საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92262

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეკატერინე გრიგოლის ასულ არღუთინსკი-დოლგორუკოვის შავთასა და ვანეთში მდებარე 608 დესეტინასა და 1680 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, საძოვარ, სათიბ და საკარმიდამო ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ივანე პაატას ძე ქარუმიძეს თორტიზაში 34 დესეტინა და 1320 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი მიწა ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მარიამ ზაალის ასულ ნათიშვილის საშაბუროში მდებარე 56 დესეტინასა და 120 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათესსა და სამოსახლო ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ლუკა ბიძინას ძე ხიზანაშვილს ბოჭორმაში 714 დესეტინა და 1320 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი და სათიბი ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნინო დარჩოს ასულ მეჩითოვსა და მის ძმებს, იაგორსა და დარჩოს, ნაწრეტში 151 დესეტინა და 1756 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი და საბალახო ადგილები ჰქონდათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ლუკა ბიძინას ძე ხიზანაშვილის ბოჭორმაში მდებარე 714 დესეტინასა და 1320 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათესსა და სათიბ ადგილებს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 25 მარტს ბანკის ქართულ თეატრში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო და მუსიკალურ საღამოზე კოტე სიმონის ძე მესხს უნდა მიეღო მონაწილეობა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 21 მარტს თბილისის სასამართლოში ნერსე თაიროვის საქმე განიხილეს და ის ერთი თვით დააპატიმრეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აკოფ ჯეირანოვი ნოქრად მუშაობდა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 21 მარტს თბილისის სასამართლოში კოსტა ძაგანიას საქმე განიხილეს და ის ორი კვირით დააპატიმრეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 24 მარტს ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი პეტერბურგიდან თბილისში წამოვიდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ბეზროდნი პოლიციელად მუშაობდა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაბრიელ მიტროფანოვს ევროპული ხალიჩის მოპარვა ედებოდა ბრალად.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ლუკა ბიძინას ძე ხიზანაშვილის ბოჭორმაში მდებარე 714 დესეტინასა და 1320 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათესსა და სათიბ ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ფარსადან იაკობის ძე ავსარქისოვს, ფირო და მელქისედეკ ოსეფის ძე იარალოვებსა და სერგეი ივანეს ძე იარალოვს სკრაში 623 დესეტინა და 888 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, საძოვარი, სათიბი და სამოსახლო ადგილები ჰქონდათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინო დარჩოს ასულ მეჩითოვისა და მის ძმების, იაგორისა და დარჩოს, ნაწრეტში მდებარე 151 დესეტინასა და 1756 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათესსა და საძოვრებს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 25 მარტს უნდა ეკურთხებინათ პირუტყვთა სამკურნალო, რომლის დირექტორიც მელქუმოვი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს მეშჩერსკის პირუტყვთა სამკურნალოში 1031 პირუტყვს უმკურნალეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის მარტში სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა კირილე პეტრეს ძე იანოვსკიმ ა. ნ. გრენისთან ერთად თბილისის სათავადაზნაურო სკოლა დაათვალიერა. მზრუნველი კმაყოფილი დარჩა სკოლაში არსებული ვითარებით.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 3 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ეპიფანე ჩხაიძე ლანჩხუთის დაბის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ იოსებ ოცხელის მოხსენება და პედაგოგიური საბჭოს ოქმები განსახილველად სხვა დროისთვის გადადო. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს ნიკოლოზ ელიავამ, კონსტანტინე ჯაფარიძემ, არჩილ ჯორჯაძემ და სხვებმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ იოსებ ოცხელის მოხსენება და პედაგოგოიური საბჭოს ოქმების განხილვა სხვა დროისთვის გადადო. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს: გიორგი დეკანოზიშვილმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და დავით კარიჭაშვილმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 38-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ ღულაძე და საზოგადოების სხვა წევრები.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 38-ე სხდომას დაესწრნენ: კონსტანტინე ჯაფარიძე, გიორგი დეკანოზიშვილი, ნიკოლოზ ელიავა და საზოგადოების სხვა წევრები.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 38-ე სხდომას დაესწრნენ: დავით კარიჭაშვილი, ივანე გომართელი, ივანე რატიშვილი და საზოგადოების სხვა წევრები.