რეგისტრირებული ფაქტები81472
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 28 ნოებერს თბილისის სამხედრო სასამართლოში ციხიდან გაქცეული ლევან ამინოვისა და მისი მეგობრის საქმე განიხილეს. მათ ვაჭარ აკოფოვის მოკვლა და აბოვიანცისა და მარქაროვის მკვლელობის მცდელობა ედებოდათ ბრალად.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის თებერვალში თბილისის სასამართლო პალატამ ხელმეორედ განიხილა საქმე დიმიტრი მუსხელიშვილისა, რომელსაც გაბრიელ აგლუნოვისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში ედებოდა ბრალი. ეს საქმე განიხილეს 1896 წლის 9 სექტემბერსაც და მუსხელიშვილს 4 დღით დაპატიმრება მიუსაჯეს, თუმცა მან საჩივარი უყურადღებოდ დატოვა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 31 ოქტომბერს გონოვის ქუჩაზე მდებარე თამამშევის სახლში მცხოვრებ გენერლის ცოლს გივარბულ ალახვერდოვმა ფაფახი და ქურთუკი მოჰპარა. დამნაშავე იქვე დააკავეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში დრამატული კომიტეტის ხელმძღვანელობით ქართული წარმოდგენები იმართებოდა. კომიტეტის თავმჯდომარე იყო მიხეილ თაქთაქიშვილი.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს მიხეილ თაქთაქიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ნ. ა. შავროვი კავკასიის ფუტკრის მომშენებელი სამმართველოს თავმჯდომარე იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ლ ნოემბერს ქუთაისში გამართულ ქალაქის ფინანსური კომისიის კრებას ილია მანუჩარის ძე ჩიქოვანი თავმჯდომარეობდა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ი. ი. ტალკოს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის მიუწოდებია ცნობები ტვინის თანდაყოლილი თიაქრის შემთხვევების შესახებ.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების თავმჯდომარე იყო კ. ფ. ბრიოშნოვსკი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გახა ჯიქიამ და ბეგლარ ლიფონავამ მადლობა გამოუცხადეს აზნაურ სპირიდონ ლევანის ძე ნორაკიძეს, რომელმაც თავისი ინიციატივით ზუგდიდში დააარსა საძმო-საამხანაგო ქართული წიგნსაცავი, რომელშიც იყო ძველი და ახალი წიგნები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 იანვარს დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, ოლივერ უორდროპის ცნობით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორდმა კერზონმა ინგლისის სახელით წინადადებით მიმართა მოკავშირეთა უმაღლეს საბჭოს საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ. ლორდ კერზონის წინადადება უმაღლესმა საბჭომ ერთხმად მიიღო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 იანვარს იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის თავმჯდომარეობით მის კაბინეტში გაიმართა თათბირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სასამართლო პალატის და თბილისის ოლქის სასამართლოს საპროკურორო ზედამხედველობის წევრებმა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 იანვარს დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა ოლივერ უორდროპმა საქართველოს მთავრობას აცნობა, რომ ინგლისის მთავრობისგან მიიღო ცნობა საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა ოლივერ უორდროპმა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის აქტი მოიტანა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორთან და მიულოცა მათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მადლობა მოახსენეს დიდი ბრიტანეთის უმაღლეს კომისარ ოლივერ უორდროპს საქართველოს დამოუკიდებლობის მოლოცვისთვის.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს, 13 სააათზე საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების მინისტრი ნოე რამიშვილი საქართველოს რესპუბლიკის მასწავლებელთა ყრილობის წევრებთან ერთად მთავრობის სასახლესთან მოვიდა ეროვნული დროშებით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს საქართველოს განათლების მინისტრმა ნოე რამიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად მთავრობის სასახლის აივნიდან სიტყვით მიმართა იქ შეკრებილ მასწავლებლებს და აღნიშნა მათი როლი ამ საქმეში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს დამფუძნებელი კრების წევრი ალექსანდრე ლომთათიძე საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მთავრობის სასახლეში დამფუძნებელი კრების სახელით სიტყვით გამოვიდა და დემოკრატიის როლზე ისაუბრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია მთავრობის სასახლის აივანზე გამოვიდა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობა მიულოცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს დიპლომატიური მოღვაწე აკაკი ჩხენკელი ხალხის თხოვნით მთავრობის სასახლის აივანზე გამოვიდა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობა მიულოცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს სახალხო გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი ხალხის სურვილით მთავრობის სასახლის აივანზე გამოვიდა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობა მიულოცა.
1919
ტიპი: ავტორობა
სამხედრო მინისტრი ნოე რამიშვილი 1919 წლის 31 დეკემბრის რესპუბლიკის მთავრობის ბრძანებაში სამხედრო უწყების მიმართ წერს, რომ ტოვებს რა შეიარაღებულ ძალებს (სამხედრო მინისტრის პოსტს), როგორც ხელმძღანელი თავს ვალდებულად მიიჩნევს მადლობა გადაუხადოს ყველა იმ პირს, რომლებიც ხელს უწყობდნენ ქართული ჯარის შექმნა-განვითარებაში – გენერლებს, შტ. და ობ. ოფიცრებს, ჯარისკაცებს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 31 დეკემბრის ბრძანებაში სამხედრო უწყების მიმართ სამხედრო მინისტრი ნოე რამიშვილი თანამდებობის დატოვებისას იმედს გამოთქვამდა, რომ ახლო მომავალში სრულად ჩამოყალიბდებოდა რეგულარული ჯარი და სახალხო გვარდიასთან ერთად შეძლებდა საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და მისი საზღვრების დაცვას.