რეგისტრირებული ფაქტები89485
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ მოსე ჯანაშვილი წერს, რომ ინჟინერ ვასილ კაკაბაძის წიგნი „მრეწველობის განვითარების საკითხი ჩვენში“ სავაჭრო პალატამ უნდა დაბეჭდოს მრავალათასიანი ტირაჟით და გაავრცელოს, რათა სახელმძღვანელოდ ჰქონდეს არა მარტო მრეწველსა და ვაჭარს, არამედ ქვეყნის აღორძინების მსურველ ყველა მოქალაქეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოც. რევოლუციონერების წარმომადგენელმა ლეო შენგელაიამ განაცხადა, რომ მინისტრიდან დაწყებული გვარდიელამდე და უბრალო მილიციელამდე დამთავრებული ყველა იყო სოც. დემოკრატთა პროპაგანდისტი და მათთვის სახელმწიფო ხარჯით პროპაგანდისტების დამატება საჭირო აღარ იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 საათზე ქართულ კლუბში სამუსიკო საზოგადოება და საქართველოს ცენტრალური კოოპერატიული კავშირი მართავდა ახალი სიმღერებისა და რომანსების საღამოს, წარმოადგენდნენ დიმიტრი არაყიშვილის მუსიკას, მონაწილეობდა ქართული საოპერო სტუდიის კაპელა და სოლისტები.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 19 თებერვალს წითელი ჯვრის მოწყალების და მარო მაყაშვილი ბრძოლის ველზე თავისი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაიღუპა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 დეკემბერს ქუთაისის საკრებულო დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე ქუთაისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას ვ. მ. ერისთავმა, ი. ზ. მელიქიშვილმა, ბ. ა. მიქელაძემ, ნინო ბესარიონის ასულმა ხელთუფლიშვილმა და პ. ა. წერეთელმა 3-3 მანეთი შესწირეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს გარდაცვლილ ვარლამ სარდიონის ძე დალაქიშვილის მშობლებს ი. ზაქარეიშვილი, ი. ხვიჩია, პ. გეორგაძე და ი. აბდალაძე თითო მანეთით დაეხმარნენ.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 17 დეკემბერს წალენჯიხაში შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობის საქმისმწარმოებლად გ. თვალთვაძის დანიშვნა გადაწყვიტეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათაშვილმა თბილისის თავად-აზნაურთა წინამძღოლის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვრის სხდომაზე სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობამ გაიზიარა დიმიტრი აფხაზის მოხსენებათა დებულებები და შესაბამისი რეზოლუციისთვის პრეზიდიუმს გადასცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში მეცნიერმა რობერტ ბლეიკმა ქუთაისის სიძველეთა საცავში მეათე საუკუნის ხელნაწერიდან, „მაკარის ცხოვრებიდან“ პალეოგრაფიული ხელით გადმოხატა ორი წარწერა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული რაზმის უფროსმა მელქისედეკ კედიამ შეიტყო, რომ საეჭვო პირები ამზადებდნენ ყალბ მოწმობებს საქართველოდან სხვადასხვა სავალუტო საქონლის გასატანად, ამ ყალბ მოწმობებს ბირჯაზეც ყიდდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკს შეხვდნენ მევენახეთა კონგრესის საბჭოს თავმჯდომარე ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი და საბჭოს წევრი გ. ა. წინამძღვრიშვილი.

