკაშვილი და ნიკოლოზ ივანეს ძე მარკოზაშვილი.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ალექსი ანტონის ძე ჩიქოვანი, ნინო ივანეს ასული ერისთავი, ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილი-ყორჩიბაშვილი, ივანე დიმიტრის ძე პაატაშვილი, ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი, მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე და ვალერიან იოსების ძე კიკნაძე.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ბარბარე მიხეილის ასული მაყაშვილისა, მღვდელი ისიდორე პერტაია, ვლადიმერ ანდრიას ძე ედილაშვილი, მღვდელი სარდიონ ნიკოლოზის ძე ალადაშვილი, ზაქარია ივანეს ძე მარკოზაშვილი და დავით მარკოზის ძე აბაშიძე.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების საპატიო წევრები იყვნენ ექვთიმე ოქროპირის ძე კაჭახიძე – ალავერდელი ეპისკოპოსი დავითი და ოფიცერი ივანე დიმიტრის ძე კალატოზიშვილი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძემ მთავარ გამგეობას 1910 წლის სავარაუდო შემოსავლის ხარჯთაღრიცხვა გაუგზავნა. ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, 1910 წელს გამგეობას საწევრო გადასახადით დაახლოებით 300 მანეთი შეუვიდოდა, წარმოდგენებიდან – 200, წიგნის მაღაზიიდან – 150; 334 მანეთი წინა წლიდან იყო დარჩენილი ხაზინაში. თელავის განყოფილებას შემოსავალი სავარაუდოდ სულ 984. 69 მანეთი ექნებოდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ, ვასილ კახიძემ მთავარ გამგეობას იმ წლის მუშაობის ანგარიში გაუგზავნა. ანგარიშის მიხედვით, თელავის განყოფილების გამგეობას სურდა, ორგანიაზაციაში მეტი ადამიანი მოეზიდა და გაეწევრიანებინა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძემ მთავარ გამგეობასმუშაობის წლიური ანგარიში გაუგზავნა. ანგარიშის მიხედვით, თელავის განყოფილების გამგეობა თბილისის სათავადაზნაურო ბანკისგან ილია ჭავჭავაძის სახლისა და ეზოს შეძენას აპირებდა ყვარელში.
1909
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოფადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგმა ვასილ კახიძემ გაუგზავნა საზოგადოების თელავის განყოფილების 1909 წლის გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 30 წევრის საწევრო გადასახადი – 90 მანეთი და 1909 წლის შემოსავლის 20% – 71 მან. 87 კაპ. გაეგზავნა მთავარ გამგეობას, ხოლო წვრილ ხარჯებზე (წერილები, ბეჭდები, დეპეშები და სხვა) დაიხარჯა 23 მან. 58 კაპ. სულ 1909 წლის გასავალი შეადგენდა 184 მანეთსა და 58 კაპიკს. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და ხაზინადარი ივანე პაატაშვილი.
1909
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგმა ვასილ კახიძემ გაუგზავნა საზოგადოების თელავის განყოფილების 1909 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1909 წელს საზოგადოების 55 წევრის საწევრო გადასახადის სახით შემოვიდა 165 მანეთი, ხოლო შემოწირულობებიდან – 282 მან. 87 კაპ. სულ შემოსავალმა შეადგინა 447 მან. 87 კაპ. ამ თანხაში შედიოდა 30 წევრის საწევრო გადასახადი – 90 მანეთი, რომელიც თელავის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1908 წლის 24 დეკემბერს. ადგილობრივ განყოფილებათა ინსტრუქციის მეოთხე მუხლის საფუძველზე, 1910 წლის 8 მარტს, თელავის განყოფილებამ ასევე გაუგზავნა მთავარ გამგეობას 1909 წლის შემოსავლის 20%, ე. ი. 357 მანეთისა და 87 კაპიკის 20% – 71 მან. 40 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და ხაზინადარი ივანე პაატაშვილი.
1909
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგმა ვასილ კახიძემ გაუგზავნა საზოგადოების თელავის განყოფილების 1909 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, თელავის განყოფილების გამგეობის მიზანი იყო ქ. თელავში ან თელავის მაზრაში პირველი დაწყებითი სკოლის გახსნა. ვინაიდან ამ მიზნის განსახორციელებლად თელავის განყოფილებას არ გააჩნდა სხვა საშუალება, ის აპირებდა საღამოებისა და წარმოდგენების გამართვით ფულის შეგროვებას და ამით საზოგადოების მატერიალურად მოღონიერებას. სკოლის შესანახად 1910 წელს ქ. თელავში იგეგმებოდა წიგნებისა და სასწავლო ნივთების მაღაზიის გახსნა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების შემოსავალ-გასავლის ანგარიშის მიხედვით, განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო ტიტე კახიძე, იმ წელს მასწავლებელთა ხელფასებზე 2 280 მანეთი დახარჯა, თანამშრომელთა ხელფასებზე – 253, შენობის შესაკეთებლად – 692. 83, ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიატს კი 85. 50 მანეთი მისცა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლაში (გაიხსნა 1909 წელს) ასწავლიდნენ მარიამ პავლეს ასული ჯარიაშვილი და ბარბარე ზაზანაშვილი. სკოლა ნაქირავებ შენობაში იყო.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თაოსნობით დაარსდა ახალსენაკის ბიბლიოთეკა, რომელსაც ხელმძღვანელობდა გიორგი ვასილის ძე გამზარდია.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის მდივანი პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე იყო.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ნინა ბახვას ასული თევზაია, გიორგი ვასილის ძე გამზარდია და ვლადიმერ კონსტანტინეს ძე შევარდნაძე.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის მდივანი და მოლარე იყო ოლღა გიორგის ასული ხოფერია.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე ლუკა გიორგის ძე ჟვანია იყო.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლიდან სოფიო გიორგის ასული ჩიტაძე ნავთლუღის სკოლასთან არსებულ ხელსაქმის განყოფილებაში ასწავლიდა.