რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება თარიღი კლებადობით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე ნინო ბეჟანის ასულმა ყიფიანმა და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ დაასახელეს ის დაწესებულებები, რომლებიც ილია ჭავჭავაძის ფონდს ფინანსურად ეხმარებოდნენ.
1908
ტიპი: ღონისძიება
ილია ჭავჭავაძის ფონდისა და საფლავის ძეგლის მდგომარეობის განხილვას მიეძღვნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენელთა საერთო კრება, რომელიც გაიხსნა 1908 წლის 31 აგვისტოს, საღამოს 7 საათზე. დელეგატების გარდა კრებას ესწრებოდნენ ქართული პრესის წარმომადგენლები და 40-მდე გარეშე პირი. კრების თავმჯდომარე იყო იაკობ ღულაძე, მდივანი – სამსონ ფირცხალავა.
1908
ტიპი: ავტორობა
1908 წლის 31 აგვისტოს, როგორც ქუთაისის ურთიერთდახმარების საკრედიტო საზოგადოების თავმჯდომარე და პირადი სახელითაც, ანდრია ერისთავი სამძიმრის დეპეშას უგზავნის ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას ძვირფასი პოეტის ავაზაკური მკვლელობის წლისთავთან დაკავშირებით და გამოთქვამს სამშობლოს განათლებისა და განახლების სურვილს.
1908
ტიპი: ავტორობა
1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე ილიას სახელობის სკოლის გახსნის წინააღმდეგ გამოვიდა გრიგოლ რობაქიძე, რომელმაც განაცხადა, რომ სკოლა ძალიან მცირე იყო ჭავჭავაძის სახელისთვის, უფრო შესაფერისი იქნებოდა ლიტერატურული წრის დაარსება, რომელიც მოემსახურებოდა მთელი ქართველი ერის სულიერი კულტურის განვითარებას, იგი იზრუნებდა როგორც ილიას, ისე სხვათა ნაწერების გამოცემაზეც. ამ მოსაზრებას მხარი დაუჭირა ილია ნაკაშიძემ.
1908
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ 1908 წლის 31 აგვისტოს კრებას შესთავაზა ხელუხლებლად დაეტოვებინათ ილიას ფონდში არსებული თანხა – 10818. 79 მანეთი, ხოლო სარგებელი მოეხმარებინათ ილია ჭავჭავაძის სახელზე სკოლის დასაარსებლად და მისი პუბლიცისტურ-კრიტიკული ნაწერების გამოსაცემად. სკოლის გახსნას მხარი დაუჭირეს გრიგოლ დიასამიძემ, ლ. მეტრეველმა, სოფრომ ტარუაშვილმა, ნაწერების გამოცემას – სამსონ ფირცხალავამ, პართენ გოთუამ, კიტა აბაშიძემ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების თავმჯდომარემ, იაკობ ღულაძემ კრება გახსნა და დამსწრეთ დღის წესრიგი გააცნო. საზოგადოების გამგეობის მდივანმა, სამსონ ფირცხალავამ წაიკითხა მოხსენება ილია ჭავჭავაძის ფონდისა და საფლავის ძეგლის მდგომარეობის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 31 აგვისტოს გაიხსნა სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენელთა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრება ილია ჭავჭავაძის ფონდისა და ძეგლის შესახებ. კრებაზე „თბილისის ქალთა წრის“ თავმჯდომარე ნ. ყიფიანმა წაიკითხა მოხსენება წრის დაარსებიდან ერთი წლის საქმიანობის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ფასის საკითხი. ფილიპე გოგიჩაიშვილი, კიტა აბაშიძე, სამსონ ფირცხალავა და სხვები მიიჩნევდნენ, რომ 6-7 ათასი მანეთი უნდა გამოეყოთ. ილია ზურაბიშვილის, ბ. ნანობაშვილისა და სხვათა აზრით, საფლავის ძეგლისთვის 1 000 მანეთზე მეტი არ უნდა დახარჯულიყო, რადგან ძირითადი თანხა მოედანზე დასადგმელი ძეგლისთვის დასჭირდებოდათ. საკითხი კენჭისყრით გადაწყდა და საფლავის ძეგლისთვის 6 000 მანეთი განისაზღვრა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს ერევნის მოედანზე ილია ჭავჭავაძისთვის ძეგლის დადგმის ნებართვის საკითხი. ფილიპე გოგიჩაიშვილი, ილია ზურაბიშვილი და ბ. ნანობაშვილი მიიჩნევდნენ, რომ მთავრობასთან ამ საქმეს თავადაზნაურობაზე უკეთ ვერავინ მოაგვარებდა. სამსონ ფირცხალავას, კიტა აბაშიძისა და პეტრე სურგულაძის აზრით, მსგავსი გადაწყვეტილება საკითხს წოდებრივ ხასიათს შესძენდა, რაც დაუშვებელი იყო. კრების გადაწყვეტილებით, მთავრობისგან ილიას ძეგლის მოედანზე დადგმის ნებართვის აღება საზოგადოების გამგეობას დაევალა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 31 აგვისტოს კრება დაეთანხმა თავმჯდომარის – იაკობ ღულაძის – წინადადებას და დაადგინა, რომ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობა განმეორებით მიმართავდა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს ილია ჭავჭავაძის ძეგლისთვის თანხის გასაღებად.
1908
ტიპი: ავტორობა
1908 წლის 31 აგვისტოს კრება დაეთანხმა თავმჯდომარის, იაკობ ღულაძის წინადადებას და კენჭისყრით დაადგინა, რომ ფონდის სარგებელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა ერთდროულად ორ საქმეს მოახმარდა: დააარსებდა ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლას და გამოსცემდა მწერლის ნაშრომებს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის მიხედვით, ილია ზურაბიშვილს და პარმენ გოთუას მიაჩნდათ, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლი ერევნის მოედანზე უნდა დადგმულიყო და მოედანსაც ილიას სახელი მინიჭებოდა. ესტატე ციციშვილს, ილია ნაკაშიძეს და სიმონ რცხილაძეს ილიასთვის ძეგლის დადგმა ნაადრევად მიაჩნდათ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის თანახმად, ილია ჭავჭავაძის ფონდისა და ძეგლის თაობაზე მოსმენილი მოხსენებების შემდეგ გამართულ მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს: კიტა აბაშიძემ, პართენ გოთუამ, გრიგოლ დიასამიძემ და სხვებმა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 31 აგვისტოს კრებას დაესწრნენ: ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობის წევრები – ა. მდივანი, პ. სურგულაძე, გ. ლასხიშვილი, ა. ყიფშიძე, ლ. ბოცვაძე, ს. ფირცხალავა, გ. რცხილაძე; სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებილებათა წარმომადგენლები: ნ. ყიფიანი, ეკ. გაბაშვილი (ქალთა წრე), ალ. ჯაბადარი, პ. გოთუა (დრამატული საზოგადოება), ექ. თაყაიშვილი, ალ. სარაჯიშვილი (საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება), კ. აბაშიძე (შავი ქვის მწარმოებელთა კრების საბჭო), ს. ტარუაშვილი (ჭიათურის დრამატული საზოგადოება), ი. ზურაბიშვილი, დ. ჩოლოყაშვილი (თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულო), კ. ყიფიანი (თბილისის სამეურნეო ბანკი), მ. ლობჟანიძე (ამხანაგობა „საერო“), ასევე – ქართული პრესის წარმომადგენლები და ორმოცამდე გარეშე პირი. კრებამ თავმჯდომარედ აირჩია ი. ღულაძე.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტ ვასილ ბესარიონის ძე კახიძის მიერ თელავში მოწვეულ კრებას 85 პირი დაესწრო.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტ ვასილ ბესარიონის ძე კახიძის მიერ მოწვეულ კრებაზე თელავის საკრებულოს დარბაზში თელავში საზოგადოების განყოფილების გახსნა გადაწყდა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ თელავში მოიწვია კრება, რომელზეც თელავის განყოფილების წევრობის მსურველთა სია შეადგინეს. სიაში ჩაეწერნენ ზაქარია რომანის ძე ჭავჭავაძე, სოლომონ ადამის ძე ქობულოვი, დიმიტრი დავითის ძე ჩოლოყაშვილი, იოსებ ადამის ძე ქობულოვი, მღვდელი იოანე შიუკაშვილი, ესტატე სულხანის ძე ვახვახიშვილი, გრიგოლ მერაბის ძე მაჭავარიანი, მღვდელი ისიდორე პერტაია, მიხეილ ევგენის ძე რუსიშვილი და დავით გიორგის ძე აბელაშვილი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ თელავში მოიწვია კრება, რომელზეც თელავის განყოფილების წევრობის მსურველთა სია შეადგინეს. სიაში ჩაეწერნენ სოფიო ვასილის ასული ვახვახიშვილი, ელენე შიუკაშვილი, თამარა ყაზახაშვილი, ელენე ვახვახიშვილი, ნინა როსტომაშვილი, ანა აბელაშვილი და ქეთევან რუსიშვილი.