საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისის საოლქო სასამართლომ ცუცუნია ღოღობერიძის საქმე განიხილა და ბრალდებული გაამართლა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისის საოლქო სასამართლომ განიხილა აპოლონ ანდღულაძის საქმე და ბრალდებულს 6-წლიანი კატორღა მიუსაჯა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისის საოლქო სასამართლომ სიმონ კიკალეიშვილის საქმე განიხილა. სასამართლომ ბრალდებული გაამართლა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 8 ოქტომბერს კავკასიის სამხედრო საოლქო სასამართლომ შამშე კონსტანტინეს ძე ლეჟავა გაამართლა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატის მიერ სამუდამოდ გადასახლებული კოწია ნარაკიძე ირკუტსკის ციხიდან გაათავისუფლეს და მახლობელ სოფელში დაასახლეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ კოწია ნარაკიძე სამუდამოდ გადაასახლა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ ქსენოფონტე მიქაუტაძე სამუდამოდ გადაასახლა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის საქალაქო არჩევნებზე კარლო ჩხეიძის მომხრეებმა გაიმარჯვეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის საქალაქო არჩევნებში ევგენი გეგეჭკორის მომხრეებმა გაიმარჯვეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გორის მაზრაში მემამულეთა და გლეხთა რწმუნებულების არჩევნებზე ამომრჩევლებად ა. ა. ამირაჯიბი, რ. ამირაჯიბი და დ. ლ. ამილახვარი დაასახელეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ოქტომბერს ქუთაისის ქართულ თეატრში მიხეილ ქორელის რეჟისორობით კომედია „ცილისწამება“ უნდა წარმოედგინათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სიღნაღის მაზრაში მემამულეებმა ამომრჩევლებად კონსტანტინე ტყავაძე და ნიკოლოზ ტურიაშვილი დაასახელეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის საქალაქო არჩევნებზე ევგენი გეგეჭკორის მომხრეებმა 2121 ხმა მიიღეს, კიტა აბაშიძისებმა – 1226, ვლადიმერ მიქელაძის მომხრეებმა კი – 34.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თელავის მაზრაში დეპუტატების ამომრჩევლად ლუარსაბ ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილი დაასახელეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ მიხეილ კაკულია სამუდამოდ გადაასახლა. 

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ს. კაპანაძე სვირის ყოფილი მამასახლისი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლეჩხუმის განმეორებით არჩევნებზე ამომრჩევლებად კუჭიკო გელოვანი და ოთარ დადეშქელიანი დაასახელეს.

1912

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კატორღამისჯილი ევგენი დვალი სულიერად ავადმყოფი იყო.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სვირის ყოფილი მამასახლისი, ს. კაპანაძე თბილისის საგუბერნიო ციხიდან ათასი მანეთის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევგენი დვალი საგუბერნიო ციხის პატიმარი იყო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 7 ოქტომბერს ალექსანდრე ჯანელიძეს ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში უნდა წაეკითხა ლექცია „ეროვნული შემოქმედება და ეროვნული ბრძოლა“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ოქტომბერის არჩევნებზე ბანძაში ევგენი გეგეჭკორი და მისი მომხრეები გააშავეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნ. აბზიანიძემ ქუთაისის ქიმიური ლაბორატორიის თანამშრომლები თაღლითობაში დაადანაშაულა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კოწია ჯაფარიძე ნაფიცი ვექილი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ი. ო. ტყეშელაშვილი ქუთაისის ქიმიური ლაბორატორიის გამგე იყო.