რეგისტრირებული ფაქტები89807
სორტირება თარიღი კლებადობით
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომრის (N29-30) ცნობით, სოციალ-დემოკრატ ამბროს რამიშვილს ოზურგეთის ჩეკაში სცემეს და 10-17 დღე აშიმშილეს. გამომძიებელი – სიმონიშვილი.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომრის (N29-30) ცნობით, სოციალ-დემოკრატ სერგო რამიშვილს ოზურგეთის ჩეკაში სცემეს და 12 დღე აშიმშილეს. გამომძიებელი – სიმონიშვილი.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომრის (N29-30) ცნობით, სოციალ-დემოკრატი ალფეზ ლომინეშვილი ოზურგეთის ჩეკაში 10 დღე აშიმშილეს. გამომძიებელი – გოგია.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომრის (N29-30) ცნობით, ახ. მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი გრიშა შალვაძე ბათუმის ჩეკაში ცემისა და სიცივისგან დაინვალიდდა, ხელები და ფეხები დაეკრუნჩხა, ექიმების აზრით, კაცად აღარ ვარგოდა, მერე გაათავისუფლეს. გამომძიებელი – ისაკაძე.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომრის (N29-30) ცნობით, 70 წლის მოხუცი ქალი მინა სიხარულიძე ოზურგეთის ჩეკაში აშიმშილეს. გამომძიებელი – სიმონიშვილი.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომრის (N29-30) ცნობით, სოციალ-დემოკრატი თეოფილე ჭანიშვილი ოზურგეთის ჩეკაში გამომძიებელმა სიმონიშვილმა აშიმშილა.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომრის (N29-30) ცნობით, 50 წლის ვერა სიხარულიძე ოზურგეთის ჩეკაში 7 დღე აშიმშილეს.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომრის (N29-30) ცნობით, სოციალ-დემოკრატ ვარლამ რამიშვილს ოზურგეთის ჩეკაში სცემეს და 10-8 დღე აშიმშილეს. გამომძიებელი გოგიშვილი.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომრის (N29-30) ცნობით, სოციალ-დემოკრატი შოთა კიკვაძე ოზურგეთის ჩეკაში 10-9 დღე აშიმშილა გამომძიებელმა გოგიშვილმა.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ცნობით მაქსიმე ფოცხიშვილი იყო 32 წლის, მუშა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, გრიგოლ ოკუჯავა იყო 29 წლის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის ნოემბერში ელენე ლომაძეს ქუნთრუშა დაემართა და საავადმყოფოში წაიყვანეს.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე მადლობის წერილს უგზავნიან არგენტინის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და მის მეუღლეს ალვარეს დე ტოლედოს მიღებაზე მიწვევისთვის, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართებოდა. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს, რომ ეწვევა, მისი მეუღლე კი ვერ დაესწრება.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე მადლობას უხდიან პანამის რესპუბლიკის მინისტრს და მის მეუღლეს მენდეს პერეირას 3 ნოემბერს პანამის ეროვნულ დღესასწაულზე მიწვევისთვის. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს, რომ ეწვევა, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის 10 ოქტომბერს აკაკი ჩხენკელი უგზავნის წერილს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის გენერალურ სამდივნოს. იგი მადლობას უხდის საფრანგეთის პრეზიდენტს სადილზე მიპატიჟებისთვის, რომელსაც სიამოვნებით ეწვევა 20 ოქტომბერს და აღნიშნავს, რომ წეულებას ვერ დაესწრება მისი მეუღლე.
1927
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1927 წლის ოქტომბერში ტიციან ტაბიძემ ნიკოლო მიწიშვილს ქობულეთიდან მისწერა და სთხოვა, ყურადღება მიექცია, რომ მისი წერილი ვაჟა ფშაველას შესახებ უშეცდომოდ დაბეჭდილიყო.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს საქართველოს ალკკ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრები იყვნენ: ბუჯიაშვილი, სილაძე, მ. გობეჩია, გ. ჯავახაძე, ს. ჭანკვეტაძე, ტ. ნესტოროვი, მ. აზარაშვილი, ს. არუთინოვი, მ. გელაძე, ვ. ჟღენტი.
1927
ტიპი: თანამდებობა
1928 წლის 1-ელ სექტემბერს სიმონ წვერავა დანიშნეს თბილისის მე-7 საშუალო შრომის სკოლაში საზოგადოებათა მეცნიერების მასწავლებლად და მეცხრე კლასის დამრიგებლად.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის სექტემბერში ჩეკას ციხის ტუსაღი ვასილ დავითაშვილი სოლოვკაში გადაასახლეს.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის 30 აგვისტოს თბილისში, ხელოვნების სახლში, გამართულ მწერალთა კავშირისა და ხელოვნების კომიტეტის პრეზიდიუმების გაერთიანებულ სხდომაზე აირჩიეს კოტე მაყაშვილის დამკრძალავი კომიტეტის წევრები: სპირიდონ თოდრია, ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, გრიგოლ რცხილაძე, ზაქარია ფალიაშვილი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი, ილია ზურაბიშვილი, ალექსანდრე ახმეტელი, რაჟდენ დუმბაძე, იაკობ ნიკოლაძე, კონსტანტინე მარჯანიშვილი.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის 30 აგვისტოს თბილისში, ხელოვნების სახლში გამართულ მწერალთა კავშირისა და ხელოვნების კომიტეტის პრეზიდიუმების გაერთიანებულ სხდომაზე აირჩიეს კოტე მაყაშვილის დამკრძალავი კომიტეტის წევრები: ვ. რუხაძე, ს. აბაშელი, ტ. ტაბიძე, პ. ინგოროყვა , პ. იაშვილი, დ.შენგელაია, კ. ლორთქიფანიძე, ვ. კოტეტიშვილი, ნ. მიწიშვილი, ს. თავაძე, ვ. ბარნოვი.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის 30 აგვისტოს თბილისში, ხელოვნების სახლში, მწერალთა კავშირისა და ხელოვნების კომიტეტის პრეზიდიუმთა სხდომა შედგა, რომელზეც კოტე მაყაშვილის დამკრძალავი კომიტეტის შემადგენლობა აირჩიეს. კომიტეტის წევრები იყვნენ: გერონტი ქიქოძე, ლელი ჯაფარიძე, ლეო ქიაჩელი, სანდრო შანშიაშვილი, დავით კლდიაშვილი, იოსებ გრიშაშვილი, არისტო ჭუმბაძე, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, შალვა აფხაიძე და აკაკი ფაღავა.

