რეგისტრირებული ფაქტები81520
სორტირება თარიღი კლებადობით
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წელს ქუთაისის ოლქის სასამართლომ პორფირე ბაღდავაძის საქმე განიხილა და იგი უდანაშაულოდ ცნო. ბრალმდებლის ამხანაგმა საქმე გადაიტანა პალატაში, რომელმაც ოლქის სასამართლოს განაჩენი დაამტკიცა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის ნოემბერში თბილისის საგუბერნიო საკრებულოში ქალაქის საბჭოს წარმომადგენლად არჩეულ ვარლამ სიმონის ძე მიქელაძეს ქალაქის მოურავის მოადგილემ ნამსახურობის ქაღალდები მოსთხოვა გუბერნატორთან წარსადგენად.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წელს ბაქოში როტშილდის ქარხანას გაუჩნდა ცეცხლი, რომელმაც რამედნიმე კაცი იმსხვერპლა. მომხდარის გამო დააკავეს ქარხნის გამგე ფეიგლი. ბაქოს საოლქო სასამართლომ დაკავებული გაამართლა, მაგრამ პროკურორი ამით არ დაკმაყოფილდა და საქმე სამოსამართლო პალატაში გადაიტანა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს თბილისში შეიკრიბნენ კავკასიის გუბერნატორები თავიანთი გუბერნიების საჭიროებათა განსახილველად. თბილისში იმყოფებოდა ერევნის გუბერნატორი ვ. ფ. ტიზენჰაუზენი, ბაქოდან გენერალი ოდინცევი და თერგის ოლქიდან გენერალი ტოლსტოი.
1902
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1902 წლის ნოემბერში მძიმე ავადმყოფ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ალექსანდრეს სანახავად ქუთაისიდან ფოთში ჩავიდა იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 1-ელ ნოემბერს ქუთაისში გამართული ქალაქის საბჭოს სხდომის თავმჯდომარე იყო დავით ლორთქიფანიძე.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის ნოემბერში პეტერბურგში ფინანსთა სამინისტრომ განიხილა თბილისის ყოფილი გუბერნატორის, გიორგი შერვაშიძის პროექტი სასოფლო-სამეურნეო თანხების მოხმარების შესახებ.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წელს ქალაქ თბილისის სასამართლომ გაამართლა გამგეობის წევრებად ნამყოფი ა.ივანენკო და ქრისტეფორე ვერმიშევი, რომელთაც ბრალად ედებოდათ სამსახურის დროს დანაშაულის ჩადენა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის ნოემბრის პირველ რიცხვებში თბილისის სამოსამართლო პალატის სესიის მონაწილენი გაემგზავრნენ პეტროვსკში. სესიის თავმჯდომარე იყო პალატის უფროსი თავმჯდომარე, სენატორი ვრასკი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 31 ოქტომბერს გამართულ პურის ვაჭრობის მომწესრიგებელი კომისიის კრებას დაესწრნენ პ. ს. ღამბაროვი, ალექსანდრე ქალანთარი, გიორგი ჟურული და ივანე თაიროვი.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 31 ოქტომბერს ა.ნ. სულთან-კრიმგირეის თავმჯდომარეობით გაიმართა პურის ვაჭრობის მომწესრიგებელი კომისიის კრება.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 30 ოქტომბერს თბილისის გამგეობამ სხდომაზე განიხილა მოქანდაკე ფელიქს ხოდოროვიჩის გოგოლის ძეგლის ნიმუში და გადაწყვიტა, წარდგენილი მოდელი დაედგათ ალექსანდრეს ბაღში.
1902
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს ხანძარმა დიდი ზარალი მიაყენა დიდუბის ზოგიერთ მცხოვრებს. მათ ქალაქის გამგეობას სთხოვეს შემწეობა. გამგეობამ 30 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა დაზარალებულთა განცხადებები და გადაწყვიტა, დიდუბის ეკლესიის მღვდელი მ. ცინცაძეს მოეწვიათ და ერთად შეედგინათ დაზარალებულთა სია.