რეგისტრირებული ფაქტები93598
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 12 დეკემბერს სოფ. ამაღლების მამასახლისად ლუკა ტყეშელაშვილი აირჩიეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11-12 დეკემბერს სამხედრო სასამართლოს ნოე ჟღენტის საქმე უნდა განეხილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11-12 დეკემბერს სამხედრო სასამართლოს სერაპიონ ბურჯანაძის საქმე უნდა განეხილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11-12 დეკემბერს სამხედრო სასამართლოს მეთოდე მახარაძის საქმე უნდა განეხილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. კორბოულში იაკობ გოგებაშვილის სახელობის წიგნსაცავ-სამკითხველო იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის თავმჯდომარეობით გამართულ შავი ქვის მრეწველთა მეექვსე სხდომაზე გადაწყვიტეს, სტიპენდიებიდან დაბრუნებული თანხა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილებისთვის გადაეცათ.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 11 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევსევი ჭიჭინაძე მოწამეთას მონასტრის იღუმენი იყო.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 11 დეკემბერს ქუთაისის ოლქის სასამართლომ პარმენ ნემსაძეს 3 წლით კატორღა მიუსაჯა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 11 დეკემბერს კავკასიის სამხედრო სასამართლომ გოგია ჟორდანიას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 11 დეკემბერს კავკასიის სამხედრო სასამართლომ ჯიმშერ ფირცხალაიშვილს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 11 დეკემბერს კავკასიის სამხედრო სასამართლომ შალვა ორაგველიძეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 დეკემბერს სამხედრო სასამართლოს გოგია ჟორდანიას საქმე უნდა განეხილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 დეკემბერს სამხედრო სასამართლოს ჯიმშერ ფირცხალაიშვილის საქმე უნდა განეხილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 დეკემბერს სამხედრო სასამართლოს შალვა ორაგველიძის საქმე უნდა განეხილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 დეკემბრიდან ქუთაისში პ. ბაბუნაშვილის რედაქტორობით ყოველდღიური პოლიტიკური და სალიტერატურო ქართული გაზეთი „მერცხალი“ უნდა გამოსულიყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 დეკემბერს ჭიათურაში აკაკი წერეთლის პიესა „თამარ ცბიერი“ წარმოადგინეს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 9 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თამარ გრუზინსკაია მსახიობი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 დეკემბერს თეატრ „რადიუმში“ გიორგი ივანეს ძე ბადრიძეს უნდა წაეკითხა ლექცია „მარგებელი საჭმელის გავლენა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძელობაზე“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 დეკემბერს თეატრ „რადიუმში“ სერგო ისიდორეს ძე რობაქიძეს საქართველოს გეოგრაფიიდან ლექციის კითხვა უნდა გაეგრძელებინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 დეკემბერს ქუთაისის საკრებულოს დარბაზში დრამატული საზოგადოების მიერ გამართულ ღონისძიებაში თამარ გრუზინსკაია მონაწილეობდა.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 9 დეკემბერს ავქსენტი მიხეილის ძე ფრუიძე ცაგერის გზაზე თოკზე ჩამოკიდებული იპოვეს.

