საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92254

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე შაპოვალოვმა იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებული იმდენად ხელმოკლედ ცხოვრობდა, თავისი საწოლიც კი არ ჰქონდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ შაპოვალოვმა იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებული ძალიან კარგად იქცეოდა. ლაღიაშვილი ინსტიტუტში სასწავლებლად ემზადებოდა და თავის საქმეს უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა, ვიდრე მოსწავლეებს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ შაპოვალოვმა იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებული პავლე ჩუდეცკის კეთილ, კარგ ადამიანად მოიხსენიებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია უზნაძემ იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ არაფერი იცოდა არც პავლე ჩუდეცკის მკვლელობის და არც – ლაღიაშვილისა და რექტორის ურთიერთობის შესახებ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია უზნაძე თბილისის სასულიერო სემინარიიდან გამორიცხული იყო.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია უზნაძე მეტეხის ციხეში იყო დაპატიმრებული.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო მახარაშვილისა იყო 50 წლის, სმენადაქვეითებული.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო მახარაშვილისამ იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებული ბავშვობაში მშვიდი და წყნარი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო მახარაშვილისამ იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებული ბავშვობაში დაობლდა და აღსაზრდელად თავად აიყვანა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო მახარაშვილისამ იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებულს აღმზრდელები დადებითად ახასიათებდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველმა დათოშვილმა იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებული ძალიან კარგად იქცეოდა. იგი მშვიდი და სხარტი მოსწავლე იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ შაპოვალოვმა იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებულს სწავლის დასრულების შემდეგ ყოფაქცევაში ხუთიანი გამოჰყვა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დათოშვილი გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი იყო.

1866

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1866 წლის 2 იანვარს იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილი დაიბადა.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. მ. ტურკევიჩმა იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებული სასულიერო სემინარიიდან გარიცხვის შემდეგ ძალიან მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. მ. ტურკევიჩმა იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებულისთვის ციმბირში გადასახლება უფრო შესაფერისი სასჯელი იყო, ვიდრე 20 წლიანი პატიმრობა. იგი სასჯელის შესამსუბუქებლად და შესაცველელად ხელმწიფესთან შუამდგომლობას ითხოვდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბრალმდებელმა იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებული სიკვდილით დასჯას იმსახურებდა, თუმცა არასრულწლოვნობის გამო სასჯელს შეუმსუბუქებდნენ. მისი აზრით, დამნაშავისთვის 20-წლიანი პატიმრობა უნდა მიესაჯათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 13 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ვაჟა-ფშაველას ფელეტონი „მესტვირის ჩივილი“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული განცხადებით ელისაბედ სოლომონის ასული მარჯანოვი და გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა ნათესავებსა და ახლობლებს ატყობინებდნენ ნინო ალექსანდრეს ასული ელიავას გარადაცვალებას.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წის 6 ნოემბერს ნინო ალექსანდრეს ასული ელიავას დაკრძალვა იყო. გარდაცვლილს ელიზავეტინის ქუჩაზე მდებარე საკუთარი სახლიდან გამოასვენებდნენ და ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაასვენებდნენ.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო ალექსანდრეს ასული ელიავას დედა ელისაბედ სოლომონის ასული მარჯანოვი იყო.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო ალექსანდრეს ასული ელიავას მეუღლე გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით გიორგის ძე ერისთავმა ხუთმოქმედებიანი დრამა „სამშობლო“ ფრანგულიდან გადმოაკეთა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ნოემბერს ხუთმოქმედებიან დრამას „სამშობლოს“ არწრუნისეულ თეატრში წარმოადგენდნენ: მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ნინა ივანეს ასული ლორის-მელიქოვისა, მ. ლეონიძისა, კოტე დიმიტრის ძე ყიფიანი, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ვალერიან ლევანის ძე გუნია, ალექსანდრე ნებიერიძე, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს გიორგი ერისთავმა ბერლინში ვაჭარს 5 000 მანეთის ღირებულების ნივთები წაართვა.