რეგისტრირებული ფაქტები87753
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 28 ოქტომბერს ილიკო მათეშვილი და მისი მწყემსი გიო ბაიდოშვილი სიღნაღის მაზრაში თავს დაესხნენ ლეჩხუმელ სტუმარს და 49 მანეთი მოჰპარეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს რუბენ გიორგის ძე აუშტროვი თბილისის ციხის ინსპექციის კომისრად დაინიშნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს გრიგოლ ვოლსკიმ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებს ბათუმში საზოგადოების განყოფილების დაარსება სთხოვა.
1906
ტიპი: ნასამართლეობა
1906 წლის 24 ოქტომბერს ოლქის სასამართლომ კოლია ყუფარაძეს 8 წლით კატორღა მიუსაჯა და ალექსანდროვის საკატორღო საპყრობილიდან ქვანახშირის მაღაროებში გაგზავნა სამუშაოდ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლეონ, პეტრე და იაკობ ზუბალაშვილები თბილისის გამგეობამ საპატიო წევრებად აირჩია და დადგენილება დასამტკიცებლად გუბერნატორს წარუდგინა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 11 დეკემბერს ქუთაისის ოლქის სასამართლომ პარმენ ნემსაძეს 3 წლით კატორღა მიუსაჯა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 12 დეკემბერს სოფ. ამაღლების მამასახლისად ლუკა ტყეშელაშვილი აირჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს შეხვდა იტალიის წარმომადგენელი პოლკოვნიკი გაბა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს შეხვდა აზერბაიჯანის მთავრობის თავმჯდომარე ფათალი ხან ხოისკი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუსტიციის სამინისტრომ გამოითხოვა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ჭიათურის რაიონის თავმჯდომარის, გიორგი გუჯეჯიანის საქმე, რომელსაც ადგილობრივმა საველე სასამართლომ კატორღა მიუსაჯა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძეს საველე სასამართლომ შეატყობინა, რომ გიორგი გუჯეჯიანის საქმე გადაეცა სახალხო გვარდიის გორის რაზმის უფროს პოლკოვნიკ გოგი ხიმშიაშვილს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს გოგი ხიმშიაშვილი იყო სახალხო გვარდიის გორის რაზმის უფროსი პოლკოვნიკი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს მელქისედეკ კედია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული რაზმის უფროსი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი აწარმოებდა ქუთაისის გუბერნიის შ. ს. ს. დაწესებულებათა რევიზიას.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მე-4 სომხური გიმნაზიის მასწავლებელი ვასილ დავითის ძე მამულოვი განათლების სამინისტრომ დანიშნა საქართველოში სომხური სასწავლებლების საოლქო ინსპექტორად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის თებერვალში გადამდგარ აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრ მამედ ჰასან გაჯინსკის საქმეების წარმოება მხოლოდ ათი დღით ჰქონდა ჩაბარებული, ვიდრე პარტიული კრიზისის საკითხი გაირკვეოდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის თებერვალში აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრი მამედ ჰასან გაჯინსკი გადადგა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით დაიდგმებოდა ოპერა „ფაუსტი“.

