რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კახეთში მუშაობა დაასრულეს საფილოქსერო დასების მთავარმა ინსტრუქტორებმა – ი. ო. იოსელიანმა და ნ. კ. მაკარაშვილმა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, უნდა გამოეცათ ჟურნალი „განათლება“, რომლის რედაქტორი იქნებოდა ლუარსაბ ბოცვაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბერს ქუთაისში ანტონ აბულაძეს სახლის წინ დატოვებული სკამი მოჰპარეს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნ. რობაქიძე სოფ. ძევრის სკოლის გამგე იყო.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოჩამჩირის განყოფილების წევრები იყვნენ: მიქელა პავლეს ძე გვარამია, ანთიმოზ ხუტუს ძე ტრაპაიძე, სიმონ ბასილაია, ამბაკო კვაშილავა, სილოვან ბოჯგუა, ბესარიონ ცხაკაია და ესტატე ჯინორიძე.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოჩამჩირის განყოფილების წევრები იყვნენ: ბიქტორ გიორგის ძე ჟორჟოლიანი, ლევან თეიმურაძის ძე ჭაჭია, გრიგოლ სარიშვილი, ვასილ ჯალაღანია, ალექსანდრე მანჯგალაძე, ერმილე ბორჩხაძე და თევდორე ლომჯარია.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოჩამჩირის განყოფილების წევრები იყვნენ: კონსტანტინე მაქსიმეს ძე ჩიქოვანი, იულონ ჩხაიძე, დათა გუგუნაშვილი, გუთუ გვასალია, ბესარიონ ვაშაკიძე, ვლადიმერ ქუთელია, მიტროფანე გალდავაძე და ყარამან ლაბარტყავა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოჩამჩირის განყოფილების წევრები იყვნენ: ალექსი სოლომონის ძე გულუა, იროდიონ სოსანის ძე ქორქია, ნესტორ სამსონის ძე შურღაია, პლატონ გოგია, სიმონ ალანია, ალექსანდრე შავდია და ილია ტაბიძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სერგი ლუკას ძე ბახტაძეს ქუთაისში სკები ჰქონდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სარდიონ ზაალის ძე ასათიანმა სოფ. დღნორისის სამრევლო სკოლას 500 მანეთის ღირებულების შენობა შესწირა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვლადიმერ მიქელაძე მსხვილ მემამულეთა არჩევნებზე მეორედ გაშავდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ ნიკო ლორთქიფანიძემ გამოაქვეყნა ებრაული თქმულება „სიკვდილის წამალი“.
1912
ტიპი: მფლობელობა
1912 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნესტორ მხეიძეს ლანჩხუთში აფთიაქი ჰქონდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ექვთიმე ონისიმეს ძე ორაგველიძე ფერშალი იყო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლავრენტი რობაქიძე სოფ. ძევრის სკოლის მზრუნველი იყო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევსევია რობაქიძე სოფ. ძევრის სკოლის მასწავლებელი იყო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლავრენტი რობაქიძე მღვდელი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მსხვილ მემამულეთა არჩევნებზე დეპუტატების ამომრჩევლად ივანე მიქელაძე დაასახელეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გედევან აბულაძემ და სარდიონ ბერძულმა სოფ. ძევრის სკოლას ორსართულიანი ქვის შენობა ორი წლით უფასოდ დაუთმეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ოქტომბერს სასამართლოს დადგენილებით შალვა იოსელიანი საგუბერნიო სატუსაღოში გადაიყვანეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ოქტომბერს ვ. სალაძემ და ფ. საბაშვილმა ი. ბიბიაშვილს ჯიბიდან 28 მანეთი ამოაცალეს.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად 27 ოქტომბერს იმართებოდა ილიას 75 წლის იუბილე და აუცილებლობას წარმოადგენდა ამ დღისთვის დამზადებული ჰქონოდათ ილიას ძეგლი. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.

