საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93604

1914

ტიპი: ღონისძიება

I მსოფლიო ომის დროს გიორგი სუმბათაშვილი მსახურობდა 145-ე ნოვოჩერკასკის ქვეით პოლკში.

1914

ტიპი: თანამდებობა

I მსოფლიო ომის დროს გიორგი სუმბათაშვილი მეთაურობდა ბატალიონს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს გიორგი სუმბათაშვილს პოდპოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში ევგენი იმნაძე პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში ევგენი იმნაძე მე–20 საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში ალექსანდრე ლიონიძე მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 11 ნოემბერს ალექსანდრე ლიონიძე გადადგა სამხედრო სამსახურიდან მუნდირით, პენსიით და გენერალ-მაიორის სამხედრო წოდების მინიჭებით.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914-1915 წლებში კოტე აფხაზი კავკასიის საველე საარტილერიო ბრიგადას მეთაურობდა დასავლეთის ფრონტზე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში ზაქარია ბაქრაძე აქტიურად მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში კონსტანტინე გელოვანი ჩრდილო-დასავლეთის ფრონტზე იბრძოდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში გიორგი ქავთარაძე მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლამდე გიორგი მაზნიაშვილი კაპიტნის წოდებით ირიცხებოდა ციმბირის მე-2 მსროლელ პოლკში.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914-1916 წლებში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 75-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 31 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობის საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ბურჭულაძემ თელავის განყოფილების გამგეობას სთხოვა მთავარი გამგეობისთვის 1913 წლის ანგარიშისა და შემოსავლის 20%-ის სასწრაფოდ გამოგზავნა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 31 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ბურჭულაძემ თელავის განყოფილების გამგეობას ანგარიშის გასაკეთებლად და შემოსავლის 20%-ის გასაფორმებლად საჭირო ბლანკები გაუგზავნა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 31 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას სთხოვა განყოფილების გამგეობის 1913 წლის მოქმედების ანგარიშისა და შემოსავლის 20%-ის სასწრაფოდ გამოგზავნა. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.