საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92262

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 16 დეკემბრის სამუზეუმო სექციის სხდომაზე სარგის კაკაბაძის განცხადება განიხილეს. მას რამდენიმე ძველი ქართული ტექსტი ჰქონდა შეკრებილი და გამგეობას მათ გამოცემას სთხოვდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 16 დეკემბრის სამუზეუმო სექციის სხდომაზე გადაწყვიტეს სარგის კაკაბაძისთვის „შარდენის მოგზაურობა აღმოსავლეთში“ თითო წიგნად, ვადის განსაზღვრით სახლში ეთხოვებინათ.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 16 დეკემბრის სამუზეუმო სექციის სხდომაზე სექციის თავმჯდომარედ დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, ხოლო მდივნად იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი აირჩიეს.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 16 დეკემბრის სამუზეუმო სექციის სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ სამუზეუმო სექციის მდივანი და თავმჯდომარის მოადგილე უნდა აერჩიათ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 16 დეკემბრის სამუზეუმო სექციის სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, მდივანი იროდინ თომას ძე სონღულაშვილი, წევრები – ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და დეკანოზი კორნელი სამსონის ძე კეკელიძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 16 დეკემბრის სამუზეუმო სექციის სხდომაზე სარგის კაკაბაძის განცხადება განიხილეს, რომელიც ითხოვდა „შარდენის მოგზაურობა აღმოსავლეთში“ მისთვის სახლში წასაღებად ეთხოვებინათ.

1913

ტიპი: ღონისძიება

დედანთან შეჯერების შემდეგ თბილისის ნოტარიუსმა ილია წინამძღვრიშვილმა განსვენებული იაკობ გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებელთა მიერ ნაფიცი ვექილის, გრიგოლ რცხილაძის სახელზე 1912 წლის 31 ივლისს გაცემული მინდობილობის ორი ასლის სისწორე დაუდასტურა ელენე ნესტორის ასულ მაჭარაშვილს 1913 წლის 14 დეკემბერს, რეესტრის №№ 12587 და 12585.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სარგის კაკაბაძეს მელქისედეკ კათალიკოსის სიგელის გამოცემაზე უარი უთხრა, რადგან კატალოგების გამოსაცემად გამგეობას თანხა არ ჰქონდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 4 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ გუდაუთის განყოფილების გამგეობას სთხოვა 1913 წლის ანგარიშისა და შემოსავლის 20%-ის გამოგზავნა. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 4 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ გუდაუთის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა შესაფერისი ბლანკები წლის ანგარიშის წარსადგენად. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 1-ლ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ (თავმჯდომარე – გიორგი ყაზბეგი) ქუთაისის განყოფილებას შემოსავლის 20%-ის დროულად გადმორიცხვა და წლიური ანგარიშის წარდგენა სთხოვა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 1-ელი დეკემბრის ოფიციალური მიწერილობით (№ 409) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობა (თავმჯდომარე – გიორგი ყაზბეგი, საქმისმწარმოებელი – გრიგოლ ბურჭულაძე) სათანადო ბლანკებს უგზავნის ქვემო მაჩხაანის ფილიალის გამგეობას და სთხოვს დააჩქარონ წლიური ანგარიშისა და შემოსავლის 20 %-ის გამოგზავნა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის დეკემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებასთან დაარსდა წარმოდგენების მმართველი სექცია, რომლის რეჟისორიც ალიოშა ჯაყელი იყო.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის დეკემბერში გაიმართა დიმიტრი არაყიშვილის მეორე კონცერტი სიმფონიური ორკესტრის თანხლებით.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 30 ნოემბერს ავლაბრის სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის მიერ იოსებ ივანიძის, იოსებ ჟივიძისა და სხვ. მონაწილეობით ისტორიული დრამა „სამშობლო“ წარმოადგინეს.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 26 ნოემბერს ნ. კაპანაძის სახლში გამართულ კრებაზე დასამტკიცებლად წარადგინეს სცენისმოყვარეთა წრის, „საბურთალოს“, მიერ შემუშავებული წესდება.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 26 ნოემბერს მეფისნაცვალმა ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა გამოსცა რეზოლუცია, რომლითაც ნავთლუღი პოლიტექნიკუმის ასაშენებელ ადგილად დაამტკიცა.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 24 ნოემბერს ალაგირში სოფლის კრებაზე გადაწყდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების გამგეობის წევრებად აერჩიათ ილია ნონიას ძე ლობჟანიძე, ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცი, ილია გიორგის ძე უნგიაძე, ანდრია ქაიხოსროს ძე კალანდარიშვილი, პეტრე დავითის ძე მეტრეველი, ალექსი დავითის ძე ლობჟანიძე.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 24 ნოემბერს ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცის მიერ გამართულ კრებაზე გადაწყდა, ალაგირში, თერჯოლის ოლქში, დაეარსებინათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილება სახელწოდებით: „ალაგირის ადგილობრივი განყოფილება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებისა“.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 24 ნოემბერს ალაგირის სასოფლის კრებაზე გადაწყდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების თავმჯდომარედ მღვდელი გაბრიელ ბოჭორიშვილი აერჩიათ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 24 ნოემბერს ალაგირში სოფლის კრებაზე გაბრიელ გრიგოლის ძე ბოჭორიშვილს, ილია ნონიას ძე ლობჟანიძეს, ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცს, ილია გიორგის ძე უნგიაძეს, ანდრია ქაიხოსროს ძე კალანდარიშვილს, პეტრე დავითის ძე მეტრეველს, ალექსი დავითის ძე ლობჟანიძეს დაევალათ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის ალაგირის განყოფილების გახსნის თაობაზე მიემართათ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 24 ნოემბერს ალაგირის ქართული სკოლის მასწავლებლის, ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცის მოწვევით გაიმართა 30-კაციანი კრება, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდებისა და ადგილობრივ განყოფილებათა ინსტრუქციის გაცნობის შესახებ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 24 ნოემბერს ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცის მიერ ალაგირში მოწყობილ კრებაზე გადაწყდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების დაარსების გარდა, სოფლის სამკითხველო და საკვირაო სკოლა გაეხსნათ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 17 ნოემბერს სოფელ ყვარელში ჩატარდა საზოგადო ყრილობა, რომელსაც დაესწრო 700 პირი, ხმის უფლების მქონე მოსახლეობის ორი-მესამედი. დამსწრეებმა თავიანთ რწმუნებულებად აირჩიეს ივანე მათიკაშვილი, ადამ ქარელაშვილი და ილია ბურკიაშვილი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 17 ნოემბერს ყვარელში ჩატარდა საზოგადო ყრილობა, რომელზეც ყვარლის რწმუნებულებს – ივანე მათიკაშვილს, ადამ ქარელაშვილსა და ილია ბურკიაშვილს – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის ილია ჭავჭავაძის სახლის ყვარლელებისთვის დათმობა უნდა ეთხოვათ. მათ სახლი საზოგადო ყრილობების ჩასატარებლად, კანცელარიისა და სხვა დაწესებულებების განსათავსებლად სჭირდებოდათ. თუ საზოგადოება თხოვნას დააკმაყოფილებდა, ილიას სახელობის სკოლის აშენების ხარჯებს სოფელი თავის თავზე აიღებდა. ყრილობის განაჩენს ხელს აწერს ყვარლის მამასახლისი გლახა ნებზევიშვილი.