საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92254

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 29 სექტემბერს ქუთაისის ხე-ტყის საწყობიდან ვლადიმერ არქიპოვმა ნ. მაღლაკელიძეს 9 მანეთი მოჰპარა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბერს ზესტაფონში გამართულ წვრილ და მსხვილ მემამულეთა ამომრჩევლების კრებაზე ვლადიმერ მიქელაძის მომხრეებმა კანდიდატებად კალისტრატე ჩიკვაიძე და პავლე ჩხეიძე დაასახელეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბერს ზუგდიდში გლეხთა რწმუნებულების არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს ი. კვარაცხელიამ, ი. ოდიშარიამ და ს. იოსავამ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფელ თუზში სამინისტრო სკოლას ადგილობრივმა თავადმა პლატონ ლუკას ძე აბაშიძემ მიწა შესწირა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ (რედაქტორი გრიგოლ ჭელიძე) ცნობით, 26 სექტემბერს ქუთაისის თეატრში ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ქართულ სცენაზე დასაქმება სურდათ, გამოსაცდელი წარმოდგენა გაიმართა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში ვლადიმერ ჩიქოვანმა მიხეილ ვორონოვი დანით თავში დაჭრა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ცნობით, ტრიფონ მიხეილის ძე ჯაფარიძის წერილები ახალ ათონში მოგზაურობის შესახებ, რომელიც „კოლხიდაში“ იბეჭდებოდა, ცალკე წიგნად გამოვიდა. წიგნი სამ შაურად უნდა გაყიდულიყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, 22 სექტემბერს ქუთაისში კოსტა ჯიქიამ ერისტო ხარაბაძე დანით ხელში დაჭრა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ემელიანე ლომთათიძე სოფელ ხიდისთავში ცხოვრობდა და ცოლ-შვილს კერძო გაკვეთილებით არჩენდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ საშუალებით, ფოთის მოსახლეობას სთხოვეს, არჩევნებში ეპისკოპოს ლეონიდესა და მიხეილ ესაკიასთვის მიეცათ ხმა. 

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სტეფანე თედორაძის ცოლმა თავი ჩამოიხრჩო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, 90 წლის გიორგი აბაშიძეს თავს დაესხნენ, გაძარცვეს და დაჭრეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბერს წვრილ და მსხვილ მემამულეთა წარმომადგენლების არჩევნებზე ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე გააშავეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბერს ზესტაფონში გამართულ წვრილ და მსხვილ მემამულეთა ამომრჩევლების კრებაზე 71 მემამულე და ამომრჩეველი გამოცხადდა. ოთხი ამომრჩეველი უნდა დაესახელებინათ. კიტა აბაშიძის მომხრეებმა ოთხი კანდიდატი დაასახელეს, ვლადიმერ მიქელაძის მომხრეებმა – ორი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბერს ონში დეპუტატობის კანდიდატებად აირჩიეს დიმიტრი ალექსანდრეს ძე ყიფიანი, ალექსანდრე იოსების ძე კვიტაშვილი და სიმონ ჯაფარიძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბერს ზესტაფონში გამართულ წვრილ და მსხვილ მემამულეთა ამომრჩევლების კრებაზე ამომრჩევლებად ალექსანდრე ზურაბის ძე წერეთელი, იოსებ ალექსანდრეს ძე გუნცაძე, ილია ზურაბის ძე აბაშიძე და ალექსანდრე ხახულის ძე აბაშიძე დაასახელეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბერს ზესტაფონში გლეხთა კურიიდან ამომრჩეველთა კრებაზე 48 ამომრჩევლიდან 43 გამოცხადდა. გლეხებმა კანდიდატებად არჩილ დიმიტრის ძე არაბიძე და მიხეილ გრიგოლის ძე ფხალაძე დაასახელეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბერს ზესტაფონში წვრილ და მსხვილ მემამულეთა ამომრჩევლების კრებაზე ვლადიმერ მიქელაძის მომხრეებმა კანდიდატები დაასახელეს, მაგრამ მოგვიანებით თავიანთი კანდიდატები მოხსნეს, რადგან მიხვდნენ, რომ ვერ გაიმარჯვებდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბერს ზუგდიდის სასამართლოს დარბაზში გ. დადიანის თავმჯდომარეობით გლეხთა რწმუნებულების კრება გაიმართა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბერს ზუგდიდში გლეხ რწმუნებულების კრებაზე დეპუტატების ამომრჩევლად ი. კვარაცხელია დაასახელეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი, თუ როგორ უნდა აღენიშნათ 27 ოქტომბერს ილიას 75 წლის იუბილე, რაზედაც გამგეობამ დაადგინა, რომ 4 ოქტომბერს უნდა მოეწვიათ განსაკუთრებული კრება, რომელსაც დაესწრებოდნენ გამგეობის დაწესებულებათა წარმომადგენლები. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა იპოლიტე ვართაგავამ თელავის სკოლის რევიზიის შესახებ, რომელიც გამგეობამ მიიღო და მოხსენების ასლი გაუგზავნა თელავის განყოფილებას.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სენაკის სკოლის საქმე, რომელსაც თან ერთვის ცნობა, რომ სენაკის სკოლა მდებარეობდა თავადი მინგრელსკის მიწაზე. რადგან სკოლის შენობა ჯერ კიდევ დასამთავრებელი იყო და მასწავლებლებსაც არ ჰქონდათ კუთვნილი ხელფასი მიღებული, გადაწყვიტეს, სკოლის მიწა და შენობა ბანკში დაეგირავებინათ, აღებული ფულით კი დაემთავრებინათ სკოლის შეკეთება და გადაეხადათ მასწავლებლების ხელფასი. ამისათვის საჭირო იყო მიწა დაემტკიცებინათ საზოგადოების სახელზე, რისთვისაც მამულის გამგე ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ალშიბაიამ საზოგადოებას მოსთხოვა ვალდებულების ქაღალდი, რომლის თანახმად, თუ ოდესმე სკოლა დაიხურებოდა, საზოგადოების ვალდებულება იქნებოდა თავადი მინგრელსკისათვის გადაეხადა 2500 მანეთი. გამგეობამ დაადგინა, რომ სასამართლო წესით ეცდებოდნენ დაემტკიცებინათ მამული საზოგადოების სახელზე, ხოლო მინგრელსკის მოურავს სთხოვეს, საზოგადოება გაეთავისუფლებინა 2500 მანეთის გადახდის ვალდებულებისაგან.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განგეობამ სერგი გორგაძეს წიგნების ანგარიშში გადასცა — 25.94 მან., იპოლიტე ვართაგავას თელავში წასასვლელად — 6.10 მან., იასონ კერესელიძეს — 190.50 მან., დოისიციანს — 8.55 მან., ასევე გადაიხადეს საზოგადოების სხვადასხვა ხარჯი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამეორე სხდომა ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე და ალექსანდრე ყიფშიძე.