საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გიორგიწმინდის მოსახლეობის თხოვნა, რომ გამგეობა ადგილობრივ სკოლას თვეში 20 მანეთით დახმარებოდა. გამგეობამ სკოლას 110 მანეთი გაუგზავნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ცნობა, რომ 1912 წლის ხარჯთაღრიცხვით გიორგიწმინდის სკოლას დანიშნული ჰქონდა 410 მანეთი, საიდანაც 300 მანეთი სოფლელების შემოწირული იყო, ხოლო 110 მანეთი – გამგეობის გაგზავნილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ძევრის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს სამზრუნველოს თხოვნა წიგნებით დახმარების თაობაზე. გამგეობამ მათ 15 მანეთის წიგნები გაუგზავნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ცნობა ძევრის ბიბლიოთეკის შესახებ, რომლის მიხედვითაც ბიბლიოთეკა 1910 წელს გაიხსნა, 1911 წელს კი საზოგადოებისგან 10 მანეთის წიგნები მიიღო, ბიბლიოთეკისთვის იწერდნენ გაზეთებსაც — „სახალხო გაზეთს“, „განათლებას“, „მოსავალს“ და „ნაკადულს“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იმსჯელეს ალაგირის სკოლაზე, თუ რა შემოსავალ-გასავალი ჰქონდა, რამდენი მასწავლებელი ასწავლიდა და რა დახმარებას უწევდა მას საზოგადოება.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სოფელ ალაგირში მცხოვრები საზოგადოების რწმუნებულების: პეტრე მეტრეველისა და ანდრია კალანდარიშვილის თხოვნა, რომ გამგეობას ალაგირის სკოლისთვის დაენიშნა შემწეობა თვეში 10-დან 20 მანეთამდე. გამგეობამ სკოლას შემწეობად 15 მანეთი დაუნიშნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვერის ბიბლიოთეკის გამგემ წიგნებით დახმარება ითხოვა. გამგეობამ 15 მანეთის წიგნები გაუგზავნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დასვეს „დედა ენის“ გამოცემის საკითხი. გამგეობამ მოითხოვა, წიგნის დაბეჭდვის პირობები წარედგინათ.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 23 აგვისტოს ალექსანდროვის საკატორღო საპყრობილიდან გამოქცეული კოლია ყუფარაძე დააკავეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას 1912 წლის 22 აგვისტოს განცხადებით მიმართავს ლუჩიანო დე ბლასი, რომელსაც შეუძლებლად მიაჩნია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება 15 სექტემბრისთვის, რადგან თბილისში არ მოიპოვება დამკვეთთა მიერ მოთხოვნილი წითელი მარმარილო, ამასთან, მას არც ხელშეკრულების ფასი აძლევს ხელს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 22 აგვისტოს ილია ქუთათელაძე დიდი ჯიხაიშის წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგედ დაინიშნა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სტამბის მფლობელმა მიხეილ გაჩეჩილაძემ, რომ მიეცათ მისთვის 250 მანეთის კრედიტი. გამგეობამ დაადგინა, რომ ჯერ უნდა შეეგროვებინათ ინფორმაცია, თუ რისთვის სჭირდებოდა წიგნები.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ქუთაისის განყოფილების გამგეობამ მიმართა მთავარ გამგეობას კითხვით, თუ რა მონაწილეობა უნდა მიეღოთ მათ სტიპენდიების განაწილების პროცესში. გამგეობამ განაცხადა, რომ სტიპენდიების განაწილება მთავარი გამგეობის პრივილეგია იყო და გარეშე განყოფილებებს მხოლოდ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება შეეძლოთ. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ალექსანდრე მდივანი, წარმოადგინეს ცნობა, რა თანხა მიიღო საზოგადოებამ ძმები ზუბალაშვილებისგან, რამდენი დახარჯეს და რამდენი დარჩათ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს იოსებ გოგოლაშვილის თხოვნა სტიპენდიის გაგრძელების თაობაზე. გამგეობამ მას თხოვნაზე უარი განუცხადა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ვლადიმერ ორჯონიკიძის თხოვნა სტიპენდიის გაგრძელების თაობაზე. ასევე წარმოადგინეს ცნობა, რომ მას სწავლა იმ წელს უნდა დაესრულებინა, მაგრამ ავადმყოფობის გამო ვერ დაუსრულებია. გამგეობამ ვ. ორჯონიკიძეს თხოვნაზე უარი განუცხადა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს აკაკი ფაღავას თხოვნა სტიპენდიის გაგრძელების თაობაზე. ასევე წარმოადგინეს ცნობა, რომ მას სტიპენდია ეძლეოდა 4 წლის განმავლობაში და იმ წელს სწავლაც უნდა დაემთავრებინა, მაგრამ ბერძნული ენის უცოდინრობის გამო ერთი წელიწადი დაუკარგავს. გამგეობამ ა. ფაღავას თხოვნაზე უარი განუცხადა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე შიო დედაბრიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა და ლუარსაბ ბოცვაძემ მოხსენება გააკეთეს წიგნების ღია ანგარიშით გაცემის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ უნდა შეემუშავებინათ წიგნების გაცემის ინსტრუქციები.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ იმნაძისთვის სტიპენდიის მიცემის საკითხი განიხილეს, მან ავადმყოფობისა და სხვა მიზეზების გამო სწავლის დროულად დამთავრება ვერ შეძლო. გამგეობამ იმნაძისთვის სტიპენდიის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ლუარსაბ ბოცვაძემ მოხსენება გააკეთა ატენის სკოლის შესახებ, რის საფუძველზეც გამგეობამ სკოლისთვის 35 მანეთი გადადო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 აგვისტოს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 36-ე სხდომას ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, შიო დედაბრიშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, ლუარსაბ ბოცვაძე, გრიგოლ რცხილაძე და შალვა მიქელაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 აგვისტოს ვახო დურგლიშვილმა პეტრე მამარაძეს აცნობა, რომ მთლიანად მიიღო სადურგლო სამუშაოებისთვის თავისი კუთვნილი 19 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის გასავლის ნაწილში აღნიშნულია, რომ 1912 წლის 11 აგვისტოს დიმიტრი ერმაკოვს 15 მანეთი გადაუხადეს ილიას ძეგლის სურათში.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ნაფიცმა ვექილმა გრიგოლ რცხილაძემ ხელწერილით დაადასტურა, რომ 10 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო განსვენებული იაკობ გოგებაშვილის ორი ანდერძის წერილი, რათა ოლქის სასამართლოში დასამტკიცებლად წარედგინა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სტიპენდიის თხოვნები, რომელთა განხილვა და მოხსენების გაკეთება დაევალათ შიო დედაბრიშვილს, ალექსანდრე მდივანსა და არჩილ ჯაჯანაშვილს.