საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81472

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს სოფ. პერევისის სკოლის მასწავლებელმა ივანე წერეთელმა გაზეთ „ცნობის ფურცელს“ სთხოვა, დაებეჭდათ ცნობა, რომ ჭიათურის შავი ქვის მწარმოებელთა საბჭომ მათ სკოლას 100 მანეთის წიგნები გაუგზავნა. წიგნების 25% უღარიბესი ბავშვებისთვის დასარიგებლად იყო განკუთვნილი, 25% – ნახევარ ფასში გასაყიდად, ხოლო 50% გაიყიდებოდა სრულ ფასად, მიღებული თანხა ისევ საბჭოს გადაეცემოდა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს თბილისის ქალაქის საბჭომ სამხედრო საბეგრო საკრებულოს კანდიდატებად ბ. ს. ესაძე და ტ. ს. ფეფელოვი აირჩია.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქის სამხედრო საბეგრო საკრებულოში სარევიზიო კომისიის წევრებად ი. ა. ბარათაშვილი, ი. მ. დოლუხანოვი, რ. ა. იოანესიანი, პ.ი. კოჟინი და ლ. თ. ტიგრანოვი აირჩიეს.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქის სამხედრო საბეგრო საკრებულოს წევრებად აირჩიეს ალექსანდრე დავითის ძე სურენიანცი და გაბრიელ თამამშევი წევრებად აირჩიეს, კანდიდატებად კი – ტ. ს. ფეფელოვი და ბ. ს. ესაძე .

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს თბილისის ქალაქის საბჭომ სამხედრო საბეგრო საკრებულოს წევრებად ალექსანდრე დავითის ძე სურენიანცი და გაბრიელ თამამშევი აირჩია.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს თბილისის სადგურის დეპოს უფროსი ე. შპიგანოვიჩი იყო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს კონდრატე ინასარიძე იყო ფოთის უძრავი მამულების შემფასებელი კომისიის თავმჯდომარე.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ბორჯომის სახელოსნო სკოლის გამგე კომიტეტმა პობედიმოვი დირექტორად აირჩია და სამოსწავლო ოლქის მზრუნველს დასამტკიცებლად წარუდგინა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 9 დეკემბერს ქუთაისის დრამატული დასის წარმომადგენლებმა ვასილ ანტონის ძე ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით საქალაქო საბჭოს მიმართეს თხოვნით, თეატრის შენობა თვეში ერთხელ კვირადღეს და კვირაში ერთხელ ხუთშაბათობით მათი წარმოდგენებისთვის დაეთმოთ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულმა იიაკობ მედვედევმა სამინისტროსგან მოითხოვა 28 ათასი მანეთი თბილისის ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა საჭიროებისათვის სახლის ასაგებად.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს თავად-აზნაურთა თეატრში გაიმართა საოპერო წარმოდგენა დედათა სკოლის სასარგებლოდ. გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე ფრეზემ შესწირა 5 მანეთი, ივანე სვეჩინმა – 10, ნიკოლოზ ხერხეულიძემ და ზაქარია ერისთავმა 75-75, კონსტანტინე მუხრან-ბატონმა –15 მან.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს თავად-აზნაურთა თეატრში გაიმართა საოპერო წარმოდგენა დედათა სკოლის სასარგებლოდ. მთავარმართებელმა გრიგოლ გოლიცინმა და მისმა მეუღლემ 200 მანეთი შესწირეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს თბილისის გუბერნატორს მოურავის მოადგილე მ. ს. შესტაკოვმა მოურავად არჩეული ალექსანდრ არღუთინსკი-დოლგორუკოვი, ასევე სტეფანე ჭრელაშვილი თანამდებობებზე დასამტკიცებლად წარუდგინა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს საეპარქიო სასწავლებელში ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად დანიშნეს კიევის სასულიერო აკადემიის იმ წლის კურსდამთავრებული ტრიფონ ჯაფარიძე.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ქალაქის საბჭოს მდივანმა სტეფანე ჭრელაშვილმა მოხსენება მოამზადა იმის შესახებ, რომ ქალაქს სჭირდებოდა საკუთარი სტამბა, რადგან სასტამბო საქმეებზე ბევრი ფული იხარჯებოდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ნინო ვაჩნაძემ გამომცემელ მათე ნიკოლაძის წიგნის მაღაზიის დახმარებით გამოსცა „ზრდილობა, ცხოვრების ცოდნა, მართებულად ქცევის წესები". წიგნი ღირდა 3 შაური.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ამიერკავკასიის რკინიგზის მოძრაობის უფროსი ინჟინერი აკორენკო პეტერბურგში გამეგზავრა. მისი მოვალეობის შესრულება დაევალა ინჟინერ ზურაბოვს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს განსვენებული ავქსენტი ცაგარლის სახ. ფონდის გასაძლიერებლად რედაქციამ ნიკო წუწუნავასგან მიიღო განჯის ქართველების მიერ შეკრებილი 43 მანეთი და 50 კაპ., რომელიც გადაეცა დრამატულ საზოგადოებას.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს აკაკი წერეთელმა გადაწყვიტა თავისი „თავგადასავლის" გამოცემა. მსურველებს შეეძლოთ, წიგნი წინასწარ შეეკვეთათ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს გაბრიელ ეპისკოპოსის სამკითხველოს გამგემ, ელენე ჯინოვისამ გაზეთ „ცნობის ფურცელში" ანასტასია დიმიტრის ასულ ბაქრაძეს წიგნების შეწირვისთვის მადლობა გადაუხადა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი სასოფლო სამეურნეო საზოგადოების წინაშე წარდგა ვრცელი მოხსენებით თბილისის მცხოვრებთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს სახალხო სკოლების ინპექტორმა ვ. ნ. პავლოვმა თბილისის სამაზრო მმართველობას აუწყა, რომ მთავრობამ წყნეთში სკოლის გახსნის ნება დართო და სოფელს სთხოვა, ხაზინაში შეეტანა მასწავლებლის წლიური ხელფასი 400 და მსახურის 100 მანეთი, ასევე მოემზადებინა მასალა შენობის ასაგებად.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს რუსეთის ტექნიკურმა საზოგადოებამ ბაქოში დაასრულა ტექნიკური ლაბორატორიის მშენებლობა. საზოგადოების თავმჯდომარემ 1-ელ დეკემბერს ლაბორატორიის კურთხევაზე დასასწრებად მიიწვია სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი პეტრე გრუზინსკი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულმა იაკობ მედვედევმა ბორჩალოს მაზრაში გაგზავნა სახელმწიფო მიწების გამმიჯვნელი დასი, რომლის ხელმძღვანელი იყო მიხეილ მაჩაბელი.

1902

ტიპი: მფლობელობა

1902 წელს ტარიელ დიმიტრის ძე გაბუნიას და ამხანაგობას ქუთაისში, მიხეილის ქუჩაზე მდებარე გოკიელოვის შენობაში, სპირტიანი სასმელის საწყობი ჰქონდა გახსნილი.