საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87744

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში თანო ხანიაშვილი აღნიშნავს, რომ დაბა ყვირილაში არსებობდა სანიტარული კომისია, თუმცა თავის საქმეს არ ასრულებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში თანო ხანიაშვილი წერდა, რომ დაბა ყვირილაში ძალიან ბევრი ქურდი და ავაზაკი ჩავიდა, თითქოს მარგანეცზე სამუშაოდ, სინამდვილეში კი მათი საქმიანობა ძარცვა იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში თანო ხანიაშვილი წერდა, რომ დაბა ყვირილაში ქურდები თავისუფლად დადიოდნენ, პოლიცია ყურადღებას არ აქცევდა მათ ძარცვას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში თანო ხანიაშვილი წერდა, რომ დაბა ყვირილაში ორი-სამი ძარცვის შემთხვევა იყო. ადგილობრივ ვაჭარს 500 მანეთი ამოაცალეს, სასტუმროს მდგმურები გაძარცვეს და ვერცხლის ქამარ-ხანჯლები, ძვირფასი ქუდები და ერთი ცხენი წაიყვანეს, თუმცა არავინ იძიებდა ამ ფაქტს და არავის აინტერესებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში თანო ხანიაშვილი წერდა, რომ დაბა ყვირილაში ძარცვა გახშირებული იყო, თუმცა არსებულ მდგომარეობას არავინ აქცევდა ყურადღებას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში თანო ხანიაშვილი წერდა, რომ დაბა ყვირილაში ხმები დადიოდა, თითქოს მძარცველებს კომპანია ჰქონდათ შექმნილი და აგენტების დახმარებით მოპარულ ცხენებს სხვადასხვა ქვეყნებში გზავნიდა. ისინი ინიღბებოდნენ შავი ქვის მტვრით და მარგანეცზე მომუშავე ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ამ საქმეებს არავინ იძიებდა და ყურადღებას არ აქცევდნენ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი თბილისის სათავადაზნაურო სკოლის საღვთო წერილის მასწავლებელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი მღვდელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი საინგილოში მისიონერად დანიშნეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით ივანე დავიდოვი ტაგანროგის სატელეგრაფო სადგურის ზედამხედველი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 ოქტომბერს თბილისის საქალაქო საბჭოში განიხილავდნენ არგილანდერის წინადადებას, რომ ქალაქში ცეცხლმქრობელი ეტლები შემოეტანათ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით ივანე დავიდოვი თბილისის სატელეგრაფო ოლქში სამუშაოდ გადაიყვანეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვიქტორ ნიკოლოზის ძე გეევსკი აგრონომი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 16 მარტიდან მთავარმართებლობის განკარგულებით ივანე დავიდოვი სტავროპოლის სატელეგრაფო სადგურის ზედამხედველად გადაიყვანეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მარჩენკო IV ხარისხის ტელეგრაფისტი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით ვასილ მარჩენკო მანგლისის ტელეგრაფის სადგურის ტელეგრაფისტად დანიშნეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით მიხეილ პასენკო დილიჯანის ტელეგრაფის სადგურის ტელეგრაფისტად დანიშნეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით პეტრე წივწივაძე ბორჩალოს ტელეგრაფის სადგურის ტელეგრაფისტად დანიშნეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ პასენკო IV ხარისხის ტელეგრაფისტი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვიქტორ ნიკოლოზის ძე გეევსკიმ მებაღეობის სკოლის შენობის კურთხევაზე განაცხადა, რომ 32 მოსწავლიდან 15 ქართველი იყო, 10 – სომეხი, 5 – რუსი, 2 კი – ოსი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე წივწივაძე IV ხარისხის ტელეგრაფისტი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით დავით მატინოვი ვლადიკავკაზის ტელეგრაფის სადგურზე სამუშაოდ გადაიყვანეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით მატინოვი უმცროსი მექანიკოსი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით რაჟდენ შაბუროვი ელიზავეტპოლის ტელეგრაფის სადგურზე სამუშაოდ გადაიყვანეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაჟდენ შაბუროვი უმცროსი მექანიკოსი იყო.