საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87752

1910

ტიპი: თანამდებობა

1910-1916 წლებში მოსე ჯანაშვილი ასწავლიდა ქართულ ენას ქალთა მეხუთე გიმნაზიაში.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წელს გარდაიცვალა ალექსი მირიანაშვილის მამა ივანე.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს თბილისში გრიგოლ მესხმა რუსი მხატვრების გამოფენა მოაწყო.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს ილარიონ ივანეს ძე ვორონცოვ-დაშკოვი იყო კავკასიის მეფისნაცვალი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ქალაქ გორში მარო და ეკატერინე თარხნიშვილების ხელმძღვანელობით წარმატებით გაიმართა კონცერტი ორ მოქმედებად.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს ელისე მაჭავარიანი ხაშმის ერთკლასიანი სასწავლებლის გალობის მასწავლებლად დაინიშნა.

1910

ტიპი: თანამდებობა

სიკო ბესარიონის ძე ბადურაშვილი (კიკნა-ფშაველა) სამწერლო ასპარეზზე 1910 წელს გამოვიდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს იაკობ ფანცხავას მუდმივად აბეზღებდნენ ჟანდარმერიაში, გუბერნატორსა და მეფისნაცვალათან.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს შიო არაგვისპირელმა ავტობიოგრაფია კოტე მაყაშვილის თხოვნით დაწერა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს თედო სახოკია ინგლისში ჩავიდა, როგორც ჭიათურის შავი ქვის საწარმოს წარმომადგენელი.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს თედო სახოკია ინგლისში ჩავიდა, როგორც ჭიათურის შავი ქვის საწარმოს წარმომადგენელი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ოლივერ უორდროპმა თავის სოფელ სევენოკში დაპატიჟა ლონდონში ჩასული ქართველები.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წელს, როცა თედო სახოკია ინგლისში ჩავიდა, მარჯორი უორდროპი უკვე გარდაცვლილი იყო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ოლივერ უორდროპი ისე განიცდიდა ქართველთა ყოველ გასაჭირს, როგორც ნამდვილი ქართველი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ოლივერ უორდროპს ახარებდა ყოველი, სულ მცირედი ფაქტი ქართველი ხალხის თუ მისი ლიტერატურის წინსვლისა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლიდან ოლივერ უორდროპის მიერ თედო სახოკიასთვის გამოგზავნილი ყოველი წერილი თავს დასტრიალებდა საქართველოსა და ქართველი ერის კეთილდღეობას.

1910

ტიპი: ავტორობა

1910-1915 წლებში ინგლისიდან ბრიუსელში დაბრუნებულს, მას ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში საინტერესო მიმოწერა ჰქონდა ინგლისში გაცნობილ ოლივერ უორდროპთან.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს ოლივერ უორდროპს დაწერილი ჰქონდა ნაშრომი „საქართველოს სამეფო“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს ოლივერ და მარჯორი უორდროპებს ინგლისურად ნათარგმნი ჰქონდათ „ვისრამიანი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს ოლივერ და მარჯორი უორდროპებს ნათარგმნი ჰქონდათ ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“, სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“ და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს ოლივერ და მარჯორი უორდროპებს ნათარგმნი ჰქონდათ ვლადიმერ აღნიაშვილის ქართული ზღაპრები.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს მას მერე, რაც დუტუ მეგრელისა და ანასტასია ერისთავის შვილები წამოიზარდნენ, ანასტასია გორში დაბინავდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლიდან დუტუ მეგრელისა და ანასტასია ერისთავის შვილები გორში სწავლობდნენ.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, ერთ-ერთი ძმა, გიორგი მასზე ორი წლით იყო უმცროსი.