რეგისტრირებული ფაქტები87756
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვარლამ სარდიონის ძე დალაქიშვილი მეღვინის თანაშემწედ მუშაობდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში რუსეთის საზოგადოების აგენტ შესტერიკოვს ფოთელებმა კლუბის დარბაზში გამოსამშვიდობებელი სადილი გაუმართეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 თებერვალს ნიკო ნიკოლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებს სთხოვა, რომ მისთვის საცავიდან 102-ე და 405-ე წიგნები ეთხოვებინათ. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს გარდაცვლილ ვარლამ სარდიონის ძე დალაქიშვილის მშობლებს ი. ბარიგალიანცი, ფრანსუა რობერტი და ე. კვაჭანტირაძე 2-2 მანეთით დაეხმარნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 დეკემბერს ქუთაისის საკრებულო დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე ქუთაისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას დ. ა. ნაზაროვმა, ვ. ნ. ავდეევმა, დ. კ. ნიჟარაძემ, დ. შ. ხელთუფლიშვილმა და ვ. კ. ალშიბაიამ 5-5 მანეთი შესწირეს.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისში კავკასიის სოფლის მეურნეობის ინსპექტორი ი. კ. ვასილიევი გარდაიცვალა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისის სასამართლო პალატის თბილისის სამხარეო საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ლევან კონსტანტინეს ძე კუჭუხიძე დაინიშნა ქუთაისის საქალაქო განყოფილების მოსამართლის დამხმარედ საგამოძიებო მიმართულებით.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 დეკემბერს ქუთაისის საკრებულო დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე დრამატულ საზოგადოებას ა. ი. სლავოჩინსკიმ 15 მანეთი შესწირა, ვ. ი. აბრამოვიჩმა – 10 მან., ა. ა. მაკაროვმა, ვ. ლ. გამრეკლიძემ და ლ. პ. კოკოჩაშვილმა – 5-5 მანეთი.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის შემოდგომაზე თბილისის მოქალაქეთა გამგეობის მდივანი ნ. ა. რევაზოვი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 11 ნოემბერს თბილისის მოქალაქეთა გამგეობის მდივნად ნ. ა. რევაზოვის ნაცვლად მ. პავლოვი დაინიშნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს გარდაცვლილ ვარლამ სარდიონის ძე დალაქიშვილის მშობლებს ა. შევჩენკო, ი. რუსია, სერგო რობაქიძე და ს. ვარდანიძე თითო მანეთით დაეხმარნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, „სახალხო გაზეთის“ რედაქციაში იაკობ გოგებაშვილის ფონდის დასახმარებლად 986. 2 მანეთი შეაგროვეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს გარდაცვლილ ვარლამ სარდიონის ძე დალაქიშვილის მშობლებს მიხეილ ალექსანდრეს ძე ანანოვი 226 მანეთით დაეხმარა, ა. ა. ანანოვი – 25 მან., ვ. ი. ტერ-გრიგორიანცი – 15 მანეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 6 ნოემბერს ფოთში ლუკა კუპრაძის სახლში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობაში ქალაქის მოურავი ნიკო ნიკოლაძე და გამგეობის წევრი ლუარსაბ ყრუაშვილიც მონაწილეობდნენ.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 11 ნოემბერს გამართულ ქალაქის საბჭოს სხდომაზე ქალაქისთავის მოადგილე ივანენკომ საბჭოს პეტერბურგში გენერალ ალხაზოვის გარდაცვალების ამბავი შეატყობინა და 12 ნოემბერს ვანქის ტაძარში პანაშვიდზე წასვლა შესთავაზა. საბჭომ ივანენკოს წინადადება მიიღო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით საფაროვი დარუბანდის პოლკის პოლკოვნიკი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზურაბ ჩიკოიძე ერევნის პოლკის პოლკოვნიკი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სტეფანე ვასილის ძე ვასილკოვსკი ბაქო-მოზდოკი-როსტოვი სარკინიგზო ხაზის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების ფოსტალიონად დაინიშნა.

