რეგისტრირებული ფაქტები89471
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ დადეშქელიანი იყო ინსტრუქტორი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მხატვარ ბორის შებუევისა და ინსტრუქტორ მიხეილ დადეშქელიანის მმართველობისას მცხეთის კერამიკის ქარხანა საკმაოდ გაფართოვდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მცხეთის კერამიკის ქარხანას მხატვარი ბორის შებუევი და ინსტრუქტორი მიხეილ დადეშქელიანი ხელმძღვანელობდნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 5 იანვარს თბილისის ხაზინის უფროსი მოლარე ვლადიმერ ალექსანდრეს ძე კორინთელი იმავე ხაზინის ხაზინადრად დაინიშნა. ბრძანებას ხელი მოაწერა ფინანსთა სამინისტროს კომისარმა ქრისტეფორე კარჩიკიანმა.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დირიჟორ სამუელ სტოლერმანის მიერ ცოლის მკვლელობის საქმეს იძიებდა რაიონის ორი გამომძიებელი: ა. პოპლოვსკი და მისი ხელმძღვანელი, პროკურორის მოადგილე ალექსანდრე პოლტარაცკი. საქმე მალე გადაეცემოდა სასამართლოს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 იანვარს უნივერსიტეტის დღესთან დაკავშირებით თბილისში, არტისტული საზოგადოების დარბაზში გაიმართებოდა საღამო, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად ფშავიდან საგანგებოდ ჩამოვიდა პოეტი ბაჩანა (ნიკოლოზ პავლეს ძე რაზიკაშვილი).
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 იანვარს უნივერსიტეტის დღესთან დაკავშირებით დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად პროფესორი დიმიტრი უზნაძე ქუთაისში მიემგზავრებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში თბილისის სახელმწიფო თეატრში დაგეგმილი იყო ივანე სარაჯიშვილის ბენეფისი. ის შეასრულებდა რაულის პარტიას ოპერაში „ჰუგენოტები“.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი სარდიონის ძე ამირაჯიბი გენერალ-მაიორი იყო.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა გენერალ-მაიორი გიორგი სარდიონის ძე ამირაჯიბი.
1918
ტიპი: სტატუსი
1918 წელს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის ბრძანებით საქართველოს 1-ლი მსროლელთა დივიზიის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი გიორგი მაზნიაშვილი დაჯილდოვდა წმინდა სტანისლავის ორდენით, სტანისლავის ხმლებით, განსაკუთრებული მიღწევებისთვის – რაზმმა მისი ხელმძღვანელობით შავი ზღვის მიდამო, გუდაუთი, ადლერი და სოჭი გაათავისუფლა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს დამფუძნებელი კრების უფროსმა მოადგილემ, ალექსანდრე ლომთათიძემ ინგლისის თემთა პალატის თავმჯდომარე ჯეიმს ვილიამ ლოუზერს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო მადლობის დეპეშა გაუგზავნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ჯეიმს ვილიამ ლოუზერი იყო დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერი (თავმჯდომარე).

