რეგისტრირებული ფაქტები89471
სორტირება თარიღი კლებადობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 9 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თბილისის მთავარი განყოფილება (მდივანი – დავით კარიჭაშვილი) ქუთაისის ფილიალს განსახილველად უგზავნის მუხიანის სამკითხველოს გამგის თხოვნას დახმარების თაობაზე.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 ივნისს გამართული ქუთაისის ქართული დრამატული საზოგადოების კრების (თავმჯდომარე იაკობ ჩიმაკაძე) დადგენილებით საზოგადოებას ვალერიან გუნიასთვის მადლობა უნდა გამოეცხადებინა გასულ სეზონზე დრამატული დასის ხელმძღვანელობისთვის.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 5 ივნისს ქუთაისისა და სენაკის სააზნაურო სკოლების სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას. ის მიზეზად ასახელებდა კომიტეტის ფაქტობრივ უმოქმედობას: წევრთა უმრავლესობის (დავით ხელთუფლიშვილი ავადმყოფობდა, დავით ლორთქიფანიძეს საკმარისი დრო არ ჰქონდა, სერგი ჯაფარიძე და ნიკოლოზ ჭიჭინაძე თბილისში ცხოვრობენ მუდმივად) სისტემატური დაუსწრებლობის გამო უმცირესობაში აღმოჩენილ წევრებს (დავით ბაქრაძეს, იასონ ბაქრაძესა და კირილე ლორთქიფანიძეს) კანონით არავითარი გადაწყვეტილების მიღების უფლება აღარ რჩებოდათ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი, მდივანი დავით კარიჭაშვილი და წევრები – პეტრე სურგულაძე, ალექსანდრე ყიფშიძე, ლუარსაბ ბოცვაძე და ივანე ჭავჭავაძე.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის ივნისში ქართული თეატრის დირექტორად ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე ნიკოლოზ გიორგის ძე ქართველიშვილი აირჩიეს.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის ივნისში სომხური დრამატული საზოგადოების გამგეობამ ახალი წევრი – ვ. გ. მამულოვი აირჩია.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის ივნისში ოზურგეთის ქალაქისთავი ბებურ გურგენის ძე ბებურიშვილი გარდაიცვალა.

