საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87753

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ფილიმონ ლაფერაშვილის ლექსი „ლოცვა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის დასტური, რომ მისი ხელმოწერილი რეცენზიები ნ. ჭანკვეტაძეს არ ეკუთვნოდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელ ოქტომბერს არტისტული საზოგადოების თეატრში ვ. ი. ნიკულინის უფასო წარმოდგენა გაიმართა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 1-ელ ოქტომბერს ქუთაისის თეატრში სეზონი ქართულმა დასმა გახსნა. დასის წევრები იყვნენ: ელო იოსების ასული ანდრონიკაშვილი, თ. ბაქრაძე, ო. გოგობერიძე, დესპინე ივანიძე, ანეტა ქიქოძე, მარო მდივანი, ე. წუწუნავა და ნინო პლატონის ასული ჩხეიძე.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 1-ელ ოქტომბერს ქუთაისის თეატრში ელო ანდრონიკაშვილის მიერ თარგმნილი ლანგიელის „ტაიფუნი“ წარმოადგინეს.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის ოქტომბერში გ. პარკოსაძე ქუთაისის დასის სუფლიორად მუშაობდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 1-ელ ოქტომბერს ქუთაისის თეატრში სეზონი ქართულმა დასმა გახსნა. დასის წევრები იყვნენ: ვასილ ოქროპირის ძე არაბიძე, ა. გუგაშვილი, მიხეილ ფილიმონის ძე ქორელი, ანდრია მურუსიძე, ალექსანდრე ყალაბეგიშვილი და ვასილ ურუშაძე.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის ოქტომბერში ნ. ჭანკვეტაძემ ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქციას სთხოვა, დაებეჭდათ, რომ იოსებ იმედაშვილის მიერ ხელმოწერილი რეცენზიები მას არ ეკუთვნოდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა სიმონ დავითის ძე წერეთელმა საქართველოს ეგზარქოს ინოკენტის წერილი გაუგზავნა გელათის მონასტრიდან აფხაზეთში ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის გადატანის მცდელობის თაობაზე.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კატო მიქელაძის ლექსი „ტკბილი იმედი, გაწბილებული...“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ მჭედლიშვილის მწყემსებისადმი მიძღვნილი გალექსილი ქართული თქმულება „სალამური“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის სურათი „გლეხის მოსახლეობა იმერეთში“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის წერილის „გახსენება თეატრის შესახებ“ მე-4 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „კოლხიდაში“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილის წერილი „ეროვნული თეატრი და ენის სიფაქიზე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მეთაური „რით გავიმარჯვებთ?“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძის პიესის „ყრუ სოფელში“ დასკვნითი ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე სიმონის ძე გამსახურდიას ლექსი „შენ დაგეძებდი...“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბერს ქართული თეატრის სეზონი გაიხსანა დავით ერისთავის პიესით „სამშობლო“, რომლის რეჟისორიც იყო ვალერიან შალიკაშვილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 19 სექტემბერს სახალხო სახლში გამართული წარმოდგენის „სამხედრო ბანაკში“ შესახებ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბერს უნდა წარმოედგინათ სპექტაკლი „სამშობლო“, რომლისთვისაც რეჟისორმა ვალერიან შალიკაშვილმა დეკორაციები მხატვარ-დეკორატორებს, ფრანც ნოვაკსა და ლანსკის გაამზადებინა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 26 სექტემბერს ქართული თეატრის სპექტაკლში „სამშობლო“ ვიქტორ გამყრელიძე სვიმონ ლეონიძის როლს ასრულებდა, ნინო დავითაშვილი – ქეთევანისას, ბუდუ მდივანი – ლევან ხიმშიაშვილის, ვალერიან გუნია – შაჰ აბასის როლს, ვალერიან შალიკაშვილი – დიაკვნისას და ა.შ.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 26 სექტემბერს ქართული თეატრის სეზონი გაიხსნა. დასის წევრები იყვნენ: არეთა ლოლუა, მარგარიტა ქილარჯიშვილი, ანა შოთაძე, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ნატალია ჯავახიშვილი და სხვ.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 26 სექტემბერს ქართული თეატრის სეზონი გაიხსნა. თეატრის დეკორატორები იყვნენ იაკობ ნიკოლაძე, ჰენრი გრინევსკი და ლანსკი.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 26 სექტემბერს ქართული თეატრის სეზონი გაიხსნა. დასის წევრები იყვნენ: იოსებ ზარდალიშვილი, ვიქტორ მატარაძე, დავით მგალობლიშვილი, ბუდუ მდივანი, კოტე მესხი, იოსებ ჟივიძე, ვალერიან შალიკაშვილი, ზაქარია საფაროვი და სხვ.