საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, ეკატერინე გაბაშვილის 40 წლის იუბილეს მოსაწყობად დაარსებულიყო წრე, რომელშიც იქნებოდა გამგეობის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წლის 21 იანვარს ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, კიტა გიორგის ძე აბაშიძე და ივანე გედვენის ძე გომართელი გრიგოლ დადიანის პრემიის სამწერლო კომისიის წევრებად აირჩიეს (მათ უნდა განეხილათ პეტრე ჭარაიას წარდგენილი ქართულ-მეგრული ლექსიკონი).

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წლის 21 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილი, კალისტრატე ცინცაძე და სერგი გორგაძე აირჩიეს გრიგოლ დადიანის პრემიის საისტორიო კომისიის წევრებად (მათ უნდა განეხილათ პეტრე ჭარაიას წარდგენილი ქართულ-მეგრული ლექსიკონი).

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 21 იანვარს, დილის 8 საათზე, 48 წლის მარიამ ივანეს ასული დემურია გულის მანკით გარდაიცვალა კიტა აბაშიძის ბინაში.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 18 იანვარს დიმიტრი სვიმონის ძე ქავთარაძემ საწამლავით მოიკლა თავი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ს. გლახაშვილის სამმოქმედებიანი დრამის „წყურვილი“ მეორე სურათი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე მანუელის ძე ანდრონიკაშვილის, ფსევდონიმით კონსტან-ანდრონი, წერილი, რომელშიც განხილულია სპექტაკლები – „მაყვალას გასამართლება“ და „შეშლილია“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის წერილი „მომავალი მსახიობი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილის, ფსევდონიმით ნარვალი, სტატიის „დრამის მოკლე ისტორია“ მე-3 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიმონ ბესარიონის ძე ბადურაშვილის, ფსევდონიმით კ. ფშაველა, ლექსი „...მსხვერპლად შევწირე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „საზოგადოებათა გაერთიანება“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „მთვარეს“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ ურუშაძის მოთხრობა „როგორ ასწავლა გურულმა მეგრელს ღომის დამზადება“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ნიკოლოზის ძე ბოჭორიშვილის, ფსევდონიმით მიმქრალი, ლექსი „ჩემო ჩიტუნავ“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა რომანოზ ბებიაშვილის ლექსი „ებრაელ ერს“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლევან მეტრეველის სტატიის „სიტყვა-კაზმულ ნაწარმოების საერთო დაფასება“ მე-3 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ სოფრომ გლახაშვილის მოთხრობა „ჩვენი მსახიობი“ გამოქვეყნდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ყაზარ კარაპეტიანის წერილი „სომეხთა დრამატურგნი“.

1910

ტიპი: ავტორობა

ალექსანდრე ყიფშიძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილ საგურამოს მამულის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 1909 წელს მამულის გასავალმა (4224 მან. 06 კაპ.) 707 მანეთითა და 16 კაპიკით გადააჭარბა შემოსავალს (3516 მან. 90 კაპ.).

1910

ტიპი: განათლება

1910 წლის 15 იანვარს ქსენია ბეჟანიშვილმა ქუთაისის ქალთა წმინდა ნინოს სასწავლებლის რუსული ენის პედაგოგიური კურსი დაასრულა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს თავმჯდომარის, გიორგი ყაზბეგის განცხადება მასწავლებელთა კრებისა და კურსების შესახებ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პეტრე ჭარაიას განცხადება, რომ ის გრიგოლ დადიანის პრემიისთვის ქართულ-მეგრული ლექსიკონის პირველ ნაწილზე მუშაობდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა საზოგადოების ბიბლიოთეკის წესდება, რომელსაც ხელი მოაწერა გამგეობის მდივანმა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ლავრენტი აგლაძის თხოვნა, სწავლის გადასახადის დაფარვაში დახმარებოდნენ მის შვილს, თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მოსწავლეს. გამგეობამ გადაწყვიტა, აგლაძის გადასახადისგან განთავისუფლება გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოსთვის ეთხოვა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის დადგენილებით, საისტორიო-საარქივო სექციას პეტრე ჭარაიას ნამუშევრის განსახილველად კომისიის კანდიდატების წარდგენა დაევალა.