საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90434

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გიორგი წერეთლის მოთხრობა „მამიდა ასმათი“, მე-11, მე-12 და მე-13 თავი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი დანიშნავდა თარიღს თუ როდის უნდა ჩატარებულიყო კავკასიის სამეურნეო საზოგადოების საერთო კრება.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაზეთი „Новое Обозръние“ იუწყებოდა, რომ დავით ჩუბინაშვილი სამეცნიერო მოღვაწეობის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად კავკასიაში აპირებდა ჩასვლას.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია თუმანიშვილის ახალი საყმაწვილო წიგნი „ხუთი ამბავი“ ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის წიგნის მაღაზიაში, 3 შაურად იყიდებოდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია თუმანიშვილმა შეადგინა ახალი საყმაწვილო წიგნი „ხუთი ამბავი“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე უნდა განეხილათ ხ. ა. ვერმიშოვის მოხსენება „გლეხთა ოჯახობის თაობაზე ამიერკავკასიაში“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს დავით გაჩეჩილაძემ განათლების სამინისტროს მიმართა და პედაგოგის თანამდებობის დაკავებას ითხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ანასტასია აპოლონის ასულმა ივანიცკიმ განათლების სამინისტროს მიმართა და პედაგოგის თანამდებობის დაკავებას ითხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ეკატერინე იოსების ასულმა ანთაძემ განათლების სამინისტროს მიმართა და პედაგოგის თანამდებობის დაკავებას ითხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს გიორგი მეფერტმა განათლების სამინისტროს პედაგოგის თანამდებობის დაკავების მოთხოვნით მიმართა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს კალისტრატე ტიმოთეს ძე ჟვანიამ განათლების სამინისტროს მიმართა და პედაგოგის თანამდებობის დაკავებას ითხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ვალენტინა ნიკოლოზის ასულმა ტერ-ნერსესოვმა განათლების სამინისტროს პედაგოგის თანამდებობის დაკავების მოთხოვნით მიმართა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სენატის გადაწყვეტილებით, პეტრე ნაკაშიძეს მაზრის მთავრობასთან შეტაკება ედებოდა ბრალად.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ჰყიდდა გიორგი სოლომონის ძე ბებუთოვისა და მარიამ და ნინო სოლომონის ასულ ბებუთოვების თბილისში, ფრანგების სასაფლაოს აღმართზე, მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სალომე გიორგის ასულ ედიგაროვისა და ნიკოლოზ, ვასილ და კონსტანტინე სოლომონის ძე ედიგაროვების თბილისში, პატარა პოლიციის ქუჩაზე, მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს ორსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.