რეგისტრირებული ფაქტები89807
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის ბოლო, მე-6 წელს სემინარიაში გათავისუფლდა გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს ნახევარხარჯიანი სტიპენდია, რომელიც მალევე თედო კიკვაძეს დაუნიშნეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს დანიშნული ნახევარხარჯიანი სტიპენდია ენიჭებოდა თბილისის სასულიერო სემინარიის აღსაზრდელებს.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე როჟდესტვენსკი ქუთაისის სემინარიის ინსპექტორად დაინიშნა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880-იან წლებში სიმონ ქვარიანმა, ქუთაისსა და ოდესაში სწავლის შემდეგ, ორი წელი იმსახურა წინანდლის საუფლისწულო მამულში.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს თბილისის სახლის პატრონთა და მესაკუთრეთა პარტიის წევრი მიხეილ მათეს ძე სხირტლაძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 29 სექტემბერს თბილისის საკრებულოს მესამე რაიონის ხმოსანთა არჩევნებში მონაწილეობდა 52 პირი, მათ შორის იყვნენ: ალექსანდრე ივანეს ძე კაზაკოვი, ნიკიტა მარკოზის ძე ყარა-მურზა, მიხეილ ქაიხოსროს ძე ყიფიანი, პ. ი. ყიფიანი, ანდრია მარტინის ძე ლენჩევსკი, მიხეილ ვიქტორის ძე ლუნკევიჩი, ზ. დ. მამულოვი, გიორგი პავლეს ძე მელიქ-კარაკოზოვი, ს. ს. მესტიაშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 29 სექტემბერს თბილისის საკრებულოს მესამე რაიონის ხმოსანთა არჩევნებში მონაწილეობდა 52 პირი, მათ შორის იყვნენ: ანტონ ივანეს ძე ნატროშვილი, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ოსტროგორსკი, მათე ლეონტის ძე სოსინი, ი. ზ. ტატიშვილი, ივანე ფელიქსის ძე თხორჟევსკი, ტიტე ალექსანდრეს ძე ფეფელოვი, ალექსანდრე ივანეს ძე ფლორენსკი, ალექსანდრე ივანეს ძე ხატისოვი, ნიკოლოზ ალექსის ძე ხუდადოვი, სტეფანე თევდორეს ძე ჭრელაშვილი, ამბარცუმ ა. ენფიანჯიანცი, ბორის სპირიდონის ძე ესაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას ვასილ ქორქაშვილმა ოსმალეთის ფრონტზე მოკლული შვილის, კოწიას ხსოვნის აღსანიშნავად შესწირა სოფ. გეგუთში მდებარე 10 ქცევა სახნავ-სათესი მიწა, 500 მანეთი და ხე-ტყის მასალა. შემომწირველი ითხოვდა, განყოფილებას იმ ადგილზე დაბალი ტიპის საპროფესიო სასწავლებელი გაეხსნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 ივლისს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს კრება ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით, რომელზეც მუხლობრივად განიხილეს და დაამტკიცეს კანონი მილიციაში მოსამსახურეთათვის საშტატო ჯამაგირის გაზრდის შესახებ.
1956
ტიპი: ნასამართლეობა
1956 წელს შედგენილი სიმონ ქვარიანის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, მას არ მოუხდია ადმინისტრაციული სასჯელი.
1956
ტიპი: ნასამართლეობა
1956 წელს შედგენილი სიმონ ქვარიანის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, იგი არ ყოფილა მიცემული პასუხისგებაში.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897-1899 წლებში სიმონ ქვარიანი არ იღებდა მონაწილეობას საზოგადოებრივ მოღვაწეობაში საზღვარგარეთ.
1956
ტიპი: ღონისძიება
1956 წელს შედგენილი სიმონ ქვარიანის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, მისი ნათესავები არ ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897-1899 წლებში სიმონ ქვარიანი ცხოვრობდა საფრანგეთის ქალაქებში, ლიონსა და მონპელიეში.

