საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89486

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 თებერვალს მარიამ ლუარსაბის ასულ ჩიკოიძეს საკუთარი ბინიდან (დუშეთის ქ. N31) გამოსვენებდნენ და წმინდა ნინოს სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 იანვარს იუსტიციის სამინისტროს დადგენილებით ქუთაისის სამხარეო სასამართლოს ადმინისტრაციული განყოფილების წევრი ივანე პავლეს ძე გობეჩია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. განცხადებას ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორმა და იუსტიციის სამინისტროს კომისარმა შალვა ალექსი-მესხიევმა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 იანვარს ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი დიმიტრი უზნაძე თბილისის სასულიერო სემინარიაში ფილოსოფიისა და მასთან დაკავშირებული საგნების საშტატო მასწავლებლად დაინიშნა. ბრძანებას ხელი მოაწერეს იუსტიციის სამინისტროს კომისარმა და თბილისის სასულიერო სემინარიის საქმეთა მმართველმა შალვა ალექსი-მესხიშვილმა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 იანვარს მთავრობის განკარგულებით მანსვეტოვი კავკასიის მე-4 მსროლელთა დრუჟინაში გადაიყვანეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 20 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე დგებუაძესა და ივანე ჭუმბურიძეს ყალბი ფულის აღება ედებოდათ ბრალად.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 22 იანვრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მახვილაძე თელავის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის უფროსი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის დეკემბერში ივანე ბაღდოევი თელავის საპატიმროს განყოფილების დირექტორად დანიშნეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. ამიროვი მომღერალი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ბურჭულაძის თაოსნობით თელავში წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის სასარგებლოდ წარმოდგენა გაიმართა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს კიევის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული ჩოგავაძე ქუთაისის სასულიერო სემინარიაში ხუცურის პედაგოგად დაინიშნა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 12 ნოემბერს ბათუმში ინჟინერ სკარჟინსკის სახლიდან მზარეული მოიტაცეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვს სურდა, მტკვარში ორთქლის გემების მიმოსვლა დაეწესებინათ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 14 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა შიო დავითაშვილის განცხადება, რომ ის იყო „ჩატეხილი ხიდის“ ავტორი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში, ვარლამ ჭილაძისა და ი. მურადოვის წიგნის მაღაზიაში, „არჩილიანი“ იყიდებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 იანვარს ერევნის სახაზინო პალატის განსაკუთრებულ დავალებათა ჩინოვნიკი რაფაელ გრიგოლის ძე ისაკოვი თბილისის სახაზინო პალატის მეოთხე განყოფილებაში იმავე თანამდებობაზე დაინიშნა. ბრძანებას ხელი მოაწერა ფინანსთა სამინისტროს კომისარმა ქრისტეფორე კარჩიკიანმა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 22 იანვარს თანამდებობიდან გაათავისუფლეს მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონების სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსი ვალერი კორნელის ძე პავლოვსკი. განცხადებას ხელი მოაწერა ევგენი გეგეჭკორმა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 22 იანვარს ნაციონალურ სასწავლებელთა ინსპექტორი სულთან მეჯიდ განიევი ბაქოს ნაციონალური სასწავლებლების დირექტორად დაინიშნა. ბრძანებას ხელი მოაწერა ფ. ხან ხოისკიმ.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს თბილისის პოლიციის სამმართველოში კერძო აღმასრულებლად მუშაობდა პირველი დანაყოფის გუბერნიის მრჩეველი გრიგოლ ფილიპეს ძე ბუჟინსკი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებელი დობრონრავოვი გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“ 75 კაპიკად იყიდებოდა, „დედაენა“ – 30 კაპიკად.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს სვიმონ თევდორაძეს ხაშურში სამსართულიანი სასტუმრო „ვარშავა“ ჰქონდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს კოჟინი ჯარის უფროსი პოდპორუჩიკი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 17 ნოემბერს იოზეფ დრევნიცკი თბილისის საველოსიპედო მოედნიდან აეროსტატით ჰაერში ავიდა და იქიდან პარაშუტით დაეშვა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს პროფესორ ფილატოვს ბავშვთა საავადმყოფო ჰქონდა. ექიმი ზარგარიანცი ფილატოვის კლინიკაში მუშაობდა.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წლის 16 იანვარს ვიქტორ ნიკოლოზის ძე ბოგდანოვი გარდაიცვალა.