რეგისტრირებული ფაქტები87753
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი ანდრეი პავლეს ძე ბეჟანბეკოვი იყო კოლეგიის რეგისტრატორის თანამდებობის შემსრულებელი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოში მსახურობდა ზურაბ დავითის ძე ოდიშელიძე, რომელიც იყო საეკლესიო მამულების საქმეთა სტოლონაჩალნიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოდესაში მოღვაწეობდა პროფესორი ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თარხნიშვილი სახელგანთქმული მეცნიერი, საექიმო და საქირურგო აკადემიის პროფესორი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 3 ნოემბერს ლორის-მელიქოვის ქუჩაზე, ლითოგრაფიის ქვეშ მდებარე ლუდხანაში, იოსებ ქაშიბაძე ხანჯლით მხარში დაჭრეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 4 ნოემბერს პეტერბურგელი ვაჭრის, გოძიევის მეუღლეს ტრამვაიში ჯიბიდან ქისა ამოაცალეს. დაზარალებულმა მომხდარის შესახებ პოლიციაში განაცხადა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის პირველ ნოემბერს დალაქი არტემ ტერ-მაკაროვი ქუჩაში გულწასული იპოვეს. ის მალევე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ფერშალმა ტიგრან შახბაზოვმა პოლიციაში განაცხადა, რომ საათი და ტანსაცმელი მოჰპარეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 იანვრის სხდომაზე ქ. თბილისის გამგეობამ ერთხმად დაადასტურა ხმოსან იოსებ ბესელიძის წინადადება დაკლულ საქონელზე ტარიფის მომატების შესახებ.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა იოსებ ცისკარიშვილის სტატია, რომლის მიხედვითაც თელავში მდებარე „დეპოს“ საქმე ახალმა მმართველობამ ჩაიბარა. ასევე, გამგეობამ საზოგადო წევრთა თანხმობით „დეპოში“ დაასაქმა პირი, რომელსაც დღიური შემოსავალ-გასავლის, სხვა დავთრებისა და ვაჭრობაზე თვალყურის დევნება ევალებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიიღეს პ. კვიცარიძის მიერ შედგენილი ქართული გრამატიკის პირველი ნაწილი „ქართული სწორმეტყველება, სასინჯი სახელმძღვანელო“, რომელიც ავტორის დაუკითხავად გამომცემელ ზაქარია ჭიჭინაძეს გადაუკეთებია და ზოგი რამ გამოუტოვებია კიდეც, რაც არასწორი ქმედება იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბ. გვანცალაძე სამაზრო ერობამ აირჩია თბილისის მაზრის მარტყოფის უბნის მომრიგებელ მოსამართლედ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სანდრო ბაქრაძემ წარუდგინა თავისი ნაწარმოები „მზე და ჭაბუკი“ (ლეგენდა) წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ნ. ერისთავისა და ნ. ღოღობერიძის სახელობის პრემიის მისაღებად.

