რეგისტრირებული ფაქტები90426
სორტირება თარიღი კლებადობით
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წლიდან გიორგი პავლეს ძე გორდეზიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.
1911
ტიპი: მფლობელობა
1911 წლის დასაწყისში დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის მფლობელობაში იყო შორაპნის მაზრაში მდებარე მამული ტევრი.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წლიდან დეკანოზი ნიკიტა მალაქიას ძე თალაქვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი გახდა.
1911
ტიპი: მფლობელობა
1911 წლის დასაწყისში დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილსა და ფრიდონოვს ეკუთვნოდათ ელისაბედის, აბასთუმნისა და ანდრიას ქუჩებზე მდებარე მიწები.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წელს გ. უტურაშვილი ალაგირის ქართულ სკოლაში პედაგოგად მუშაობდა, ამავდროულად სკოლის ქოროსაც ხელმძღვანელობდა.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წელს აგრაფინა ფოცხვერაშვილი ალაგირის ქართულ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს კონსტანტინე რამაზის ძე გოცირიძე და ვარლამ ივანეს ძე ჭილაძე ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის წევრები იყვნენ.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების თავმჯდომარის, ვასილ კახიძის ინიციატივით წიგნის მაღაზიის დაარსება გადაწყდა.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების თავმჯდომარე ვასილ კახიძე იყო.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლიდან ივანე პაატაშვილი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის მოლარე იყო.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წელს ნიკიფორე მამინაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის გამგედ აირჩიეს.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს შახნაზაროვმა ლავრენტი წერეთლისგან საჩხერესთან მდებარე ჭალის მთის ნაწილი იყიდა.
1911
ტიპი: ნასამართლეობა
1911 წელს ფარნა გეგელიას ორ წელიწად-ნახევრით გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა მიუსაჯეს.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლიდან ნოე ქურიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის ქართულ სკოლაში მასწავლებლად მსახურობდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს თბილისის თავად-აზნაურთა მარშლობიდან გადამდგარი გიორგი ბაგრატიონი სოფელ სატივეში (გორი) დაბრუნდა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს საგუბერნიო ციხის ზედამხედველმა ჩერნენკომ ტუსაღი ბჟალავა რევოლვერით დაჭრა.
1911
ტიპი: მფლობელობა
1911 წელს გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა გაყიდული 600 დღიური საღალე მამულისა შეიძინა 200 დღიური სახნავი მიწა, მიუმატა 100 დღიური მიწა, რომელიც მის კარმიდამოს ესაზღვრებოდა სოფელ სატივეში და დაიწყო მაღალი კულტურების (მარცვლეული, ხეხილი და სხვ,) მეურნეობა. მან გაახარა ნამყენი ვენახი, ევროპული ხეხილი, შავი მოცხარი, ხორბალი, დადგა ძრავიანი წისქვილი. მეურნეობას დიდი შემოსავალი მოჰქონდა.

