საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90442

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 ნოემბერს სპირიდონ თორთლაძემ არტემ თავზაროვი დანით მოკლა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11 ნოემბერს აკაკი წერეთელი ხონში აპირებდა წასვლას ივანე შარაშიძის დასაფლავებაზე დასასწრებად.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 11 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე ხელაიას ერთი წლით ციხეში ჯდომა ჰქონდა მისჯილი.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 11 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვასილ ხელაია 16 წლისა გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 11 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მელიტონ დანელიას ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა ჰქონდა მისჯილი.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 11 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ყარამან, ივანე და ვასილ ხელაიებს ჩხუბის დროს კაცის მოკვლა ედებოდათ ბრალად.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 11 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ყარამან ხელაიას წელიწად-ნახევრით ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა მიუსაჯეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 11 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა სილოვან ხუნდაძის სტატია „არა ღირს, მაგრამ მაინც...“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 11 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ მ. უზნაძის ლექსი „შემოდგომა“ დაიბეჭდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 11 ნოემბერს ხონში აკაკი წერეთელმა ივანე შარაშიძის დასაფლავებაზე სიტყვა წარმოთქვა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 11 ნოემბერს ხონში ივანე შარაშიძის დასაფლავებაზე სიმონ ქვარიანმა სიტყვა წარმოთქვა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11 ნოემბერს ქართულ გიმნაზიის დარბაზში გამართულ ილიას საღამოზე ეპიტაშვილის მიერ დახატული ილია ჭავჭავაძის დიდი სურათი ცოცხალი ყვავილებითა და გვირგვინებით იყო მორთული.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11 ნოემბერს ანტონ ფურცელაძე ქართულ გიმნაზიის დარბაზში გამართულ ილიას საღამოს დაესწრო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ჭიათურაში ნესტორ კიკალეიშვილის თაოსნობით ივანე შარაშიძის პანაშვიდი გადაიხადეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ გიორგი ბადრიძემ გამოაქვეყნა სილოვან ხუნდაძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო წერილი „რა აძლიერებს თვითდაცვის ძალას ადამიანის სხეულში“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ ნესტორ ეგნატეს ძე კიკალიშვილმა ივანე სიმონის ძე შარაშიძის ხსოვნის პატივსაცემად სტატია გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ ჯაჯუ ჯორჯიკიას პიესის „ახალი ღმერთის“ ნაწილი გამოქვეყნდა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 10 ნოემბერს წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელში გაკვეთილის მსვლელობისად ქართული ენის მასწავლებელი სტეფანე ძიმისტარაშვილი გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გრიგოლ გველესიანმა ახალი საკოოპერაციო ორგანოს, შრომის კავშირის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 10 ნოემბერს სასამართლო პალატამ ბეგლარ კუჭავა გაათავისუფლა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ეკატერინე გაბაშვილისა ქუთაისიდან გაემგზავრა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ნოემბერს ქუთაისის საბჭოს დარბაზში დანიშნულ ქალთა წრის კრებაზე ელენე ბახტაძეს ქალთა საკითხზე უნდა ესაუბრა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არჩილ ჯორჯაძეს დიმიტრი ყიფიანის ბიოგრაფია უნდა შეედგინა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სათათბიროს დეპუტატი ვარლამ გელოვანი პეტერბურგში გაემგზავრა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლანჩხუთში გამართული საღამოს შემოსავლიდან ქუთაისის სამეურნეო სკოლის ღარიბ მოსწავლეს, ეგნ. ინგოროყვას 5 მანეთი გაუგზავნეს.