საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90438

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 2 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი იანვრიდან 2 აპრილამდე. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 2 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გომარეთის სკოლის მასწავლებლის კოტე სეხნიაშვილის მოხსენება მეორე მასწავლებლის მოწვევის შესახებ. საკითხს თან ერთვის ცნობა იმის შესახებ, რომ იმ დროისთვის სკოლაში ერთი განყოფილება ფუნქციონირებდა, სადაც სულ 42 მოსწავლე სწავლობდა, ასევე სკოლაზე გამგეობა წელიწადში ხარჯავდა 470 მანეთს, ხოლო სოფლელები სკოლას შეშითა და მოსამსახურის დახმარებით უზრუნველყოფდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა არტურ ლაისტმა, რომ დახმარება დაენიშნათ ახალგაზრდა პოეტ ალექსანდრე შანშიაშვილისთვის, რომელიც ცხოვრობდა ბერნში და სწავლობდა გერმანულ ენას. მისივე გადმოცემით შანშიაშვილს სურდა გერმანულ ენაზე დაწერილი პოეზიის თარგმნა ქართულად. გამგეობას ლაისტის თხოვნა არ განუხილავს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო დედაბრიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, სერგი გორგაძე და ლუარსაბ ბოცვაძე წარმოადგინეს 19, 20 და 21 მარტის საერთო კრების ოქმები, რომლებიც გამგეობას არ განუხილავს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 2 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძემ განაცხადა, რომ სურვილი ჰქონდა მიეღოთ საზოგადოების მუდმივ წევრად და რადგანაც არ ჰქონდა ნაღდი ფული, წევრობის საფასურად გამგეობას 6 თუმნის წიგნები შესთავაზა. გამგეობას ი. მერკვილაძის თხოვნა არ განუხილავს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო დედაბრიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, სერგი გორგაძე და ლუარსაბ ბოცვაძე; გამგეობას თბილისის სახალხო სკოლების დირექტორმა შეატყობინა, რომ ის საჭიროდ არ თვლიდა სოფელ შრომაში გაეხსნათ საზოგადოების სკოლა, რადგან ამ სოფლის ყრილობის დადგენილების თანახმად იქ უნდა გახსნილიყო სამინისტრო სასწავლებელი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის აპრილში მწერალმა და ჟურნალისტმა აკაკი პაპავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებაში საჯარო ლექცია წაიკითხა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის აპრილში ორიენტალისტმა იოსებ ალექსის ძე ყიფშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებაში წაიკითხა ლექცია „მეგრული ენა და მისი შესწავლის ისტორია“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის აპრილში ექიმმა სლოვკინმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებაში ციების შესახებ ლექცია წაიკითხა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 31 მარტს ვასილ ეგიაზაროვს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის მშენებლობისთვის საჭირო მასალაში 80 მანეთი გადაუხადეს, გადასახდელი დარჩათ 24. 02 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ბორჯომის განყოფილების 29 იანვრის არჩევნები წესდების დარღვევის გამო გააუქმა. ახალი არჩევნები 15 აპრილს დაინიშნა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 30 მარტს ხრეითის წმ. გიორგის (ზეციხის უბნის) ეკლესიის მღვდელი მიხეილ ასლანის ძე ჯაფარიძე გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

თბილისის სახაზინო პალატის ოფიციალური შეტყობინების თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 1912 წლის 29 მარტს ხაზინაში შეუტანია 72 მანეთი – იაკობ გოგებაშვილის ანდერძის სამემკვიდრეო ბაჟი (ხელმომწერი – სტოლონაჩალნიკი კირაკოზოვი).

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წლის 23 მარტს შევსებული ანგარიშსწორების ფურცლის სატიტულო მონაცემებით, 1-ლი გილდიის ვაჭარს – ვასილ სერგის ძე ეგიაზაროვს – ეკუთვნოდა 1802 წელს დაარსებული ფირმა (სორტული ფურცლოვანი რკინა, ფოლადისა და ბრინჯაოს ნაკეთობა, წყალსადენი მილები, მავთულის წკირები, კავეული, ელექტროხელსაწყოები, ინგლისური, ფრანგული, ამერიკული საქონელი, პორტლენდის ცემენტი, მშრალი საღებავები), რომელსაც თბილისში ჰქონდა: მთავარი მაღაზია (სალდათის ბაზარი, ტელ.: N 311), ფილიალი (მაიდანი, ტელ.: N 814) და საწყობი (ჩერქეზიშვილის ქ., ტელ.: N 189).

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წლის 23 მარტს ა. იორდანოვის სახელზე გამოწერილი ქვითრის თანახმად, ვასილ სერგის ძე ეგიაზაროვის მაღაზიაში სამშენებლო იარაღებისა და დეტალების – ამერიკული ბურღები, ლითონის კბილაკები, ყრუ ჭანჭიკები, მავთულები – შეძენა 104 მანეთი და 02 კაპიკი დაჯდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 23 მარტის უწყისის თანახმად, ილია ჭავჭავაძის საფლავის მოაჯირის მშენებლობის მონაწილე სტეფანე ტოროსოვმა 5 სამუშაო დღეში 11 მანეთი მიიღო, ივანე მეგრელიშვილმა – 5. 50. უწყისს ხელს აწერენ თ. ლებედა და ა. იორდანოვი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 23 მარტს მეტეხის ციხეში იოსებ იმედაშვილმა დაწერა თხზულება „მეზღვაური“, რომელიც ჭოლა ლომთათიძეს მიუძღვნა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 22 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ჟურნალზე საქმისმწარმოებლის გრიგოლ ბურჭულაძის ჩანაწერია გაკეთებული, რომლითაც ვიგებთ, რომ წევრთა მცირე რაოდენობის გამო საზოგადოების სხდომა არ შედგა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრების მეთხუთმეტე სხდომა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ესწრებოდნენ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გომარეთის სკოლის მასწავლებელ კოტე სეხნიაშვილის მოხსენება მეორე მასწავლებლის მოწვევის შესახებ. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს 19, 20 და 21 მარტის კრების დადგენილებები, რომლებიც გამგეობას არ განუხილავს. ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ბესარაბიის მეღვინეობისა და მევენახეობის საშუალო სასწავლებლის დირექტორმა, რომ ნაცვლად იაკობ ორჯონიკიძისა, რომელმაც სასწავლებელი უკვე დაასრულა, სტიპენდია დაენიშნათ ზუგდიდის მოქალაქე თეოფილე კვარაცხელიასთვის. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ჩხარის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გამგე ნინო გოგოლაშვილმა გამგეობას წიგნების დახმარება სთხოვა. გამგეობას მისი თხოვნა არ განუხილავს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს თელავის განყოფილების გამგეობის მოხსენება ილიას ყვარლის მამულის ჩაბარების შესახებ, რომელიც გამგეობას არ განუხილავს. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ექვთიმე თაყაიშვილმა საზოგადოებას გააცნო ბესარიონ ნიჟარაძის წინადადება, რომ შეეძინათ მისგან ხელნაწერი სვანურ-ქართული ლექსიკონი, რომელიც დავით კარიჭაშვილს ჰქონია შემოწმებული.