საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87752

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ სტეფანე, მიხაილ და ალექსანდრე გეოს ძე ჯანოევი ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში, პოლიციის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 1123 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ისიდორე გიორგის ძე გაბაევს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ლაზარეთის ქუჩის შესახვევში მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 120 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ როდამ იოსების ასულ გრაბოვსკს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ბალახვანის ქუჩაზე, მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი და 77 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ბესარიონ ალექსის ძე გაბაევს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ქვეშეთის ქუჩაზე, მდებარე ორი ქვითკირის სახლი და 300 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ დომინიკა ნიკოლოზის ასულ ჯიმშეროვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, გიმნაზიის ქუჩაზე მდებარე ერთი ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და ერთი ორსართულიანი, ასევე 241 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ სოფრომ მიხეილის ძე ბურჭულაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ლაზარეთის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 90 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ სოლომონ პეტრეს ძე აქოევს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ფრანგების ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლი და 50 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ პეტრე დავითის ძე ჭედიას ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, მთის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი და 157 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ეკატერინა ანდრიას ასულ ჩარკვიანს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, მთის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 423 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 იანვარს დუშეთიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინეს, რომ ყაჩაღ ვიდო პაპიაშვილის მოკვლით სოფელ ჟინვალში ყაჩაღთა თარეში მოისპო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის თებერვალში აზერბაიჯანის მთავრობამ მოახერხა ზაქათალის ოლქის შემოერთება, სადაც გენერალ-გუბერნატორად დენიკინელი ლეკი, გალაჩიხანი დაინიშნა. ამით მთავრობამ მოიგო ლეკების გული, რომელთაც აზერბაიჯანთან შეერთება არ სურდათ. ზაქათალის წარმომადგენელი მიიწვიეს მთავრობაში. აქამდე ეს ოლქი სადავო ტერიტორიად მიიჩნეოდა.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვიდო პაპიაშვილი იყო ყაჩაღი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლ თებერვალს სამხედრო მინისტრმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ გენერალ დავით ართმელაძეს გაგრაში, სოჭის ოლქში გლეხების აჯანყების შესახებ შეტყობინება (დეპეშა) გაუგზავნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის პირველ თებერვალს სამხედრო მინისტრმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ გენერალ დავით ართმელაძეს მისწერა, რომ სოჭის ოლქში აჯანყებული გლეხების წინააღმდეგ ნეიტრალიტეტი დაეცვათ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს დავით ადამის ძე ართმელაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის გენერალი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვალს სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლიორი ჯაგეტიანცი თბილისიდან ერევანში გაემგზავრა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს ქალაქთა კავშირის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე მელიტონ რუსიამ ონის ქალაქისთავ ბიჭაშვილისგან მიიღო შეტყობინება ქალაქში შიმშილობის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს ქალაქთა კავშირის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარემ მელიტონ რუსიამ ონში შიმშილობის შეტყობის შემდეგ მომარაგებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში სათანადო შუამდგომლობა აღძრა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მელიტონ ივანეს ძე რუსია საქართველოს ქალაქთა კავშირის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ბიჭაშვილი ონის ქალაქისთავი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გიორგი ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი ინჟინერი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 თებერვალს სახაზინო რკინიგზის სამმართველოს თათბირზე უნდა განეხილათ ინჟინერ კუჩინსკის საუღელტეხილო რკინიგზის პროექტი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კუჩინსკი ინჟინერი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ილია (ილიკო) სოლომონის ძე აბაშიძე სამუსიკო კოლეგიის მდივანი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ალექსანდრე (სანდრო) ვასილის ძე ახმეტელი ქართული მუსიკალური საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.