რეგისტრირებული ფაქტები87674
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს მ. ლ. სეგალს ქუთაისში შრომისმოყვარეობის სახლისა და ქსენონის დაარსების იდეა ჰქონდა. ასეთ სახლებში მათხოვრებს ქუჩაში მოწყალების თხოვნის ნაცვლად სხვადასხვა ხელობას შეასწავლიდნენ და სასარგებლო საქმით დააკავებდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 აპრილს გამართულ ამიერკავკასიის დეპუტატთა კრებაზე, რომლის თავმჯდომარე იყო ნოე ჟორდანია, ი. წერეთლის მოხსენება მოისმინეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, პანტელეიმონ ტუსკია დაბა ნაგომარში გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენაში მონაწილეობდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 მარტს ამიერკავკასიის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მ. გაჯინსკის განცხადების თანახმად დაინიშნა საწარმოთა საგანგებო თათბირი. შეხვედრაზე განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა, მათ შორის ყველა საწარმოს ამიერკავკასიის მთავრობის ეკონომიკური საბჭოსთვის გადაცემის საკითხი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ესტატე Ჩხარტიშვილმა მცხეთაში, სადგურის მახლობლად, მოაწყო სასეირნო ბაღი „არმაზი“. უამინდობის დროს ბაღში ფარდულებს დგამდნენ.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 9 დეკემბერს ავქსენტი მიხეილის ძე ფრუიძე ცაგერის გზაზე თოკზე ჩამოკიდებული იპოვეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის შემოდგომაზე სომეხთა კათალიკოსი მკრტიჩ I ბაქოსა და თბილისში ვიზიტს გეგმავდა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იაკიმე კირთავას ლოსაბერიძის მოკვლა ედებოდა ბრალად.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე ჩერნიკოვმა ახალი სისტემის გიტარა გამოიგონა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ელისო კალანდაძე და პოლიკარპე მაქსიმეს ძე თალაკვაძე დაბა ნაგომარში გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენაში მონაწილეობდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ნესტორ კალანდარიშვილი და დომენტი ჩხაიძე დაბა ნაგომარში გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენაში მონაწილეობდნენ.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 12 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ედმონდ ედმონდის ძე ფრიკი ინჟინერი იყო.

