საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90446

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე აკაკი წერეთელმა მოითხოვა მას და წერა-კითხვის საზოგადოებას შორის არსებული უთანხმოების გარკვევა მიენდოთ სამედიატორო სასამართლოსთვის და თავის მხრივ მოსამართლეებად დანიშნა: იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძე, შიო ედიშერის ძე დავითაშვილი და კონსტანტინე იოსების ძე აბდუშელიშვილი. გამგეობამ დაადგინა, რომ რადგან მას ა. წერეთელთან არანაირი უთანხმოება არ ჰქონდა, მისი წინადადება არ მიეღოთ და ასევე შესთავაზეს მისი ნდობით აღჭურვილი პირისთვის მიენდო თავისი ანგარიშის შემოწმება.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ეკატერინე რევაზის ასულმა გაბაშვილმა, რომ გამოეცათ მისი საყმაწვილო მოთხრობები, რომლებსაც ბეჭდავდნენ ჟურნალებში – „ჯეჯილსა“ და „ნაკადულში“. გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძეს დაავალა ე. გაბაშვილის თხოვნის შესრულება.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს მარტყოფის ბიბლიოთეკის თხოვნა წიგნების გაგზავნის თაობაზე. გამგეობამ სასკოლო სექციას დაავალა განეხილა ეს საკითხი. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს განცხადება, რომ სომეხ მსახიობ პავლე არტემას ძე ქალანთაროვს (არაქსიანს) უსრულდებოდა სცენაზე მოღვაწეობის 25 წელი და იუბილეს მომწყობ კომისიას განზრახული ჰქონდა აღენიშნა ეს თარიღი 1913 წლის 2 იანვარს სახაზინო თეატრში, გამგეობას კი სთხოვდნენ ზნეობრივ დახმარებას. გამგეობამ მათი თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ პარუნბეკოვმა საზოგადოებას შესწირა 25 მანეთი, რისთვისაც მას გამგეობამ მადლობა გამოუცხადა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ არქიპო პატარაიამ საზოგადოებას შესწირა გურიაში, სოფელ მელექედურში, ნაპოვნი ერთი ვერცხლის ძველი ფული ლათინური წარწერით. გამგეობამ ა. პატარაიას მადლობა გამოუცხადა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ ოზურგეთში მოვაჭრე მუსტაფა-ალი ოსმან-ოღლიმ საზოგადოებას შემოსწირა 1774 წლიანი ერთი ვერცხლის რუსული მანეთიანი. გამგეობამ მას მადლობა გამოუცხადა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ გრიგოლ გიორგის ძე გეგეჭკორმა საზოგადოებას შესწირა ორი ძველი თეთრი ფული, ნაპოვნი აბასთუმანში სანატორიუმის საძირკვლის თხრის დროს. გამგეობამ მას მადლობა გამოუცხადა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ დიმიტრი ერასტის ძე ჩოლოყაშვილმა საზოგადოებას შესწირა 97 ცალი „ფილოქსერა და მასთან ბრძოლა“ ბიბლიოთეკებსა და სკოლებში დასარიგებლად. გამგეობამ დ. ჩოლოყაშვილს მადლობა გამოუცხადა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ ტყის გამგე გრიგოლ აბაკელიამ საზოგადოებას შესწირა ერთი ძველი ხმალი, რისთვისაც მას გამგეობამ მადლობა გამოუცხადა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ლუარსაბ ბოცვაძემ გააკეთა მოხსენება დასაბეჭდი წიგნების შესახებ, რის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა: დაებეჭდათ „ქაჯანა“, „ალი“ და „თავდადებულნი ქართველნი“, რომელთა დასაბეჭდად უნდა გადაედოთ ხარჯთაღრიცხვიდან დანიშნული თანხა, 300 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 დეკემბერს ქუთაისის ქართულ თეატრში გიორგი ნიკოლოზის ძე იშხნელის ბენეფისი იყო დანიშნული.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სტ. ფირალაშვილი ქუთაისის გუბერნიის მუშათა დაზღვევის საკრებულოს წევრად აირჩიეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე ჩერნიკოვმა ახალი სისტემის გიტარა გამოიგონა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იაკიმე კირთავას ლოსაბერიძის მოკვლა ედებოდა ბრალად.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ კოღუაშვილი ქუთაისიდან ბათუმის საოლქო საპყრობილეში გადაიყვანეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, აკაკი წერეთელმა ევგენი გეგეჭკორზე დაწერა ლექსი „ვაშა დეპუტატს!“.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ კოღუაშვილს მკვლელობა და ბათუმის მომრიგებელი მოსამართლის მდივნის გაძარცვა ედებოდა ბრალად.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა ლადო გეგეჭკორის ლექსი შემოდგომის შესახებ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ ს. ლ. ბახტაძემ აკაკი წერეთლის ლექსის, „ვაშა დეპუტატის“ შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 13 დეკემბერს სოფ. მაღლაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი ტარას ეგნატეს ძე ტყეშელაშვილი გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების ბიბლიოთეკაში 921 წიგნი ინახებოდა: ქართულენოვანი – 775, რუსულენოვანი – 146.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების 1912 წლის შემოსავალ-გასავალი 431 მანეთსა და 52 კაპიკს შეადგენდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 12 დეკემბერს თბილისის სამოსამართლო პალატას ვანო და ალექს ლებანიძეების საქმე უნდა განეხილა. მათ ოლქის სასამართლოსგან კატორღა ჰქონდათ მისჯილი.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 12 დეკემბერს თბილისის სამოსამართლო პალატას დ. გოშაძის საქმე უნდა განეხილა. მას ოლქის სასამართლოსგან კატორღა ჰქონდა გადაწყვეტილი.