საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის მარტში იოსებ აბაკელია გადაასახლეს ციმბირში, მაგრამ რექტორ მანუილოვისა და სტუდენტთა შუამდგომლობით ადმინისტრაციამ გააუქმა თავისი დადგენილება.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის მარტში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი დრამატულმა საზოგადოებამ რეჟსორად დანიშნა. იგი უსასყიდლოდ მუშაობდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის მარტში ქართულ თეატრში წარმოდგენილი სპექტაკლის, „ხათაბალას“ რეჟისორი იყო ვასილ აბაშიძე.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის მარტში ბეგლარ ახოსპირელი ქართულ თეატრში მსახიობთა ამხანაგობის მიერ დადგმული სპექტაკლების სუფლიორი იყო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის მარტში ჭიათურის დრამატული საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, გედევან გედევანოვი ჭიათურაში მიეწვია, საიუბილეო წარმოდგენა იქაც გაემართა და შემოსული თანხა იუბილარისთვის გადაეცა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის მარტში ჭიათურის დრამატული საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, გედევან გედევანოვის საიუბiლეო საღამოზე ადრესის წასაკითხად და საჩუქრის გადასაცემად სოფრომ ტარუაშვილი გაეგზავნათ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის მარტში მ. კ. როხლინა სახალხო უნივერსიტეტის გამგეობას შეუთანხმდა, რომ სტუდენტების მიერ სწავლის საფასურის გადახდამდე ის ყოველთვიურად 5 მანეთს გადაიხდიდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 28 თებერვალს წარმოდგენილ ალექსანდრე სუმბათაშვილის პიესა „ღალატი“ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი სულეიმან-ხანის როლს ასრულებდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით გაბრუაშვილის ლექსი „იმედი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ აბაკელიას მიერ თარგმნილი ნ. ლუხმანოვის პიესა „სიკვდილი ნაპოლეონისა“

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ რუბრიკით „დრამის მოკლე ისტორია“ დაიბეჭდა დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილის, ფსევდონიმით ნარვალი, სტატია „პლავტუსი, ტერენციუსი და სენეკა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლიდია დიმიტრის ასულ მგალობლიშვილის, იმერელი ქალის ფსევდონიმით, ლექსი „ბევრი მინახავს შავი დღე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის, ფსევდონიმით მერცხალი, წერილი „თეატრის წმინდა მოვალეობა სოფელში“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვაჟა-ფშაველას ლექსი „რწმენის საფლავთან...“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით სიმონის ძე მესხის, თომა პუსას ფსევდონიმით, ლექსი „ამონაკვნესი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის „დაჭკნა ყვავილი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ მჭედლიშვილის ლექსი „ბაღს ვარდი აქვს, ცას – ვარსკვლავი...“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის ლექსი „დღე და ღამე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის მეთაური წერილი „ჩვენვე თუ ვუშველით ჩვენს საქმეს“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ტიციან ტაბიძის ლექსი „ჩამოვკრავ ჩანგურს, ათრთოლდა სიმი...“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პავლე დადვაძის წერილი „შეწყდა ტრაგედია!“ (ვერა კომისარჟევსკაიას ხსოვნას).

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ ურუშაძის პატარა სცენა „მეგრელის მასპინძლობა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გალუსტ შიხიანცის ლექსი „უკუღმართ დრომან გაგტყორცნათ შორსა...“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილის „ნაწყვეტ-ნაწყვეტის“ მე-2 ნაწილი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 26 თებერვალს კოტე მესხის ბენეფისზე წარმოადგინეს გრიგოლ აბაკელიას მიერ თარგმნილი ორი პიესა – „ხალხის სიკეთე“ და „სიკვდილი ნაპოლეონისა“.