საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89485

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს ჩანაწერების რვეულში 96.91 მანეთი გადაუხადა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რედაქციაში მიიღეს არისტოტელე ქუთათელაძის მიერ შედგენილი ახალი ქართული წიგნი „პირველ-დაწყებითი ქართული გრამატიკა“, რომელიც გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში იყო დაბეჭდილი და 2 აბაზი ღირდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 მარტს ანასტასია წერეთლის თხოვნის საფუძველზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა თბილისის მეორე სამკითხველოს 11 მანეთის წიგნები გაუგზავნეს. გადაწყვეტილება ხელმოწერით დაადასტურეს: ივანე რატიშვილმა, იაკობ გოგებაშვილმა და ექვთიმე თაყაიშვილმა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 3 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის მოთხრობა „საცოდავნის“ I და II თავები.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის მოთხრობა „საცოდავნის“ მე-3 თავი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის მოთხრობა „საცოდავნის“ მე-4 და მე-5 თავი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის მოთხრობა „საცოდავნის“ დასასრული.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 15 მაისს ქართული დრამატულ თეატრს უნდა წარმოედგინა ავქსენტი ცაგარლის ოთხმოქმედებიანი კომედია „ციმბირელი“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: მარიამ საფაროვ-აბაშიძისა, ნატალია გაბუნია-ცაგარლისა, ლეონიძისა, თამაროვისა, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, ავქსენტი ცაგარელი, კავთელი, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, უნდა დაებეჭდათ იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი „ბუნების კარის“ მე-7 გამოცემა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ი. ორმოცაძემ, დ. ორმოცაძემ, ვ. გოგუაძემ, გ. ორმოცაძემ, თარხან ორმოცაძემ და რ. ცომაიამ ნიგოითის სამკითხველოს თითო აბაზი შესწირეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე არქეოლოგად მუშაობდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს ერმილე ნაკაშიძე წინამძღვარიანთკარის სამეურნეო სკოლის მმართველი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჯონ ოლივერ უორდროპი თელავიდან გომბორის გზით დააბრუნდა თბილისში.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თელავის ერთ-ერთ დეპუტატად ფირუზ ყაზახაშვილი აირჩიეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 6 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავში ტყავზე დაწერილი მეცხრე საუკუნის მანუსკრიპტი აღმოაჩინა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჯონ ოლივერ უორდროპი საქართველოს შესახებ დაწერილ წიგნში „საქართველოს სამეფო“(The Kingdom of Georgia) აღნიშნავდა, რომ საქართველოში სკოლებისა და მოსწავლეების რაოდენობა თანდათან იზრდებოდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თელავის ერთ-ერთ დეპუტატად ივანე ბაღდოევი აირჩიეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 6 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კოტე სიმონის ძე მესხის დასმა ბათუმში „შეშლილია“ და „გემრიელი ლუკმა“ წარმოადგინა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ თათუზოვის რჩევით თელავის მოსახლეობამ თვითმმართველობის შემოღება გადაწყვიტა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ თათუზოვმა თელავის დეპუტატად დარჩენაზე უარი განაცხადა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე სულხანის ძე ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო სკოლას 40 თუმანი შესწირა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს არისტოტელე ვასილის ძე ქუთათელაძე თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს მ. სამსონიძემ და ი. სიხარულიძემ ნიგოითის სამკითხველოს ორ-ორი აბაზი შესწირეს, გ. გოგეშვილმა – ხუთი აბაზი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ნ. ესებუამ, დ. გრიგოლიამ, ს. ღლონტმა, ა. თავლიშვილმა და კ. ტოროტაძემ ნიგოითის სამკითხველოს თითო აბაზი შესწირეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს დ. არველაძემ, ი. გოგუაძემ, პ. ორმოცაძემ, გ. ფილიამ, მ. ფირცხალაიშვილმა და ნ. გოგეშვილმა ნიგოითის სამკითხველოს ათ-ათი შაური შესწირეს.