საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81743

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. მ. მირზოევის ბამბის ქარხანაში ნაჭერზე 160-მდე ადამიანი მუშაობდა, რომლებიც ეროვნებით იყვნენ ქართველები, სომხები და თათრები. უმეტესი მათგანი რამდენიმე წლის თანაშრომელი იყო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. მ. მირზოევის ბამბის ქარხანა დროებით არ მუშაობდა. მეპატრონე მუშებს ქალაქ ლოძიდან ელოდებოდა და როდესაც ისინი თბილისში ჩამოვიდოდნენ, ქარხანაში მუშაობა აღდგებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 სექტემბერს წმ. ნინოს სასწავლებლის აქტის წაკითხვის დროს ივანე ალექსის ძე ჩითახოვმა სასწავლებლის საქველმოქმედო საზოგადოების რჩევის განყოფილების თავმჯდომარეს განუცხადა, რომ ყოველწლიურად სასწავლებელს 100 მანეთს შესწირავდა, რისთვისაც ჩითახოვს მადლობა გადაუხადეს რჩევის წევრებმა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკს ყოველწლიურად 1,5% გარდა სხვა შემოსავალიც ჰქონდა, რომლის იმედად 1883 წელს ბანკის გამგეობამ კრებაზე ითხოვა კრედიტის 0,5%-ით გაიაფება, თუმცა თხოვნა არ დაკმაყოფილდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ სახელმწიფო ბანკი კერძო ბანკთან შედარებით უფრო დაბალ 0,25%-იან კრედიტს სთავაზობდა თავადაზნაურობას, რადგან სახელმწიფოს ხაზინაში ჰქონდა ფინანსური რესურსი ბანკის მართვა-გამგეობისთვის ცალკე გადაედო თანხა, ზარალისთვის – ცალკე და სათადარიგო თანხაც ჰქონოდა.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფრიდმანი რუსეთში ძვირფასი ქვების ქურდობისთვის დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ის ქვებს ყლაპავდა და ისე ჩამოჰქონდა თბილისში გასაყიდად.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფრიდმანს მოსკოვის ოლქის სასამართლომ ძვირფასი ქვების მოპარვისთვის პატიმრობა მიუსაჯა. ფრიდმანმა მათ თხოვნით მიმართა, რომ თავისი პატიმრობა ქალაქ გორში გაგრძელებულიყო და იგი გადაიყვანეს გორის საპყრობილეში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გასულ წელს ვარლამ ივანეს ძე ჭილაძეს სურდა მწერლების თხზულებების კრებული გამოეცა, მაგრამ ვერ მოხერხდა, უცნობია, რამ შეუშალა ხელი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აკაკი წერეთლის ლექსები რუსულ ენაზე ითარგმნა და უახლოეს დღეებში დაიბეჭდებოდა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კადეტთა კორპუსის კურსდამთავრებული იყო აფხაზი.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ახვლედიანი იყო კადეტთა კორპუსის კურსდამთავრებული.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიქელაძე იყო კადეტთა კორპუსის კურსდამთავრებული.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჟურული კადეტთა კორპუსის კურსდამთავრებული იყო.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჯანდიერი კადეტთა კორპუსის კურსდამთავრებული იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ სახელმწიფო ბანკს შემოსავალი რუსეთის იმპერიის მასშტაბით ჰქონდა და თუკი იგი 500-600 მილიონს სესხად გასცემდა, 0,25%-იანი კრედიტით წლიურად 1 250 000 ან 1 500 000 მანეთი ექნებოდა მოგება, რაც სრულიად საკმარისი იყო ხარჯების დასაფარად. ამ მონაცემებით სახელმწიფო ბანკის კერძოსთან შედარება არც შეიძლებოდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფრიდმანი იყო ოქრომჭედელი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფრიდმანს რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან ძვირფასი ქვები ჩამოჰქონდა გასაყიდად.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფოსტის გაძარცვაში ბრალდებულებმა მურტუზ ოზიევმა და ალდემირ დოლოხოვმა სამხედრო სასამართლოს მიერ მისჯილი პატიმრობა გააპროტესტეს, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა და ჩამოხრჩობა მიუსაჯა მათ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვოიტეხოვიჩი სამსახურიდან დაითხოვეს შტაბ-კაპიტნის ჩინით, მუნდირითა და ხელფასის ორი მესამედი ოდენობის პენსიით.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე სტეფანეს ძე ჟუკოვსკის ჰქონდა პოდპორუჩიკის წოდება.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კარგარეთელი იმიერკასპიის საავადმყოფოში N 1 მწერლად დანიშნეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე სტეფანეს ძე ჟუკოვსკი საშინაო საქმეების გამო დაითხოვეს სამსახურიდან.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის გუბერნიის სამხედრო გუბერნატორი იყო ბ. სმეკალოვი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ გიორგის ძე ერისთავი თონეთის სამაზრო მმართველობის მე-9 კლასის შტატგარეშე მოხელედ დანიშნეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარლამ ივანეს ძე ჭილაძეს სურდა ქუთაისის თეატრის შენობის რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობის პასუხისმგებლობის აღება.