საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81501

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის სახაზინო პალატის შენობაში გაიმართა = სასოფლო-სამეურნეო კომიტეტის სხდომა, რომელიც დაყოფილი იყო რამდენიმე სექციად. მეოთხე სექციის თავმჯდომარე იყო ქუთაისის გუბერნიის ინჟინერი, წევრები – ნიკო ნიკოლაძე და დავით ხელთუფლიშვილი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის სახაზინო პალატის შენობაში გაიმართა სასოფლო-სამეურნეო კომიტეტის სხდომა, რომელიც დაყოფილი იყო რამდენიმე სექციად. მეორე სექცია განიხილავდა იურიდიულ საკითხებს. მისი თავმჯდომარე იყო ნ. პ. პრინცი, წევრები – დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძე, ანდრია მიხეილის ძე ერისთავი, ალ. ქოჩაქიძე და დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძე.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის სახაზინო პალატის შენობაში გაიმართა სასოფლო-სამეურნეო კომიტეტის სხდომა, რომელიც რამდენიმე სექციად იყო დაყოფილი. პირველმა სექციამ, რომლის თავმჯდომარე იყო აგრონომი ვლადიმერ სტაროსელსკი, განიხილა სამეურნეო საკითხები.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის სახაზინო პალატის შენობაში გაიმართა სასოფლო-სამეურნეო კომიტეტის სხდომა, რომელიც დაყოფილი იყო რამდენიმე სექციად. მესამე სექციას დაევალა ეკონომიკურ-ფინანსურ საკითხებზე მუშაობა. სექციის თავმჯდომარე იყო მ. გრიგორაში, წევრები – პავლე თუმანიშვილი, კირილე ლორთქიფანიძე, ნ. წერეთელი, გიორგი ზდანოვიჩი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 23 ოქტომბერს ყაზბეგის ქუჩაზე მცხოვრებ ვასილ სკოვოროდკოს სახლში ღამით უცნობი ქალი შეიპარა და მოიტაცა მისი სამი წლის ვაჟი. პოლიციამ კვალს ვერ მიაგნო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის სახაზინო პალატის შენობაში გაიმართა სასოფლო-სამეურნეო კომიტეტის სხდომა, რომელიც დაყოფილი იყო რამდენიმე სექციად. პირველი სექციის წევრებად აირჩიეს ტიმოფეევი, ვუჩინო, ერმილე კაციას ძე ნაკაშიძე, ავქსენტი ნაკაშიძე, ოტო სიმონსონი და იოსებ იაკობის ძე ქუთათელაძე.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დავით ალექსის ძე გაჩეჩილაძე დაიბადა 1902 წლის 19 ოქტომბერს ხარაგაულის რაიონი სოფელ ღორეშაში.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 10 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძე, ოლღა გურამიშვილი, თბილისის გუბერნიის მარშალი დავით მელიქიშვილი, გრიგოლ დიასამიძე და სხვები წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლას სტუმრობდნენ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის ოქტომბერში ილია ჭავჭავაძემ პრემიის მისაღებად საკონკურსოდ წარმოდგენილი პიესების განხილვაში მიიღო მანაწილეობა.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წლის 29 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საგანგებო კრებას დაესწრო. იგი სათავადაზნაურო სკოლასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრად აირჩიეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 28 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის საგუბერნიო კომიტეტის სხდომას, რომელზეც სასოფლო-სამეურნეო წარმოების საკითხი განიხილეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 28 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საგანგებო კრებას, რომელზეც სათავადაზნაურო სკოლის მშენებლობის დაფინანსებისა და ახალციხის ქალთა სკოლისთვის თანხის გამოყოფის საკითხი განიხილეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 27 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საგანგებო კრებას, რომელზეცსათავადაზნაურო სკოლის მშენებლობის დაფინანსების საკითხი განიხილეს.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

თინათინ დავითის ასული ჯავახიშვილი დაიბადა 1902 წლის 24 სექტემბერს გორში.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 21 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 21 სექტემბერს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საგზაო საქმის მნიშვნელობა“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 18 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 18 სექტემბერს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მოსწავლეთა ჯანმრთელობა – უპირველესი საზრუნავი“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 14 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 14 სექტემბერს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „თავკაცთა უვარგისობა სოფლად“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 13 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით „სანო“ სტეფანე ჭრელაშვილის წერილი „შინაურთა შორის“ გამოქვეყნდა.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 5 სექტემბერს სეით იაშვილმა სამსახური დაიწყო თბილისის ქართულ გიმნაზიაში.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 1-ელი სექტემბრიდან 1906 წლის 1-ელ სექტემბრამდე ეფემია გიორგიევი ყაზბეგის სახელობის სკოლაში მსახურობდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ბზიკის ხელმოწერით ილია ჭავჭავაძის სტატია „საკენკად „სამშობლოს ცაზე“ ხეტიალას“ გამოქვეყნდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 17 აგვისტოს წკადისის წმ. გიორგის ეკლესია აკურთხა იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ.