საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92254

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 25 დეკემბერს ძმების – კალისტრატე, ბიქტორ, ლევან, ვარლამ, მინა, მიხეილ, შალვა და ნესტორ გიორგის ძე ბერიძეების დაარსებული სავაჭრო-სამრეწველო საკომისიო სახლის ყოველგვარი ოფიციალური დოკუმენტაციისთვის ხელი უნდა მოეწერათ ერთდროულად კალისტრატე ბერიძესა და მის რომელიმე ძმას.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, უილიამ მორფილი ქართულ მწერლობასა და საქართველოზე თხზულებას წერდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 1-ელი ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკასიის სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა მიიღო წერილი, რომლითაც ატყობინებდნენ, რომ ყიზლარში ვენახებს ახალი დაავადება გაუჩნდა. წერილს ხელს აწევენ მამაჯანოვი, იზმიროვი და პაპოვი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 25 ივნისს ხონში ქართველი სტუდენტის დასახმარებად გამართულ ღონისძიებაზე ევგენი ქუთათელაძემ, კონსტანტინე ლორთქიფანიძემ, ალექსანდრე მაჭარაძემ და სამსონ სანაძემ გარკვეული თანხა გაიღეს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ელ. მამულაშვილის მიერ თარგმნილი რომანი „კონდუქტორი” დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ გომში რევაზ და სიმონ გვერდწითელებს მამულის გაყოფის გამო დაუპირისპირდა გიორგი ქურდოვანიძე, რომელიც ჩხუბის დროს დაიჭრა.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რევაზ გვერდწითელის მამა სიმონ გვერდწითელი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ბეუმარის სკოლის პედაგოგმა გრიგოლ შავლოხოვმა მადლობა გადაუხადა გორის მაზრის უფროს ალანდერს, რომელმაც ბეუმარის 18 ოსის მოსწავლეს „საბლუზე“ ფარჩა გადასცა და კვლავ აღუთქვა დახმარება.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის ივლისში ალანდერი გორის მაზრის უფროსი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ შავლოხოვი სასულიერო პირი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ შავლოხოვი ბეუნარის სკოლის პედაგოგი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი კლდიაშვილი სასულიერო პირი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონეთში მღვდელ გიორგი კლდიაშვილს ღამით თავს დაესხნენ ავაზაკები, რომლებმაც ის აწამეს და გაქურდეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 ივნისს სოფელ სვიმონეთში გაქურდეს ზურაბ კლდიაშვილის სახლი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ველისციხის მოსახლეობა მადლიერებას გამოხატავდა მღვდელ ხარიტონოვის მიმართ, რომელიც შეძლებისდაგვარდ ხელს უწყობდა აქაურ სკოლას.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხარიტონოვი სასულიერო პირი იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გრიგოლ ვოლსკის „თორნიკეს დარდი“ დაიბეჭდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ვასილ კოპტონაშვილი სოფ. ამტნისხევის სკოლის მასწავლებელი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მარტს თბილისის ბანკის თეატრში გიორგი ერისთავის მიერ თარგმნილი პიესა „ყვარყვარე ათაბაგი“ წარმოადგინეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს მაღალოვი თბილისში ექიმად მუშაობდა. 

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ თევდორეს ასული ყარალაშვილი პორუჩიკ ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ყარალაშვილის დედა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე გაბრიელის ძე ყარალაშვილი პორუჩიკ ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ყარალაშვილის მამა იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი წერეთლის მოთხრობა „მამიდა ასმათი“ ცალკე წიგნად დაიბეჭდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ზინაიდა, ნინა, მარიამ, ლიდია და იულია ივანეს ასულ ფედოტოვების და ვლადიმერ, არკადი და ალექსანდრე ივანეს ძე ფედოტოვების თბილისში მდებარე ორსართულიან სახლს სარდაფით, ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.