რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი კლებადობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძემ მთავარ გამგეობას 1910 წლის სავარაუდო გასავლის ხარჯთაღრიცხვა გაუგზავნა. ხარჯთაღრიცხვის მიხედვით 1910 წელს შემოსავლის 20% – 130 მანეთი – მთავარ გამგეობას გაეგზავნებოდა, მაღაზიის მოწყობას 600 მანეთი დასჭირდებოდა, საკანცელარიო და საფოსტო ოპერაციებს – 15, მოულოდნელ ხარჯებს – 50 მან. სულ 1910 წლის თელავის განყოფილების სავარაუდო გასავალი 795 მანეთი იქნებოდა.
1910
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1910 წელს ანა (ანეტა) მეთოდეს ასული ჭყონია მასპინძლობდა ჯონ ოლივერ უორდროპს კარაკლისში.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლიდან 1918 წლამდე ნიკოლოზ სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა სოხუმის ქართულ სკოლაში.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-დავითაშვილი თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მარშლობიდან (წინამძღოლობიდან) გადადგა.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წელს ელენე ბახტაძე საცხოვრებლად რუსეთში ჩავიდა. მან ნოვოროსიისკში დაწყებითი სკოლა დააარსა, რომელსაც ცხრა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლამდე მარიამ ივანეს ასული დემურია ჟურნალ „ნაკადულის“ დამაარსებელი და მისი რედაქტორი იყო.
1910
ტიპი: პირადი ურთიერთობა
ქართული ლიტერატურისა და მწერლობის სიყვარული სოლომონ ცაიშვილს ჯერ კიდევ 1910 წელს სამრევლო სკოლაში ჩაუნერგა ცნობილი მწერლის იონა მეუნარგიას ოჯახმა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910-1914 წლებში ბენიამინ ზაქარიას ძე პეტრიაშვილი გლოლის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910-1913 წლებში რაჟდენ ივანეს ძე ჩიხლაძე მოტყიარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910-1914 წლებში ბიკენტი ჯაფარიძე ლიხეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910-16 წლებში მიხეილ ევგენის ძე ჩიქვინიძე სოფ. გვიშტიბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლიდან ნოე რამიშვილი გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა და პოლიტიკური საქმიანობა სამშობლოში გააგრძელა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910-1912 წლებში ანთიმოზ ექვთიმეს ძე მაისურაძე ქვედის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910-1916 წლებში ტრიფონ გიორგის ძე ბოჭორიშვილი ტბეთის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წელს ბოსტანას მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი ალექსი პეტრეს ძე შარაშიძე გარდაიცვალა.

